Jump to content

1503-1516 წწ. - შეწირულების წიგნი ჯავახ ჯავახიშვილისა სვეტიცხოველისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


თქუენ, ცათა მობაძავსა კათოლიკე მცხეთისა საყდრისა და მას შინა დამკუიდრებულსა წმიდასა მეუფესა ქართლისა კათალიკოზსა დორეთეოსს ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგახსენეთ ჩუენ, ჯავახისშვილთა ჯავახმან, და ჩემთა ძმათა და შვილთა: გოშფარ, ივანე, გამრეკელმან, სარგის, ვირშელმან, ქვეშელმან და როინ, მას ჟამსა, ოდეს ჟამთა ვითარებისა და სოფლისა საცთურისაგან ცოდვისა საქმესა შევესწარით და თქუენ სჯულისა წესითა გამოგუენახენით, და, ვითა გუმართებდა სინანული და საყდრისა სამსახური, ვერა შევიძლეთ-რა. ამისთვის სრულიად არა სასოწარკუეთილ გუყვენ და მცირედი რაიმე საყდრისა სამსახური გუიბრძანეთ.

და ჩუენითა ნებითა და წადილითა დავასუენეთ ხატი მაცხოვრისა მოჭედილი, კანდელი ვეცხლისა ერთი, ოცი ლიტრა ზეთი ახალშნით ჩუენისა გლეხისა საყდარს მოებარებოდეს ყოველთა წელიწადთა. აგრევე ნახევარი ლიტრა სანთელი ქალაქს, დარვეშასა და მისისა სახლისაგან მოგებარებოდეს. სუფრის ნოხი ერთი და ფლური ოცი. ამას გარდა ნიაბელ-მეტეხელნი, ოდესცა ჩუენსა მამულშიგა შემოვიდენ ანუ ხიზნად, და ანუ შეშასა და სარსა მოჰკაფდენ, საბალახე და ღალა არა ეთხოვებოდეს.

მოგუიხსენებია და შემოგუიწირავს ცოდვილისა სულისა ჩუენისა მოსახსენებელად და ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

[edit]
ქრონიკებში თ. ჟორდანია საბუთს 1504-1516 წლებით, ანუ დოროთეოსის კათალიკოსის ზეობის წლებით ათარიღებს. თარიღი გაზიარებულია კორპუსშიც, თუმცა 1510-1511 წლებში კათალიკოსად მიაჩნიათ დიონოსი და ამდენად საბუთის თარიღია 1503-1509 ან 1511-1516 წლები.
ამ საბუთის ჯავახ ჯავახიშვილს თ. ჟორდანია აიგივებს "ქართლის ცხოვრებაში" მოხსენიებულ კონსტანტინე მეფის სარდალ ჯავახ ჯავახიშვილთან.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]