ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, ღმრთივ გუირგუინოსანმან, მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, და ძეთა ჩუენთა, პატრონმან სუიმონ და პატრონმან დავით და პატრონმან ვახტანგ, შემოგწირეთ სამოციქულოს საყდარსა სუეტსა ცხოველსა წარსამართებელად მეფობისა ჩუენისა და ძეთა ჩუენთა სადღეგრძელოდ ქალაქს ლულაძისა დათვიასეული სასახლე გზასა და მტკუარსა შუა.
დაიწერა ესე მტკიცე და უცვალებელი წიგნი და სიგელი ქორონიკონსა სლე, თვესა ოქდონბერსა ოცსა.