ქ. ჩუენ, მეფეთა-მეფისა ალექსანდრესაგან და თანამეცხედრისა ჩუენისა, დედოფალთ-დედოფლისა თამარისაგან და ძეთა ჩუენთა: მეფისა ვახტანგ, დიმიტრი, გიორგი და ზაალისაგან, დავითიან-ბაგრატონიანისა, ნებითა ღმრთისათა აბხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშა და შარვანშა და ყოვლისა აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის თუითფლობით მტკიცედ მპყრობელისა.
გაისარჯა და მოვიდა წინაშე ჩუენსა პატრონი დიდისა და ცათა მობაძავისა კათოლიკე მცხეთისა საყდრისა მპყრობელი კათალიკოზი, ჩუენისა სულისა მოძღუარი თეოდორე და გუეაჯა, რათამცა მკუიდრი და უცვალებელი მცხეთისა არმაზის ციხე, მისითა მიმდგამითა და შესავლითა მათთუის მოგუეხსენა. და ჩვენ, ვითარ არა გუმართებდა მათისა მკუიდრისა დაჭირვა, ეგრეთ არა დაუშურვეთ მათი მკუიდრი და ყოვლისა ადამის ნათესავისა კაცისაგან უცილებელი ციხე არმაზისა მისითა ეკლესიითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა სამართლიანითა, ყოვლადვე უნაკლულოდ; და მისი ძუელითგან გაჩენილი ბაჟი: ორი თანგა დიდსა საპალნესა ზედან.
მოგუიხსენებია და გქონდეს... პატრონსა კათალიკოზსა თეოდორეს, თქუენი მკუიდრი და აწ, ახლად ჩუენგან მოხსენებულ-დამკუიდრებული არმაზისა ციხე მისითა ეკლესიითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, ტყითა, სანადიროთა, ზღვრითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა სამართლიანითა, ყოვლადვე უნაკლულოდ და მისთა ბაჟითა. ესრეთ, რომე, ქარავანი შეღმა მოვიდოდეს, და თუ ჩამოღმა მოვიდოდეს, და სითგინდამე მოვიდის, საპალნესა ზედან ორსა თანგასა აიღებდით...
დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქორონიკონსა რკა, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა კა, ხელითა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა