Jump to content

1365 წ. XII.31. - სიგელი დავით მეფისა ეზოს ჩუხჩერეხ პიპოსადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: Hd-2199; ქაღალდი; მცირედ დაზიანებული, 24x14.

პირები:

  1. 1461-14/020 - პირი გადაწერილია პ. კარბელაშვილის მიერ
  2. Qd-9515 - პირი გადაწერილია ექ. თაყაიშვილის მიერ

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1926 - საქართველოს სიძველენი - ტომი III (დამატება) - N 2

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 35


[ქ. ჩუენ], მეფეთა მეფესა დავითს, ეგე ბრძანებაი ამისად ნიშნად გუიბოძებია, ეზოს ჩუხჩერეხო პიპო, გორს ქისიყელისეული მამული შენთუის გუიბოძებია, სამართლიანი, გასყიდული და დაწინდულიც. ყუელა შენ მოიკლიე და გქონდეს ერთგულად სამსახურსა შიგა მეფობისა ჩუენისასა, ურდოს ლაშქარს შინა და გარე, ყუელგან.

დაიწერა ბრძანებაი ესე ქრონიკონსა ნგ, დეკენბერსა ლა, ხელითა კარის მწიგნობარისა ჩუენისა ჭურისძისათა"

დამტკიცებები:

  • ქ. დამინიშნავს.

მინაწერი v-ზე XVIII ს. ხელით:

საბუთის პერსონალია

[edit]

საბუთის პუბლიკაციები

[edit]

1913 წელს სარგის კაკაბაძემ გამოაქვეყნა პოლ. კარბელაშვილის მიერ მისთვის სამი წლის წინ ნაჩვენები დავით მეფის საბუთი, რომელსაც იგი 1364 წლის 31 დეკემბრით ათარიღებს და გიორგი ბრწყინვალის შვილის დავით IX-ის მიერ გაცემულად მიიჩნევს.


1926 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაქვეყნა 1365 წლის სიგელი, რომელიც მისთვის პოლ. კარბელაშვილის გადაუცია. ამ სიგელის მიხედვით ე. თაყაიშვილი ასწორებს გიორგი ბრწყინვალის ძის დავით მეფის გარდაცვალების ადრე მიღებილ თარიღს 1360 წელს.




საბუთი ქვეყნდება დედნის მიხედვით Hd-2199. საბუთის გამცემი შესაძლოა ყოფილიყო პროვინციის მეფე დავით ანდრონიკეს ძე, რომელსაც ქ. გორი და მისი ახლო-მახლო რამდენიმე სოფელი ემორჩილებოდა და მოღვაწეობდა 1354-1382 წლებში.