ესე წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგახსენეთ ჩუენ, სულკურთხეულისა ბარათაშვილისა ქავთარისა ცოლ-ყოფილმან მონაზონმან ელენე-ყოფილმან ელისაბედ და ჩუენთა საყვარელთა ძეთა: გუგუნამან, და გერმანოზ, თაყამან, ქუმსი, გოსტასაბ და ფალავანხოსრო, თქუენ, ყოვლად წმიდასა სიონისა ღმრთისმშობელსა და თქუენსა საყდარსა და საყდრისა მპყრობელსა ტფილელსა ანტონის.
მას ჟამსა, ოდეს თქუენი მკუიდრი საყდრისა მამული სოფელი ხეკორძი ჩუენ დაგიჭირეთ და თქუენ მოხუედით და გუიაჯენით, ვქენით მოკითხული და თქუენისა საყდრისა სიონისა ღმრთისმშობელისა მკუიდრი ძველითგან შეწირული იყო. და ჩუენცა ახლად კიდევე დაგიმტკიცეთ სოფელი ხეკორძი მისით მზღურითა, მთითა და ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ტყითა, სანადიროთა, საძებრითა და უძებრითა, ყოვლითურთ უნაკლულოდ. ასრე რომე, ვინცა ტფილელი ეპისკოპოსი იყოს, ჩუენისა დედისა ელენე-ყოფილისა მონაზონისა ელისაბედისათუის დეკემბერსა ექუსსა, ნიკოლოზობასა, ჟამსა წირვიდენ და ცოდვათა შენდობით მოიხსენებდენ და აღაპსა გარდაიხდიდენ.
და ჩუენისა გუარისა კაცი ვერავინ რას შემოგეცილოს. ოდეს ჩუენ, ძმანი, გავიყარენით, მაშინ პატრონი მეფეთა-მეფე დავით და მისნი თავადნი და დარბაზისერი: ამილახორი თაყა და ციციშვილი მერაბ და სხუანი საპატიონი კაცნი ამა საქმისა შუა დამხდომი არიან...
დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა სია, ხელითა კათოლიკე მცხეთისა საყდრისა ქადაგისა მარკოზისითა.
† † †
- ჩუენ, ქართლისა კათალიკოზი კანონითა ვამტკიცებთ. კათალიკოზი.