1459 წ. - სამთავისის გუჯარი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: დაკარგულია

პირები:



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 32

საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 33


საბუთის ტექსტი[edit]

1459 წ. - სამთავნელის სარგოს პირველი ნუსხა[edit]

პირველად ყანჩეთიდაღმე - პური დ, დრამა ი, სამი კაბიწი სამარხო, ქალამანი ბ, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი და მიეცეს მირონი.

საძეგურს - პური ა, დრამა გ, ქალამანი ა და საბელი.

ამზარგეულთა მუჯაეთს მოართვან: დრამა ორი, სამი პური კვამლზედ.

იევფნელთა ქვათახევს მოიღონ: დრამა გ, თივა ზურგი გ, ქერი, პური და ღვინო საყოფნი, კაბიწი სამარხო, საბელი, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი და ყველი.

ცხავატს - პური ბ, დრამა დ, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი.

ლარგუისს - ჟამისწირვისა ერთი დიაკონი აკურთხოს და ძმათ სიყუარული, სერობაი.

დგიმს, ლოგობეთს, შველეთს, მორღუანს, ლოგობეთს - სამი კარჩხალა ღუინო ხუთი ლიტრითა, სამი ზურგი თივა ხუთი კეფითა, ქალამანი ა, საბელი ა, პური და ქერი კუამლათ.

და ერუფაელმან და საქორელმან ნასოვს - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

დადანეთს - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, საბელი ერთი, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ზოდეხს - პური ერთი, დრამა გ, კაბიწი სამარხო, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

მთხოთას - პური ა, დრამა გ, ქალამანი ბ, საბელი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

მახიერეთს - პური ა, დრამა გ, ორი კაბიწი სამარხო, ქალამანი ბ, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

დაბაკნეთს - პური ა,, დრამა გ, ქალამანი ბ, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, და აბრასიკი.

სოსმალეთს - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

სოსხვიტოს - პური ა, ქალამანი ა, საბელი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

კლდეთს - დრამა ბ, პური ა, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ბეღელეთს - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

წინუბანს - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ყველდაბას - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ხარებელს - პური ა, დრამა ა, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ჭორჭოხს - პური ბ, დრამა ე, ქალამანი ბ, საბელი ა, ორი კაბიწი სამარხო.

ახალდაბას - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ანრაწმიდულს - პური ბ, დრამა გ, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ქარჩუხს - პური ოთხი, დრამა ვ, ქალამანი ბ, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ჟამურს - პური დ, დრამა ი, ქალამანი ა, საბელი ვ, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, და ყველი.

კვერიეთს - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, ორი კაბიწი სამარხო, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ძაგოეთს - პური ა, დრამა ბ, კაბიწი სამარხო, ქალამანი ა, საბელი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ხოზოეთს - პური ა, დრამა გ, კაბიწი სამარხო ბ, საბელი ბ, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

გოგოეთს - პური ა, დრამა ა, ქალამანი ა, კაბიწი სამარხო, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

გავაზს - პური ა, დრამა ა, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი და მხარი.

ყობელეთს - პური ა, დრამა ა, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

შთონოეთს - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, კაბიწი სამარხო.

ჭურთას და ჭურთისხევს - პური ბ, დრამა ბ, ქალამანი ბ, საბელი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

საღორეთს - პური ბ, დრამა გ, ქალამანი ბ, კაბიწი სამარხო, საბელი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

წითროლეთს - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, საბელი ა, რაი ხუცესსა - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

საბარკლეთს - პური დ, დრამა ვ, ორი კაბიწი სამარხო, ქალამანი ბ, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

კვიცხოვეთს - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, კაბიწი სამარხო. რაიცა ხუცესი იყოს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

დვალიეთს - პური ა, სამარხო კაბიწი ა, საბელი ა.

არდისს - პური ა, დრამა ბ, სამი კაბიწი სამარხო, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

წალდევს - პური და სამარხო.

ისროლს - პური ა, დრამა ბ, სამი კაბიწი სამარხო, ქალამანი ბ, საბელი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ჯავახთას - პური ა, დრამა გ, ქალამანი ა, ორი კაბიწი სამარხო, საბელი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ბოსელთა - პური ბ, დრამა დ, საბელი ა, ქალამანი ბ.

ღუდს - პური ბ, დრამა დ, ქალამანი ბ, საბელი ბ.

თრუსოს - პური ე, სოფლის თავს სამ-სამი დრამაი და თვითო ზურგიელი, ქალამანი ვ, საბელი დ.

მთაწმიდის ბოსელთა - პირველ პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, საბელი ა, კაბიწი სამარხო.

ქოლოთს - პური ა, დრამა გ, ქალამანი ბ, საბელი ბ, კაბიწი სამარხო.

