1413 წ. III.11. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 337.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 089 (დაკარგულია).
  2. 1449-1624 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 337

საბუთის შინაარსი[edit]

...ერთგულმა და დიდად ნამსახურმა წამებულისა შვილმა ბირთველმა ---- მისი მკუიდრი ლეთეთსა თავბერისძენი შემოგწირა და მოგახსენა.

... აწ, ჩუენცა ნანდომი დავრთეთ და მოგახსენეთ, რაგუარცა მათსა ერთგულსა და დიდად ნამსახურსა წამებულისა შვილსა ბირთუელსა პატრონისა, ცამდის მაღლისა მეფეთა-მეფის კოსტანტინესათუის, სააღაპოდ მოუხსენებია. აგრე ვერვინა შეუცვალოს რაგინდა-ვინა ლეთეთისა მქონებელნი იყუნენ. ყოვლისა სათხოვარისა და გამოსაღებისაგან გუითარხნებია და გაგუითავისუფლებია. ასრე რომე, არცა რა სამეფო ეთხოვებოდეს, და არცა რა ლეთეთისა მქონებელთაგან არაოდეს რა ეთხოვებოდეს, არცა დიდი და არცა ცოტა. ისრე რომე, ბაზიერსა ქორი წაუვიდეს, ქათამისა თხოვადცა არა ძალ-ედვას. ამისგან მეტად რაცა ქრისტესმიერი ქართლისა ქათალიკოზი ელიოზ პატრონისა მეფეთ-მეფისა კოსტანტინეს სულისა სააღაპოდ არა იხმარებოდეს, სხუისა ხელი არავისი შედიოდეს...

და ჩუენად შემდგომეთ მეფეთ, დედოფალთა, ერისთავთ-ერისთავთა, კარისა ჩუენისა ვაზირთა, გორისა და ატენის მოურავთა და ყოველთა კარისა ჩუენისა წარვლენით მოასილთ, რაგინდა რა ლეთეთსა ეწერებოდეს, თავბერისძეთა არაოდესრა ეთხოვებოდეს.

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისა ერთსა, ქრონიკონსა რა, მარტსა ია.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.220[edit]

2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - N 34[edit]