ქრონოლოგიური ცხრილი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
ცხორება ეგრისისა, აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი


პუბლიკაციები[edit]

ტექსტი[edit]

ქრონოლოგიური ცხრილი[edit]

ქორონიკონები ჩვენ მიერ პოვნილნი წიგნებთა შინა; და სახელნი წიგნებთა მათ არიან ესენი: იმერული ძველი გარიგების წიგნი, დავითნი მესხური წიგნათ განყოფილი, იმერული ძილისპირი ეტრატისა. ტლაშაძის აღწერილი ქორონიკონები. გუჯარნი ბარათიანთა, თუმანიანთა და სხუათა. ქართლის ცხორებათაგან ძველთა და ახალთა და სხვათა ჟამნ-კანონთაგან, სახარებათა და საეკლესიო წიგნებთაგან და სპარსულთა ქორონიკონებთაგან ამოწერილთაგან არიან ესენი. თათრული გამორიცხული გვერდზედ უწერია.

ქეს აქათი ქკნი ქართული ქკნი ქრონოლოგიური ცნობები ქართლის მეფენი
1201 უკა თამარ მეფე მიიცვალა თამარ
1211 ულა მეფე ლაშა გიორგი მიიცვალა ლაშა
1237 უნზ მეფე რუსუდან გარდაიცვალა რუსუდან
1269 უპთ მეფე დავით ლაშას ძე გარდაიცვალა დავით
1289 ფთ მეფე დიმიტრი თავდადებული მოკლეს თათართა დიმიტრი
1292 ფიბ მეფე ვახტანგ ნარინ დავითის ძე გარდაიცვალა ვახტანგ
1293 ფიგ მეფე ნარინ დავით მიიცვალა
1294 ფიდ დიმიტრი თავდადებულის ძე დავით მეფე იქმნა დავით
1301 ფკა ვახტანგ დიმიტრი თავდადებულის ძე მეფედ იქმნა და ძმა დავით მეფისა ვახტანგ
1308 ფკჱ დავით მეფის ძე გიორგი მეფედ ყვეს. რომელსა ეწოდა მცირე გიორგი გიორგი
1310 ფლ მოკუდა დავით მეფე დიმიტრი თავდადებულის ძე
1318 დაჯდა დიმიტრი თავდადებულის ძე გიორგი მეფედ, და იწყო მთიებმან აღმობრწყინება, და დაიპყრა ქართლი, სომხითი ჱერ-კახნი და მესხნი. გიორგი
1323 ია მოკუდა გიორგი დადიანი, და დაჯდა ძე მისი მამია დადიანად
1327 იე მოკუდა ძე ნარინ დავითისა მეფე კოსტანტინე და გამეფდა ძმა მისი მიქელ იმერეთს.
1329 იზ მოკუდა მეფე იმერთა მიქელ, და დაუტევა ძე მცირე ბაგრატ
1330 იჱ ბრწყინვალემ გიორგი მეფემან იმერეთი დაიჭირა, ქუთათისი აღიღო. ბაგრატ გამოიყვანა
1334 კბ მოკუდა ათაბაგი სარგის, დასვა გიორგი მეფემან ათაბაგად ძე მისი ყვარყვარე
1345 ლგ მოკუდა დადიანი მამია, დასვა მეფემან გიორგიმ ძე მისი გიორგი დადიანად
1346 ლდ გარდაიცვალა ბრწყინვალე მეფე გიორგი, და დაჯდა მეფედ ძე მისი დავით. ხოლო რუსუდანის გამეფებიდამ ამ გიორგის გარდაცვალებამდე, გარდახდენ წელნი რლე. გარდაცვალებიდამ ამის გამეფებამდე წელნი პა. დავით
