1427-1438 წწ. - წიგნი სერაპიონ მაწყვერელისა კათოლიკოს თეოდორესადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: Ad-320, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 249.

პირები:

  1. H-06/20 - პირი გადაწერილია მ. კოლუბანსკის მიერ 1848 წ.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 249

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 27


თავსმდებობითა და შუამდგომელობითა სუეტისა ღმრთივ-აღმართებულისა, კუართისა საუფლოსა და მიჰრონისა ღმერთმყოფელისათა, თავსმდებობითა და შუამდგომელობითა ყოვლად წმიდისა აწყურის ღმრთისმშობელისათა.

ესე წიგნი კადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, წმიდასა დედაქალაქსა და საყდარსა და მას შიგან სუეტსა ღმრთივ-აღმართებულსა, კუართსა საუფლოსა და მიჰრონსა ღმერთმყოფელსა და თქუენ, წმიდასა მეუფესა და მღრდელთამთავართ-მთავარსა ქართლისა ქათალიკოსსა თეოდორეს მე, მაწყუერელი მთავარებისკოპოზმან სერაპიონ, მას ჟამსა, ოდეს მაწყუერლობა მიბოძეთ და მაკურთხეთ და მე ესე საერთგულო წიგნი მოგახსენე:

აწ, დღესისაგან წაღმა ვიყუნეთ თქუენნი ერთგულნი და ერთგულად მლოცველ-მომსახურენი, მტერთა ზედა მტერნი და მოყუარეთა ზედა მოყუარენი. პატრონსა აქათ ვისცა გაუწყრეთ და შეაჩვენოთ, და ჩვენცა შევაჩვენოთ, და ვისცა სწყალობდეთ, ჩუენცა მისნი მლოცველნი ვიყუნეთ...

ქ. ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ მაწყუერელ მთავარებისკოპოზი სერაპიონ

საბუთის დათარიღება[edit]

თ. ჟორდანია და საურმაგ კაკაბაძე საბუთს 1431-1435 წლებით ათარიღებენ.
ქრ.შარაშიძე 1430-1434 წლებს მიუთითებს.
კორპუსში საბუთი 1427-1438 წლებითაა დათარიღებული, საფუძვლად კათალიკოს თეოდორეს ზეობის შესწორებული თარიღებია მითითებული.

საბუთის პუბლიკაციები[edit]