1427-1438 წწ. - წიგნი ივანე მანგლელ-თბილელისა კათოლიკოს თეოდორესადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: Ad-625, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 365.

პირები:

  1. H-06/46 - პირი გადაწერილია მ. კოლუბანსკის მიერ 1848 წ.

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 26


ესე წიგნი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, წმიდასა დედაქალაქსა მცხეთასა და მას შინა სუეტსა ღმრთივ-აღმართებულსა, კუართსა საუფლოსა და მიჰრონსა წმიდასა და თქუენ, წმიდასა მეუფესა, ქრისტეს მიერ მღდელთმთავართ-მთავარსა, ქართლისა ქათალიკოსსა თეუდორეს, მე, მანგლელ-თბილელ მთავარებისკოპოზმან იოვანე, მას ჟამსა, ოდეს გამიწყერ და ომფორი წამიღე და მერმე კიდევე მიბოძე.

და მე ესე საერთგულო წიგნი მოგახსენე: ვიყუნეთ დღეს და დღესისგან წაღმა თქუენნი ერთგულნი და ერთგულად მლოცველ-მომსახურენი, მტერთა ზედა მტერნი და მოყუარეთა ზედა მოყუარენი. ვისცა გაუწყრეთ და შეაჩუენნით, ჩვენცა შევაჩუენოთ და უჯუარო ვყუნეთ; და ვისცა თქუენ სწყალობდეთ, ჩუენცა მათნი მლოცველნი ვიყვნეთ...

საბუთის დათარიღება[edit]

თ. ჟორდანია და საურმაგ კაკაბაძე საბუთს 1431-1435 წლებით ათარიღებენ.
ი. დოლიძე 1427-1435 წლებს მიუთითებს.
კორპუსში საბუთი 1427-1438 წლებითაა დათარიღებული, საფუძვლად კათალიკოს თეოდორეს ზეობის შესწორებული თარიღებია მითითებული.

საბუთის პუბლიკაციები[edit]