1453-1459 წწ. - ერთგულების წიგნი კუმურდოელ იოვანე ლასურისძისა დავით კათალიკოსისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
სიგელი Hd-2082




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: Hd-2082; სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 311.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 40 (დაკარგულია).
  2. H-06/40

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 31


ესე წიგნი და პირი გკადრეთ თქუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზსა დავითს, მე, ლასურისძემან კუმურდოელმან იოვანე, მის ჟამისა შედეგად, ოდეს მაწყუერელი და სამცხისა ეპისკოპოზნი თქუენგან უჯუარო და შეუნდობელნი იყუნეს საფარის თავზედადა თქუენ დიდითა ხუაშნითა მაკურთხეთ.

აწ, დღეისითგან წაღმა ჩემად დღედ სიკუდილამდი ვიყო თქუენი და თქუენისა საყდრისა ერდგული და მეფეთა მლოცველი, და ყოველთა წირვათა და ლოცვათა შინა თქუენ მოგიხსენებდეთ.

ვინ თქუენგან უჯუარო და შეუნდობელნი იყუნენ, ჩუენგანცა უჯუარო და შეუნდობელი იყოს.

თქუენთა შეუნდობელთა ებისკოპოზთა გუერდით ჟამი არა ვწიროთ და არცა მათსა სამწყსოსა უწიროთ, სადამდის თქუენგან ახსნითობისა და შენდობისა ნიშანი არა მოგუივიდეს.

ვის სწყალობდეთ, ჩუენცა მისი მლოცველნი ვიყუნეთ.

და თუ ყუარყუარე მაწყუერლობა და ანუ სხუა რამე ხელი გუაძლიოს და დაგუპატიჯოს კურთხევისა მიზეზით, სადამდის თქუენსა საყდარსა არა დაემორჩილნენ და, რაზედაცა უწყრებით თქუენისა საყდრისა წესითა, იგი ისრევე არა დაგეურვოს, როგორაც თქუენ და თქუენსა საყდარსა გმართებს, მით წესითა. სხუა ხელი არა გამოვართუა და არცა-რა ვინდომო თქუენად დაუმოწმებლად და შეუნდობლად.

თქუენისა საყდრისა მტერისა მტერნი ვიყუნეთ და ერთგულთა მოყუარენი და მლოცველნი ვიყუნეთ, ვითა წესად ძეს, მეძღუნენი და მოსამსახურენი. ესე ასრე გაგითაოთ ღმერთმან, მამამან და წმინდამან სულმან და იმა საშინელმან ხატმან კუმურდოსამან. და, რასაცა მიზეზისათუის ესე აღთქმა გიტყუოთ და არა გაგითაოთ, თქუენისა კურთხევისა წილ წყევასა ქუეშე ვიყუნეთ ღმრთისა და მისთა წმიდათასა...

დამტკიცება:

ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ კუმურდოელი მთავარებისკოპოზი იოანე ამა დაწერილისა გამთავებელი ვარ. ამა ზემოწერილთა მადლმან.

საბუთის პუბლიკაციები[edit]