ვანს - პური ა, დრამა ა, ქალამანი ა, საბელი ა, კაბიწი სამარხო.

ქვიტკირთა - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ბ, საბელი ბ, კაბიწი.

ჩრდილთათა - პური ა, დრამა ა, საბელი ბ, ქალამანი ა.

ფითესა - პური ა, დრამა ა, საბელი ა, რაი ხუცესსა - ტყავი, მხარი და აბრასიკი.

წოლდს - პური ბ, დრამა ვ, ქალამანი ბ, საბელი ბ, სამარხო კაბიწი ბ, რაი ხუცესსა - ტყავი, მხარი და აბრასიკი.

ლელოვანს - პური ა, დრამა ბ, საბელი ერთი, ქალამანი ა, კაბიწი სამარხო. რაი ხუცესსა - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

არმაზს - პური ა, დრამა გ, ქალამანი ა, საბელი ბ, სამარხო კაბიწი ბ.

წინზახორს - პური ა, დრამა ბ, საბელი ა, ქალამანი ა, სამარხო კაბიწი, რაი ხუცესსა - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

უკანწირს - პური ა, დრამა ბ, საბელი ა, კაბიწი სამარხო, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

წირს - პური ა, დრამა გ, საბელი ა, ქალამანი ა. რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ქვემო წირს - პური ა, დრამა ბ, ქალამანი ა, საბელი ა, სამარხო კაბიწი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ქარტოს - პური ა, დრამა ბ, საბელი ა, ქალამანი ა, სამარხო კაბიწი, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

კორსალს - პური ა, დრამა გ, საბელი ა, ქალამანი ა, სამარხო კაბიწი, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

ტბეთს - პური ა, დრამა ა, საბელი ა, ქალამანი ა, რაი ხუცესს - ტყავი, მხარი, ყველი და აბრასიკი.

1459 წ. - სამთავნელის სამწყსოს საკანონო წიგნი[edit]

სახელითა ღმრთისათა, შემოვიდა სამთავნელ-ეფისკოპოზი გრიგოლი ქორონიკონსა რმზ, პატრონის ერისთვის შალვას ბრძანებითა. მრავალი უწესო საქმე ქმნილიყო. შევიყარენით ჩუენ, ცხრაზმისხევისა სამისავე ხევის კრებულნი და მამასახლისნი და ესე პირი მოვახსენეთ სამთავნელსა და ჯუარსა და ომფორსა.

დღეის ამას უკანით რამანცა ხუცესმან, ანუ სვინდიკინოზმანთა, ანუ მეყვისთა, ანუ უწესოდ მოტაცებულთა, ანუ გვირგვინი უკურთხნეს, ანუ ჯუარი დასწერნეს, ანუ სარჯულო დაუმალოს, რაცა ეპრიანებოდეს დააურვებინოს. და შუა ვერცა პატრონი შემოუვიდეს, ვერცა ქუეყანა. რასაც ემართლებოდეს, თუ არ მისგან დანებებულ იყოს, მისგან წიგნი არ მოუვიდეს, - უბრალომცა არს, რაცა უყოს. და ვინცაი სჯულსა ამტკიცებდეს, კურთხეულ იყოს.

ვინცა-ვინ ამის სამწყსოშია აზნაურშვილი იყუნენ, მართებული საწირავი მიართვან - ცხენი, იარაღი, წასახურავი და ნიშანი, და უკუეთუ მსახური იყოს, ამგვარად: მართებულმა მსახურმა ცხენი და იარაღი, დაბალმა - ერთი ხარი მიართვას.

რომელიც ხუცესი იყოს და ამისი სამწყსო ეჭიროს და მოკუდეს, თუ შეეძლოს, მართებულის მსახურის საწირავი მაირთვას, უკუეთუ არა, ერთი ხარი.

უკუეთუ კაცი მოკლას ვინმე, მკულელმა ხუთი ხარი მაირთოს და მკდრის პატრონმა - ერთი.

უკუეთუ ვინმე ცოლი გაუშვას, ხუთი ძროხა დაუურვოს. უკუეთუ ვინმე კუდიანობაი ანუ მკითხაობაი ქნას, ცხვირით გახეიბრდეს. და თუ შეინანოს, ორი ზროხა დაუურვოს.

უკუეთუ კუდიანობაზედ დადაღონ ვინმე, დამდაღავმა ოთხი ძროხა მიართვას და დადაღულმა - ერთი. უკუეთუ ისიძვოს ვინმე, ოთხი ძროხა მიართვას, და ბუშიც საყდრისა არის.

უკუეთუ უზიარებელი მოკლას, ხუცესმა ა ძროხა დაუურვოს; და თუ ხუცესმა ვერ შეიტყოს, მკუდრის პატრონმა ა ძროხა მიართოს.

