1442 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: მცხეთის საბუთები № 338 (დაკარგულია).

პირი:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული N 507-003 (დაკარგულია).
  2. 1449-1522 - ს. კაკაბაძის გადაწერილი დედნიდან;
  3. H-06/39 - გადაწერილი 1848 წ. მ. კოლუბანსკის მიერ;
  4. E-073/01 - გადაწერილი 1848 წ. ს. ტაბიძის მიერ.

საბუთის შინაარსი[edit]

[ჩუენ მეფეთა მეფისგან ალექსანდრესგან და თანა-მეცხედრისა ჩუენისა თამარისგან და ძეთა ჩუენთა მეფის ვახტანგის, დიმიტრის, გიორგისაგან, ნებითა ღთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშა და შანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა თვით ფლობით მტკიცედ მქონებელისა.]

მოვიდა წინაშე ჩუენსა... მცხეთისა საყდრისა მპყრობელი კათალიკოზი შიო და გუეაჯა, რათამცა მცხეთისა საყდრისა მკუიდრი... ციხე არმაზისა მისითა ეკლესიითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა... და მისი ძუელითგან გაჩენილი ბაჟი - ორი თანგა დიდსა საპალნესა ზედან მათთუისვე მოგვეხსენა...

მოგუიხსენებია და გქონდეს... პატრონსა კათალიკოზსა შიოს, თქუენი მკუიდრი და აწ, ახლად ჩუენგან მოხსენებულ-დამკუიდრებული არმაზისა ციხე მისითა ეკლესიითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, ტყითა, სანადიროთა, ზღვრითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა სამართლიანითა, ყოვლადვე უნაკლულოდ და მისთა ბაჟითა. ესრეთ, რომე, ქარავანი შეღმა მოვიდოდეს, და თუ ჩამოღმა მოვიდოდეს, და სითგინდამე მოვიდის, საპალნესა ზედან ორსა თანგასა აიღებდით...

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქორონიკონსა რლ [ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა ნდ,] ხელითა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა

შენიშვნები[edit]

თედო ჟორდანიას საბუთი გამოცემული აქვს თავბოლონაკლული დედნის მიხედვით, რომელიც შეუვსია XVII ს-ის პირის მიხედვით (პირის მიხედვით აღდგენილი ტექსტი კვადრატულ ფრჩხილებშია). ჟორდანიამ პირის საფუძველზე აღადგინა საბუთის გამცემი ალექსანდრე მეფის სახელი. სიგელის გაცემის ინდიკტიონში კი მისი აზრით შეცდომაა და უნდა იყოს 30-ე ინდიქტიონი.

სარგის კაკაბაძე საბუთის გამცემად მიიჩნევს ვახტანგ ალექსანდრეს ძეს, რადგან ნაკლული დედნის მეორე გვერდზე მას უნახავს XVIII საუკუნის მინაწერი: "დიდის ალექსანდრეს ძის, მეფის ვახტანგის შეწირულობა, ქკს რლ".

პირთა ანოტირებულ ლექსიკონში საბუთის გამცემად ალექსანდრე მეფეა მიჩნეული.

კორპუსში გამოქვეყნებულია საბუთი თავნაკლული დედნის კოპიოდან და გამცემად ვახტანგ ალექსანდრეს ძეა მიჩნეული და დასაწყისი ნაწილი (კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმული ტექსტი) კოპიოების მიხედვით აღარ არის გამოქვეყნებული.

პუბლიკაცია[edit]