...ებულიყუნენ. ვითა სარჩლა პატრონმან კათალიკოზმან და სრულიად მცხეთოანთა. ჩუენი საქმე საფიცარი არა არის, მძღუარი პირველად პატრონმან ამილახუარმან გუიჩუენა და მას უკანის პატრონმა კათალიკოზმა და მცხეთელთა.
კიდევე სარჩლა პატრონმან კათალიკოზმან, ვითა პატრონისა იმარინდო ამილახუარისა ჟამშიგან პატრონმან მეფემან ბაგრატ შუა დამხუდომად ღუღასბერისძე და ინასარისძე გუიბოძნა, ვითა "რაზედაცა ირჩიან, მიდით და გარდაწყუიდეთ". მაზედა ჩუენ ჯუარი პატიოსანი ჩამოვასუენეთ და დავიფიცეთო.
და პატრონმან ამილახუარმან და გუარამ - არა დაფიცულაო და სიგელიცა მოიტანეს. და სიგელი მცხეთიონთა ჰქონდა, მძღუარი გაჩენით არცა ერთშიგა ეწერა.
მისი ასრე გავაჩინეთ: პატრონმან ამილახუარმან და პატრონმან გუარამ შეუსახელონ მცხეთიონთა, რომე სამითა აზნაურისშვილითა და ერთითა თათართათა და კუამლად ჯუარელთა შეჰფიცონ პატრონსა ამილახუარსა და პატრონსა გუარამს, რომელიცა გუარამ შეუსახელოს. და დაიფიცონ მცხეთიონთა ასრე, რომე: ზევდგენისძეთა წიწამური იყიდეს მეფეთაგან, რასაცა პატრონი ამილახუარი და გუარამ მძღუარსა სარჩლობდეს, რომე ამ მძღუარითა არა ეყიდოს ზევდგენისძეთა წიწამური. ანუ აასუენონ ჯუარი პატიოსანი მცხეთიონთა და დაიფიცონ, რომე ესე წიწამური არისო, და ესრე საჯუარო არისო - მთა და ბარი და დაიჯეროს გუარამ. დათუ ვერა დაიფიცონ მცხეთიონთა, რაცა გუარამ იასარჩლა, მასვე ჰქონდეს იმავე მზღურითა.