Jump to content

1408 წ. V.26. - დაწერილი დავით ცნოდისძისა სვეტიცხოველისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 339.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 190 (დაკარგულია).
  2. 1449-1511 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 339

საბუთის შინაარსი

[edit]

მე, ცნოდისძემან, საწოლის-მწიგნობარმან დავით... მოგახსენე და შემოგწირე თქუენ, სუეტსა ღმრთივ აღმართებულსა... ჩემგან ნასყიდი და დიდითა შრომითა და მოჭირვებითა მოგებული მუხრანს სოფელი ანღაიანი... (ჟამსა) მღვდელთმთავართ-მთავრისა ქართლისა ქათალიკოზისა ელიოზისა...

დაიწერა... ქკსა ჟვ, მაისსა კვ, ხელითა... სეფისა მწიგნობრისა დემეტრე მარკოზისშვილისათა.

გაგიჩინეთ ჩუენ, ქართლისა ქათალიკოზმან ელიოზ, ნიკოლოზობა დღეს, კარღებული აღაპი. ვირე ცოცხალი ვიყო არა დაგაკლო...

საბუთის პუბლიკაციები

[edit]