უკუეთუ მღუდელმან უნათლავი მოკლას ვინმე, ა ძროხა მაირთონ.

უკუეთუ უხუცოდ და უანდერძოდ მკუდარი ვინმე დამარხოს, ბ ძროხა მიართოს.

უკუეთუ ვინმე სვინტიკინოზმანთა თანა დაეცეს, ანუ მეყვისთა თანა, ჩაიქოლოს; და უკეთუ შეინანოს, დ ძროხა მიართოს.

უკუეთუ უქრმო დედაკაცი მოიტაცოს ვინმე ცოლად, ბ ძროხა მიართოს.

უკუეთუ ქმრიანი დედაკაცი ვინმე მოიტაცოს, დ ძროხა მიართვას.

უკუეთუ მღუდელმან ამგვარად მოქმედს კაცთა ჯუარი დასწეროს, განიკუეთოს, და უკეთუ შეინანოს, გ ძროხა მიართვას.

უკუეთუ მღდუელი ანუ მთავარდიაკონი ღირს იქმნას მორედ ქორწინებასა, ბ ძროხა მღუდელმან და მთავარდიაკონმან მიართვას.

უკუეთუ მღუდელმან ანუ სამღუდელომან იპაროს, ანუ მახვილი იხადოს, განიკუეთოს; და უკუეთუ შეინანოს , გ ძროხა მიართვას.

უკუეთუ შეაჩვენოს ვინმე და მღუდელმან უხუცოს, განიკუეთოს; და თუ შეინანოს, გ ძროხა მიართვას.

უკუეთუ მღუდელმან სომეხს უხუცოს, ანუ სახლი გაუნათლოს, ბ ძროხა მიართვას.

უკუეთუ ქართველმან სომეხს ქალი მისცეს ცოლად და ანუ მოიყვანოს, - მოინათლოს, ანუ გააშვებინოს, საკანონო გ ძროხა მიართვას.

უკუეთუ მღუდელმან ორსულს ჯუარი დასწეროს, გ ძროხა მიართვას, თუ იცოდეს. თუ არა იცოდეს - ა, და მექორწინემ გ ძროხა მიართვას.

უკუეთუ ჯუარდაუწერელმან კაცმან ცოლი დააორსულოს, გ ძროხა მიართვას.

უკუეთუ ვინმე მარხვა ჭამოს, ბ ძროხა მიართვას.

უკუეთუ ვინმე მარხვაში ხსნილურად ქორწილი ქნას, გ ძროხა მიართვას.

უკუეთუ მღუდელმან ავადმყოფს სხვა ხელით საზიარებელი გაუგზავნოს, განიკუეთოს; და თუ შეინანოს, გ ძროხა მიართვას.

უკუეთუ მღუდელმან უსაყდროდ და უემბაზოდ ყრმასა ნათელ-სცეს, განიკუეთოს; და უკუეთუ შეინანოს, გ ძროხა მიართვას.

უკუეთუ მღუდელმან უცოდინარობით მარხვა აჭამოს ვისმე, დ ძროხა მიართვას.

დედასცა ესრეთ ეწერა. რომელსა პირითა მხიარულითა წინაშე უფლისა წარდგომა გენებოს, ამა წესსა და რიგს ნუ მოშლით. ვინც მოშალო, პასუხი შენ მიეც, ღმრთეებაო.

ჩანართები[edit]

  • ეკლესიის სოფელთა: მთაწმიდას მივიდეს, შობტროვანს ჩამოდგეს, ქვითკირით მოვიდეს, მღდელთა და მამასახლისთა ბეგარი და მასპინძლობა არ დააკლონ და სასჯულო ფიცით დააჯერონ, უსაქმონ და მოაკლებინონ.
  • გოლგოთას მოვიდეს სამთავნელი, მოეგებნენ წინა ძმანი კრებულნი: წინამძღუარი, მონაზონნი, დედაბერნი, - ერთობით ჩვეულობისაებრ, დახუდნენ საყუარლად, ჟამი აწირვინონ, გამოუსუენონ, დალოცნეს და წამოვიდეს.
  • და ამას გარდა, რაოდენიცა სოფლები სწერია ქსანზედა, ამათ სოფელთა შინა ვინცა აზნაურმან, ანუ გლეხმან კაცი მოკლას, მესამედი სისხლი ღთაებას მიართვას მოკლულის მიცვალებულის სულის მოსახსენებლად.

1470 წ. - გრიგოლ სამთავნელის სააღაპე წიგნი[edit]

სახელითა ღმრთისათა, მამისა, ძისათა და სულისა წმიდისათა; მეოხებითა ხატისა ღმრთეებისათა, ესე წიგნი მოგეცით ჩუენ, სამთავნელ ეფისკოპოზმან გრიგოლ, თქუენ, ბატონს მამქანს და თქუენთა შვილთა: გურზის და რამადანს.

