1532-1534 წწ. - შეწირულების წიგნი ლუარსაბ მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...მოვახსენე კათოლიკე სამოციქულოსა საპატრიაქოსა ეკლესიასა და თქუენსა საჭეთმპყრობელსა წმიდასა მეუფესა, ყოვლისა საქართველოსა მამამთავართ მთავარსა, ქართლისა კათალიკოზ-პატრიაქსა მალაქიას ტფილის-ქალაქს მეტეხთა მონასტერი წინამძღურითა და მეტეხელითა ხელშეუვალად: ქორდს ყანდიასშვილი მისითა მამულითა, თრიალეთს სოფელი ეძანიი და უკანა ბეშქენაშენი; ერთი ვაჭარი გორს და ერთი ქალაქს. ორი ლიტრა საკმელი - ერთი მეტამღეზედა და ერთი მებაჟეზედა ქალაქით, - ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად, ჩუენად სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩუენისა წარსამართებელად.

სხუა, რაც ჟამთა ვითარებისაგან ძუელნი შეწირულნი და განჩენილნი მოშლილ იყუნეს, თქუენგან წყალობად გომნიშევსწირეთ ნასიძესა ჰბოძებოდეს და იმითა ემსახურა. ჩუენ ჯავახისშვილთა როინს და ელისბარს აღარა გამოვართუით გომნი და გმსახუროს. ასრე რომე, ერთი მისის სახლისა არა გაგეყაროს, არცა დაკნინებისათუის და არცა გადიდებისათუის, როგორაცა სხუანი საყდრისშვილნი გმსახურებენ; თელოვანი, სოფელი ქუაბნი სრულად სამცხეთოსა, მტკუარს გაღმართისა და გამოღმართისა.

და ქალაქს და გორს, რაცა ყმანი გქონან, მათი მალი და საბალახე უკლებად და სამძღურისა სამართლითა გარდაგიწყუიტო. სადაცა საცილობელი იყოს, ქალაქის კართა გარდაგიწყუიტოთ, სათათროსა საურსა გარეთ.

ეზრასშვილი ვირშელი წინუბანითა.


ლუარსაბ

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთი თარიღდება მალაქიას კათალიკოსობით 1532-1534 წწ.

პუბლიკაცია[edit]