Jump to content

1552 წ. 05.06. - შეწირულების წიგნი ლუარსაბ მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბანგრატონიანმან, ყოვლისა საქართველოსა ტახტისა და გვირგვინისა ფლობითა მპყრობელმან, თქუენ მიერ გვირგვინოსანმან, მეფეთ-მეფემან ლუარსაბ, ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და შემოგწირეთ სოფელი ახოტი, ჩუენი სასახლე, ალგეთს გაღმა დოლანი, მეძლეთი, გოგას გვერდი, სახვევნი და შეხვეტილა და ღანიბანი მისითა სამართლიანითა მზღვრითა.

ასრე თარხნად და უცილებლად, რაგვარცა სხვა მცხეთის მამულნი არიან თარხანნი, ისრე, არა ეთხოვებოდეს-რა. წელიწადშია ხუთს ლიტრას ზეთსა და სამს ლიტრას სანთელს ჩუენად მოსახსენებლად სვეტის ცხოვლის წინა დახარჯევდენ...

დაიწერა წიგნი და ნიშანი ქკსა სმ, ხელითა მოძღურის რომანოზისათა, მაისსა, დღესა .


ლუარსაბ

საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი სლე (235), ანუ 1547 წლის 20 ოქტომბერი.

პუბლიკაცია

[edit]