Ad-0604
Appearance
XVII საუკუნის პირი საბუთისა 1459 წ. - სამთავისის გუჯარი
ქაღალდის გრაგნილი, ზომა: 135,7 x 12,5. საბუთი მსუბუქად არის დაზიანებული, რამდენიმე ადგილას მარჯვენა კიდე მოხეული ტექსის დაუზიანებლად. შუაში ტექსტი ოდნავ დალაქავებულია. verso-ზე ტექსტის ქვემოთ დარჩენილ ცარიელ არეზე დაკრულია საფენი ქაღალდი. მელანი შავი. ხელი ნუსხური, რომელიც იწყება თანაბრად მწყობრი სტრიქონებით და გრაგნილის შუა სტრიქონებიდან თანდათანობით მჭიდროვდება. ასეთივე მჭიდრო ნაწერი გრძელდება საბუთის verso-ზე.