ქ. მოგუიხსენებია და შემოგვიწირავს ჩუენ, მეფეთ-მეფესა პატრონსა სუიმეონს, ჩუენის სასოსა და შესავედრებელისა, ჩუენისა სუეტისა ცხოველისა და კუართისა საუფლოსა და საყდარსა ღმრთისათვის ხრამშია სოფელი თამგურგულა მისით სამართლიანითა სამზღურითა, წარსამართებელად მეფობისა ჩუენისა და დღეთა ჩუენთა სიგრძისათვის.
მზია სურგულაძე: საბუთი უთარიღოა. საბუთის ავტორია სვიმონ მეფე. რადგან საბუთში თარიღის უფრო დამაკონკრეტებელი ქრონოლოგიური ცნობა არ მოიპოვება, საბუთი დათარიღებულია ფართოდ, სვიმონ მეფის მეფობის წლებით -1556-1568/1578-1600.