1529 წ. - გენათის საეპისკოპოზოს შექმნის წიგნი მალაქია კათალიკოსისა გენათელ მელქიზედეკისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: გელათის საბუთები - N 046 - დაკარგულია.

პირი: Sd-2895



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 48


საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

დიდად აღმატებული, ძლიერი და უძლეველი, სვიანი და მორჭმული თვითმპყრობელის, აღმოსავლიდან დასავლამდე მფლობელ-მპყრობელის, მეფეთა შორის ბრწყინვალის, დიდად სახელოვანი და სახელგანთქმული ღმრთის მსახურის, ღმრთივ-გვირგვინოსანი მეფეთა-მეფე ბაგრატის ბრძანებით დიდმა მამამთავართ-მამამთავარმა, აღმოსავლისა და ყოვლისა ჩრდილოსა და აფხაზეთის კათალიკოზმა და მსოფლიო პატრიარქმა მალაქიონმა შექმნა გენათი საყდრად და საეპისკოპოზოდ; გენათელ ეპისკოპოსად დაადგინა მიტროპოლიტი და მღვდელთმთავარი მეუფე მელქისედეკი; გაუჩინა მას სამწყსო საზღვრებით: რიონსა და ქუთაისს ზევით, ყვირილას გამოღმსა, კაცხის საზღვრებამდე, ხრეითს აქეთ რაჭის მთამდე, ოკრიბა, მასში შემავალი ტბებით და სოფლებით; დაუწესა საკურთხი და პირველი საწირავი - ასი თეთრი.

დათარიღება[edit]

თ. ჟორდანია საბუთს 1519 წლით ათარიღებს, ს. კაკაბაძე და ი. დოლიძე - 1529 წლით, ხოლო პირთა ანოტირებული ლექსიკონი - 1529-1532 წლებით.

პუბლიკაცია[edit]