1457 წ. V.3. - საბალახის ამოკვეთის სიგელი გიორგი მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: 1448-531; სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 322.
პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № პგ (83) (დაკარგულია).
  2. E-240/32.

შინაარსი:

  1. 1451-01/322

საბუთის შინაარსი[edit]

ქ, სახელითა ღმრთისათა, ჩუენ, ღმრთივ გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან გიორგი, ესე სიმტკიცისა და გათავებისა სიგელი და ნიშანი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, პატრონსა და სულისა ჩუენისა შესავედრებელსა ქართლისა კათალიკოზსა დავითს.

მოკითხული ვქენით საბალახისა და არცა მამისა ჩუენისა ჟამშიგან და არცა ოდეს მას წინათ, მისთა დღეთა შიგან მცხეთის სახლისა და მამულისა საბალახე არასა ჟამსა არა ყოფილიყო. და აწ ჩუენ მისადვე შედეგად ესე სიგელი და ნიშანი თქუენ მოგახსენეთ ამა პირსა ზედან, რომე მცხეთის სახლსა და მამულისა საბალახე არასა ჟამსა არა ეთხოებოდეს.

ქრონიკონს რმე, თუესსა მაისსა .

[ხელრთვა]:

ქ. გიორგი ვამტკიცებ.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რმე (145) - 1457 წ.  მაისის 3.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.271[edit]

1967 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы Института народов Азии - N 200[edit]

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 35[edit]