1516 წ. ახლო - ქართლის საპატრიარქოს სამცხის სამწყსო - თავადური სახლები და სამფლობელოები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი ნაწილობრივ ემთხვევა Ad-697 ტექსტს, რის გამოც ეს უკანასკნელი ზოგიერთ გამოცემაში Ad-91-ის პირადაა მიჩნეული. სინამდვილეში კი Ad-697 სხვა შედგენილობისაა - იგი შეიცავს მცხეთის მამულების ჩამონათვალს და დამოუკიდებელ საბუთს წარმოადგენს.

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. წმიდისა და ცათა მობაძავისა, კათოლიკე სამოციქულოსა, საპატრიაქოსა მცხეთისა დედაქალაქისა ეკლესიისა ძუელთაგან საქონებელნი და სამწყსონი სამცხეს, თავადნი და სოფელნი.

1. კავკასისძე მისითა მამულითა;

2. პარხალი მისითა შესავლითა და აზნაურისშვილებით, საყმოდ და სამწყსოდ;

3. სამძივარი მისითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, გოგიბასშვილს აქუს;

4. ბუმბულისძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, ავალიშვილთა და სლესართა აქუს;

5. ლონგოსძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, ლასურისძეთა აქუს;

6. ხერხემელისძე სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, თაქთირისძესა აქუს;

7. ჩორჩანელი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, ერისთავთ-ერისთავი ხურსისძესა აქუს;

8. ღობიერნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, დიასამიძეთა აქუს;

9. აბუსერისძენი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

10. ბოცოსძენი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, ოლადასშვილთა აქუს;

11. ოთარი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, შალიკასშვილთა აქუს;

12. ხერთვისარნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, ქამქამისძისა ეულზედა არიან, ამატაკიანთა აქუს;

13. თმოგუელნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, შალიკასშვილთა ელისბაალს და იოთამს აქუს;

14. ბულღადარასშვილნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, რჩეულაანთა და ფროდიანთა აქუს;

15. ასპანიძენი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, სფირიდონს აქუს;

16. კალმახელი მისითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა, უზნასძეთა აქუს;

17. დუკისძენი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

18. ფანასკერტელნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

19. სპასალარნი სამით სასაფლაოთა, მონასტრებითა და კარის ეკლესიითა;

20. ხახულარნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

21. ანძაველნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

22. კოპასძენი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

23. თუხარელნი სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიითა;

24. მონასტერი ოშკი მისითა შესავლითა;

25. დიდი და პატიოსანი ვარძიის მონასტერი მისითა შესავლითა და ეკლესიის შვილებითა უნაკლულოდ.

ხელრთვები:

საბუთის დათარიღება[edit]

  • ს. კაკაბაძე - საბუთს 1540 წ. ახლო ხანებით ათარიღებს.
  • ქრ. შარაშიძე და კორპუსი საბუთს 1516 წლის ახლო ხანებით ათარიღებენ.

პუბლიკაცია[edit]