მას ჟამსა შინა, ოდეს განრისხდა ღმერთი და ბატონი ვირშელ მიიცვალა, მისთვის სააღაპოდ შვიდის საპალნის ჩასავალი შემოსწირეთ ხატს მღრთეებას და ჩავდგით საყდრის ძირს, ჩრდილოეთით. ასრე რომე, ყოველთა წელთა აღივსებოდეს და, რა პირველ მოეხდებოდეს, დეკანოზი ჟამსა სწირევდეთ მისის სულისათუის და აღაპი გარდაიხდებოდეს.

ვინც ეს ასე არ გაათაოს, ანუ სამთავნელმან, და ანუ სხუამან კაცმან, რისხავსმცა მამა ძე და სული წმიდა; კრულ, წყეულ და შეჩუენებულ იყოს ამიერ უკუნისამდე ქრისტეს მადლითა, ამენ.

XVI ს. - სამთავნელის სარგოს მეორე ნუსხა[edit]

ციხისძირს - პური ბ, კომლზე კოდი.

ქადაგიანში - პური ბ, კომლზე კოდი.

აღაიანსა - პური ბ, კომლზე კოდი დეკანოზს უნდა მიებარებოდეს

კვარხითს - პური ბ, დრამა, კომლზე კოდი პური.

ჩანგილარს - პური ბ, დრამა, კომლზე კოდი პური.

ბეგთათავს - პური ბ, დრამა, კომლზე კოდი პური.

ექეთს ოკამს - პური ბ, დრამა, კომლზე კოდი პური.

იქით ოკამს - პური ბ, დრამა, კომლზე კოდი პური.

თეზს - პური დ, დრამა, კომლზე კოდი პური.

გარეყანთ უბანს - პური ბ, დრამა, კომლზე კოდი პური.

ლამისყანას - პური ბ, დრამა, კომლზე კოდი პური.

ხვითსა და ნოტრეს - პური ბ, დრამა, კომლზე კოდი პური.

ბიენის - პური ბ, კომლზე კოდი.

იგოეთს - პური ბ, დრამა, კომლზე კოდი პური.

ფუნაგის - პური ბ, დრამა, კომლზე კოდი პური.

გერეთს - პური ა, დრამა, კომლზე კოდი პური.

ჯეჯლიკურს - პური ორი, დრამა - კომლზე კოდი პური.

ამგვარად მიართმევდენ.

1673 წ. - შაჰნავაზის ბრძანება[edit]

ქ. წყალობითა ღმრთისათა, ჩუენ, ცვა-ფარვათა მისთა მინდობილმან მეფეთ მეფემან, ხელმწიფემან პატრონმან შაჰნავაზ და თანამეცხედრემან ჩუენმან, ზღუათა მეფის ასულმან დედოფალთ დედოფალმან პატრონმან მარიამ, და ძეთა ჩუენთა სასურველთა: ბატონისშვილმან ბატონმან გიორგი, ბატონმან ლევან, ლუარსაბ და სოლომონ.

სამთავისის ღმრთაების საყდარს სამწყსოს დრამისა და შესავლის ძველითგან განაჩენი წიგნი და გუჯარი ჰქონდა. ვნახეთ და, დიაღ, დაძველებულ იყო. და ჩუენად სადღეგრძელოდ და გასამარჯვებელად, როგორც იმ ხატის სიგელში ეწერა, ისევ იმ რიგათ და იმავე წესით განუახლეთ და დავუმტკიცეთ სიგელი ესე. უნდა მიერთმოდეს მის დროს გაურჯელად და ულაპარაკოდ სამთავისის ღმრთეების საყდარს.

ესე ძუელითგან დამტკიცებული არის, და აწ, ჩუენი ბძანებაი ასე უნდა გათავდეს:

სოფლებსა ამას ვინცა აზნაურმან, ანუ გლეხმან კაცი მოკლას, მესამედი სისხლი ღმრთაებას უნდა მიართვას მიცვალებულის მოსახსენებლად.

სამთავნელს სამწყსოში შესვლა ვერავინ დაუშალოს. ამის ნამეტნავი ვერც სამთავნელმან მოუმატოს და, რაც ამაში განაჩენი და საყდრის წესი გამოსაღები იყოს, ნურავინ დააკლებს.

დაიწერა ბრძანებაი ესე ჩუენი ქორონიკონსა ტია (1673 წ.), ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა იე (15), ხელითა კარისა წინამძღურისა დანიელისითა.

პუბლიკაცია[edit]