1543-1552 წწ. - მუხრანბატონ ერეკლესა და ბარძი ამილახორის სამამულო დავის გარიგების წიგნი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის ტექსტი აღდგენილია ორი, შუაში სიგრძივ გაყოფილი ფრაგმენტის შეერთებით:

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


ქართული სამართლის ძეგლები - ტომი IV - N 4
1527-1558 წწ. - განჩინება ლუარსაბ I-ისა პატრონ ერეკლესა და ბარძიმ ამილახორის მამულის თაობაზე


ქ. აკურთხნეს ღმერთმან მეფეთ მეფობა პატრონის ლუარსაბისა. დავსხედით ბრჭენი: თვითან მეფე პატრონი ლუარსაბ (ტფილელი) დომენტი, პატრონი ვახტანგ, ციციშვილი ბაადურ, ფავნელი..., ჯავახიშვილი როინ, მაჩაბელი ქობულ და სოლაღაშვილი შალვა.

პატრონი ერეკლე და ამილახორი ბარძი სამთავისისა და ოკმურსა სამზღუარზედა ირჩოდეს. ამას წინათაც კურთხეული ბატონი ბაგრატ და კურთხეული ამილახორ თაყა ამავე სამზღუარზედა გაბრჭობილ იყუნეს. ნაბრჭობი წიგნიც მოიტანეს და დია საბატიო კაცნი სხდომილ-იყუნეს. ოცი გლეხი შეეგდო მოფიცრად ამილახორისათუის. და გაჩენით ეს არ ეწერა, თუ სადამდი დაეფიცა. ვერ დაწყობილიყუნენ და არა ფიცსა დაჰყოლოდეს ერთმანერთსა.

ამილახორი ასრე ირჩოდა: "თუ საცა ოცმან კაცმან ჩემმა მოფიცარმან ჩაიაროს, იმას აქათ მე დამრჩეს".

ბატონი ერეკლე ასრე უპასუხებდა და ალაგიცა გუიჩვენა, თუ: "ამაზედა გაუჩნდა ფიცი და ცოტა მოფიცარი იმისთუის დასდვეს".

ამილახორი ბრინჯის ხევს თანა დადგა და ასრე თქუა: "თუ ამაზედა ჩავიარ და დავიფიცავ ჩანგილართ სამზღურამდი".

ჩვენ დავხედეთ და ალაგი გუედიდა. მინდორი და მთა, და მოფიცარი გუემცრო. მისი ასრე გავაჩინეთ: ამილახორსა იმაზედა ფიცი არ ეკადრებოდა და მისთუინ ვერცა ჩუენ შევაგდეთ. შეფიცოს ამილახორმან ბატონს ერეკლეს და ნასიძეს გულბადს ოთხი ნასიძის სწორი კაცით, ორი მისი აზნაურისშვილით, რომელიც უკეთესი იყოს, თორმეტი გლეხი სამთავისელი, სხუილოსელი და იგოელი, რომელიც მემკუიდრე თავი გლეხი იყოს. დაიფიცოს ასრე: "ამისმან ძალმან, ამისმან სახელმან, ამისმან გამაცხოვებელმან ქრისტემან ღმერთმან, გულბად ნასიძევ, როდეს მამაჩემმა ამილახორმა თაყამან ოკამი შენ მოგცა, მაშინ ამა ბრინჯის ხევსა და, საცა ამას იქით ჩავიარი ჩანგილარის საზღურამდინ, ამას ქუეშეთი შენ მოგცე; და ამას იქითი მამამან ჩუენმან დაიჭირა, საოკამო არის, სასამთავისო არ არის".

დათარიღება[edit]

საბუთი უთარიღოა. პ. კარბელაშვილი საბუთს ათარიღებს 1535-1549 წლებით, რადგან ბჭეთა შორის მოხსენიებულ დომენტის იგი თბილელად მიიჩნევს. დომენტი თბილელი მართლაც იხსენიება 1536 და 1540 წლების საბუთებში. იგი ლუარსაბ მეფესთან ერთად ბჭეებს შორის იხსენიება კიდევ ერთ უთარიღო საბუთში.

ი. დოლიძე იზიარებს კარბელაშვილის აზრს დომენტის თბილელობის თაობაზე, მაგრამ საბუთს ათარიღებს ფართოდ ლუარსაბ I-ის მეფობის წლებით (1527-1558).
მ. სურგულაძე არ იზიარებს ამ დათარიღებებს შემდეგი დასაბუთებით: საბუთში გარდაცვლილად არიან მოიხსენებულნი ბატონი ბაგრატ (ბაგრატ მუხრანის ბატონი გარდ. 1540 წ.) და ამილახორი თაყა (იგი ამილახორად იხსენიება ჯერ კიდევ 1543 წ.. ამის შემდეგ ამილახორი უკვე იყო ბარძი), საბუთში აღწერილი დავის ერთ-ერთი მხარე. საბუთის დასაწყისში ბჭეთა შორის, ტექსტის დაზიანებული ადგილის გასწვრივ, წოდებულების გარეშე მოხსენიებული დომენტი მართლაც თბილელი უნდა იყოს, მაგრამ 1552 წლის ერთი საბუთის მიხედვით, თბილელი უკვე იოსებია. ამიტომ ვფიქრობთ, საბუთის პირობით თარიღად უნდა ავიღოთ 1543-1552 წლები - პერიოდი თაყა ამილახორის გარდაცვალებიდან (1543) იოსების თბილელობამდე (1552).

პუბლიკაცია[edit]