1431 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი მარცველისძის შეწირვის თაობაზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: დაკარგულია

პირები:

ამ საბუთის ტექსტის შემორჩენილი ნაწილი სიტყვა-სიტყვით მიჰყვება 1431 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი ვირშის შეწირვის თაობაზე ტექსტს. აქედან გამომდინარე ჩვენ აღვადგინეთ საბუთის დაკარგული ნაწილი, რაც პუბლიკაციაში მწვანე ფერითაა გამოყოფილი.

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, მეფეთ მეფეფან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩუენმან პატრონმან დედოფალთა-დედოფალმან თამარ და ძეთა ჩუენთა: ვახტანგ, დიმიტრი, გიორგი და ზაალ, ესე წიგნი მოგახსენე, თქუენ, წმიდასა და მაღალსა ცათა მობაძავსა დედაქალაქსა მცხეთასა და თქუენისა საყდრისა მპყრობელსა და ჩუენისა სულისა მოძღუარსა და მეოხსა პატრონსა კათალიკოზსა თეოდორეს.

ვინეთგან თუისთა შექმნულთათუის ხსნად მოსრულმან მეუფემან ჩუენთა შთამომავალთა და გუარტომთა განსუენება თქუენსა წინაშე ჯერ-იჩინა და ვხედავთ, რომელ წუთგანქარვებადსა ამას სოფელსა დაუტეობთ და ყოველივე ცხორება ჩუენი სიზმარი და აჩრდილებრ უჩინო იქმნების, ამადა ჩუენცა ვსცანით და ვისაცნაურეთ, რომელ კეთილი და უცვალებელი ცხორება ესე არს, რათა მე, ცოდვილმან, ვიდრე არა სრულად წარწყმედად და ამიერ განსვლად ჩემდამდე საწყალობელისა სულისა ჩუენისა სალხინობელად ქუელისა საქმესა რასამე მქმე და შემძლებელი ვიქმნე და ამად აღმძრა სურვილმან და სიყუარულმან აურაცხელითა წყალობათა თქუენთა მოქენეობისამან. და ვირჩიე მოვრდომად სახლსა მაგას ღმრთისასა და მეუფისა ჩუენისასა და დამკვიდრებად სამკვიდრებელსა თანა სულკურთხეულთა პაპათა და მომავალთა ჩუენთა თანა.

და თქუენ მიერთა შეწევნითა და ძალმწეობითა ხელ-ვყავით უსჯულოთა აგარის ნათესავთაგან ჩუენგან ძრწოლით ძნიად სათქუმთა თქუმადცა დაქცეულისა საყდარსა და სრულიად უნუგეშინისცემოდ განსრულთა აწ ახლად განვრცობად და აღშენებად.

და აღვაშენე და განსრულდა ნებითა თქუენითა ყოვლადვე უნაკლულოდ თავი ცათა მობაძავი საყდარი და შიგან ღმრთივ აღმართებული სუეტი ცხოველი, და კუალად თქუენდა მოლტოლვილთა და შემოვედრებულთა ჩუენთა მომავალთა და ჩუენი საფლავი; და ვითარი ჯერ იყო, ეგევითარითა თავი-საყდარი პატივითა და წესითა შევამკევ; და ანგელოზთა სწორნი წმიდანი მონაზონნი და მღდელნი, მრავალნი სახმარნი, მგალობელნი შევკრიბენ.

და რომელ ძუელითგან შემკობილ იყო და წესნი და აღაპნი განჩენილნი იყუნეს და შესავალნი წესნი და ქუეყანანი ჰქონდეს, მას ზედა შეუმატეთ და უფროსად განვავრცეთ და ჩუენთა საფლავთა ზედა მიმდემად მდგომნი მწირველნი და წლითი-წლით დაუვსებელნი კანდელნი განვაჩინეთ.

და ვითარ გუმართებს და ჩუენგან სათანადო არს, აგრე კუალადვე ვინებეთ შემატება და გაზედაება. და მოვახსენეთ მარცველისძე მარცველი და მათი შვილი დავითიანი, შვილნი და მომავალნი ყოველნივე სახლისა მათისანი მათითა მამულითა, საჯდომითა, სასახლოთა, ციხითა, მონასტრითა, სასაფლაოთა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, მზღვრითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა მიმდგამითა სამართლიანითა, ერთობ ყუალათა უკლებლად.

ამას აქა ყოვლადვე ჯინჭუელისძე მამისა და შვილნი და ყოველნივე მომავალნი სახლისა მათისანი მათითა მამულითა, საჯდომითა, სასახლოთა, მონასტრითა, სასაფლაოთა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მზღურითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა მიმდგომითა სამართლიანითა, ერთობ ყუალათა უკლებლად.

და ჩხოკი მოგვიხსენებია თქუენ დიდისა და ცათა მობაძავისა საყდრისა ჩუენთა სულთა განმანათლებლისა მცხეთისათვის, თქუენისა მპყრობელისა პატრონისა კათალიკოზისა ჩუენისა სულისა მოძღურისა და მეოხისა თეოდორესათვის.

ასე და ამა წესითა, რომელ როგორაცა სხვანი მცხეთისშვილნი და მცხეთის შესავალნი თარხანნი და შეუვალნი არიან, აგრევე მცხეთისშვილად მარცველისძე მარცველი და მათი შვილი დავითიანი და მათისა სახლისა მომავალნი დაგვისხმან.

და კუალადვე ჯინჭუელისძე მამისა და მისნი შვილნი და მომავალნი დაგვისხმან ამა წესითა, როგორაცა სხუათა შვილთა არა სათხოვარი და გამოსაღები ეთხოვებოდეს, ეგრევე მარცველისძესა მარცველსა და მათსა შვილსა დავითიანსა და ჯინჭუელისძესა მამისასა და მისთა მომავალთა არას ჟამსა შიგან არა ეთხოებოდეს და მათსა მამულსა არა ეთხოებოდეს რა. სამკვიდროდ მოგვიხსენებია და ვერავინ დაგეცილოს და ვერასა ჟამისა გამოსრულობისათვის მოგეშალოს.

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქრონიკონსა რით, ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისასა ათცხრამეტსა, ხელითა ყოველთა დაბადებულთა უნარჩევესისა, ფრიად ცოდვილისა კლიმი კაკლაჩასძისათა

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რით (119) - 1431 წ., მეფობის ინდიქტიონი ნუსხის პირში არ წერია და აღდგენილია პირობითად.

საბუთის პუბლიკაციები[edit]