1453-1459 წწ. - ფიცის წიგნი ანჩელ ქერობინ აბელისძისა დავით კათალიკოსისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სიგელი Ad-512




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: Ad-512; სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 296.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 35 (დაკარგულია).

საბუთის შინაარსი[edit]

ესე წიგნი და პირი გკადრეთ თქუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზსა დავითს, მე, აბელისძემან ანჩელ არქიმანრიტმან ქერობინ, მის ჟამისა შედეგად, ოდეს მაწყუერელი და სამცხისა ეპისკოპოზნი თქუენგან უჯუარო და შეუნდობელნი იყუნეს საფარის თავზედა და თქუენ დიდითა ხუაშნითა მაკურთხეთ.

აწ, დღეისითგან წაღმა ჩემად დღედ სიკუდილამდი ვიყო თქუენი და თქუენისა საყდრისა ერდგული და მეფეთა მლოცველი, და ყოველთა წირვათა და ლოცვათა შინა თქუენ მოგიხსენებდეთ.

ვინცა თქუენგან უჯუარო და შეუნდობელნი იყუნენ, ჩუენგანცა უჯუარო და შეუნდობელი იყოს.

თქუენთა შეუნდობელთა ებისკოპოზთა გუერდით ჟამი არ ვწიროთ, სადამდის თქუენგან ახსნილობისა და შენდობისა ნიშანი არა მოგუივიდეს.

ვის სწყალობდეთ, ჩუენცა მისი მლოცველნი ვიყუნეთ.

და თუ ყუარყუარე მაწყუერლობა და ანუ სხუა რამე ხელი გუაძლიოს და დაგუპატიჯოს კურთხევისა მიზეზით, სადამდის თქუენსა საყდარსა არა დაემორჩილნენ და, რაზედაცა უწყრებით თქუენისა საყდრისა წესითა, იგი ისრევე არა დაგეურვოს. როგორაცა თქუენ და თქუენსა საყდარსა გმართებს, მით წესითა. სხუა ხელი არა გამოვართუა და არცა ვინდომო თქუენად დაუმოწმებლად და შეუნდობლად.

თქუენისა საყდრისა მტერისა მტერნი ვიქმნეთ და ერდგულთა მოყუარენი მლოცველნი ვიყუნეთ, ვითა წესად ძეს, მეძღუნენი და მოსამსახურენი. ესე ასრე გაგითაოთ ღმერთმან, მამამან და წმინდამან სულმან და იმა საშინელმან ხატმან ანჩისამან და, რასაცა მიზეზისათუის ესე აღთქმა გიტყუოთ და არა გაგითაოთ, თქუენისა კურთხევისა წილ წყევასა ქუეშე ვიყუნეთ ღმრთისა და მისთა წმიდათასა...

სადამდის თქუენვე არა შეიწყალოთ, მას გარეთ მაწყვერლობა და ანუ სხუა რამე ხელი გუაძლიოს, არა გამოვართუათ ყუარყუარეს თქუენდა დაუმოწმებლად. და ბატონისა ჩემისა უზიანოთა საქმითა საყდრისა თქუენისა ერდგულნი ვიყუნეთ, ამა ზემო წერილთა მადლმან და ძალმან.

დამტკიცება:

ეს ასრე გაგითაოთ მამამან და ძემან და სულმან წმიდამან.

საბუთის დათარიღება[edit]

  • თ. ჟორდანია საბუთს 1453 წლით ათარიღებს
  • ი. დოლიძე საბუთს 1466-1479 წლებით ათარიღებს.
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი და ქართული საბუთების კორპუსი საბუთს 1453-1459 წწ. ათარიღებენ.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.267-268[edit]

1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 38[edit]

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 27[edit]