მოგახსენეთ და შემოგწირეთ ჩუენ, დიდის ამირსპასალარის, სულკურთხეულის ათაბაგის ყუარყუარის მეცხედრემან ნესტანჯარ-ყოფილმან ნინო, და ძესა ჩუენთა: პატრონმან თამთან, საზუერელმან და სალუყაზან მცირე ესე შესაწირავი თქუენ, საშინელსა, დიდებულსა და ყოველთავე აღმატებულსა, ყოვლად წმიდასა დედოფალსა ვლაქერნისა ღმრთისმშობელსა მონასტერსა დიდსა ქუათახევისასა, მცირე შესაწირავი ძმისა ჩუენისა, სულკურთხეულისა კორხმანის შესანდობელად და სააღაპედ, ნასყიდი კახაბრისშვილის შალვას და ივანესი, ნასყიდი ძუირად და სამკუიდროდ [წითლ]ისძისეული[1] ვენახი ხევთა შუა მისითა სამართლიანითა სამზღვრითა, ყოვლითურთ უკლები წყლითა, ზვრითა, ხილითა ყოვლითვეთურთ ნასყიდი. მიმიცემია ფასად თანგა ათას სამას ოცი და... ჩუენის სიძის, ნეფეთ-ნეფის დავითის ყაბულობითა და ნებართულობით.
დაიწერა მტკიცე სიგელი ესე მეფობასა ნეფეთ-ნეფისა დავითისითა, ქორონიკონსა სჱ, ოკტონბერსა ცხრასა. დაიწერა სიგელი ესე მოწმობითა და ნებადართვითა ნეფისა დავითისითა
- ↑ აქ კაკაბაძეს აქვს ...ისძისეული, კორპუსში ეს ადგილი შეცდომით აღდგენილია, როგორც [კახაბრ]ისძისეული, ჩვენ ნესტანდარეჯანის ადრინდელი სიგელის მიხედვით აღვადგენთ, როგორც [წითლ]ისძისეული.