მე, იანქოს საგინაშვილსა, საკანონო საქმე მჭირდა. მოგიდეგით კარსა თქუენ, პატრონსა ტფილელ მთავარეპისკოპოსსა დომენტის და სიონისა ღმრთისმშობლისა საყდრისა დასაურვებლად და ცოდვათა შესანდობელად დაგიდევით ქალაქს ჩუენი მკუიდრი მამული, ყოვლისა კაცისაგან მოუდევარი და მოუსარჩლელი, რაცა ძმათაგან გამომხუდებოდა და შიაოშის შვილთაგან საუფროსო შემოვიყიდე და ისიცა მოგახსენეთ: დარბაზი მისითა დერეფნითა, მისითა შესავლითა და გამოსავლითა, ლიტრაპოლიტის სახლისა უკანით.
აწე, გქონდეს თქუენ, სიონისა ღმრთისმშობლისა საყდარსა და თქუენ, პატრონსა ტფილელ მთავარეპისკოპოსსა დომენტის, ყოვლისა ადამის მონათესავისა კაცისაგან მოუდევარი და მოუსარჩლელი მამული - დარბაზი მისითა დერეფნითა, მისითა შესავლითა და გამოსავლითა...
დაიწერა მტკიცე და უკუნისამდე უქცევ-უცვალებელი სიგელი ესე ქორონიკონს სკდ.
დაიწერა სიგელი ესე ხელითა მეფეთა-მეფისა კარის დეკანოზისა იორდანესითა