1354 მბ ჩვენ მეფემან დავით და დედოფალმან სინდუხტარ გიწყალობეთ. ამ ქორონიკონზედ ლევანცა სწერია მეფედ, რომელსა ვგონებ ერთს ყოფად.
1355 მგ ჩვენ მეფემან დავით ყოვლისა საქართველოსამან გიწყალობეთ.
1357 მე მზე დაბნელდა
1358 მვ მეფის მიქელის ძემ ბაგრატ, ყვარყვარე ათაბაგის ქალი შეირთო.
1360 მჱ გარდაიცვალა დავით მეფე, და დაჯდა ძე მისი ბაგრატ მეფედ. მოწმობს გუჯარი ბარათიანთა, რომ ეს დიდი ბაგრატ არს ძე ამ დავით მეფისა. ბაგრატ
1361 მთ მზე დაბნელდა. და სვანთ ქუთათისი დასწვეს, დიდმან ბაგრატ მეფემან მოსწყვიტნა და დაიპყრნა. და თურქთ სამცხე მოარბივეს, დიდმან ბაგრატ მეფემან მოსწყვიტნა. კუალად მოკუდა ათაბაგი ყვარყვარე, ბაგრატ მეფემან დასვა ძე მისი ბექა.
1366 ნდ დიდი სიკუდილი იყო. და მოკუდა დედოფალი ელენე, ცოლი ბაგრატ მეფისა.
1372 მზე დაბნელდა. და მოკუდა მიქელ მეფის ძე ბაგრატ, და დაუტევა ალექსანდრე ძე თვისი.
1375 ჲგ გამოჩნდა თემურლანგ, და დაიპყრა აღმოსავლეთი.
1384 ობ მოკუდა გიორგი დადიანი, და მეფემან ბაგრატ დასვა ძმა მისი ვამიყ დადიანად.
1387 ოე ლანგთემურ სამარყანდელმან ტფილისი აღიღო. წარტყვევნა, მეფე ბაგრატ და დედოფალი ანნა გამოიყვანა ციხიდამ და ტყვე ყვნა. და ალექსანდრე იმერეთს გამეფედა, ძე ბაგრატისა.
1389 ოზ მოკუდა ალექსანდრე მეფე და ძმა მისი გიორგი გამეფდა იმერთა [ზედა]
1390 ოჱ აფხაზთა კათალიკოზად დასვეს არსენ.
1391 ოთ მოკუდა ათაბაგი ბექა. და დაჯდა ნებითა გიორგისათა ათაბაგად ძე მისი იოვანე.
1392 მოკლეს მეფე გიორგი მეგრელთა. და იმერეთი გიორგიმ დაიჭირა, ბაგრატის ძემ.
1393 პა დიდმან ბაგრატ მეფემ თემურის სპანი მოსწყვიტნა, და ტფილისი აღიღო.
1394 პბ დიდი ბაგრატ მეფე და თემურ შეიბნენ, თემურსა გაემარჯვა და ტფილისი აღიღო. ქართლი წარტყვევნა, და შემუსრნა ყოველნი ეკლესიანი, ციხენი და შენებულებანი.
1395 პგ დიდი ბაგრატ მეფე გარდაიცუალა. ძე მისი გიორგი გამეფედა. გიორგი
1396 პდ თემურ და გიორგი მეფე შეიბნენ, თემურს გაემარჯვა, და მოკუდა დადიანი ვამიყ, და დაჯდა ძე მისი მამია. კუალად გიორგი მეფის ძმა კოსტანტინე იმერეთს გამეფდა.
1401 პთ მეფე კოსტანტინე მოკლეს ჩალაღანს ანუ ჩალიანში.
1407 ჟე დიდი ომი იყო, მეფე გიორგი მოკლეს თურქთა, სრულიად ლაშქარნი მოსწყვიტნეს, და ძმა მისი კოსტანტინე მეფედ დაჯდა. კოსტანტინე
1414 რბ მეფე კოსტანტინე მოკლეს თურქთა, და დაჯდა მეფედ ალექსანდრე ძე გიორგი მეფისა. კუალად მოკლეს აფხაზთა დადიანი მამია, და დასვა ალექსანდრე მეფემან ძე მისი ლიპარიტი დადიანად. ალექსანდრე
1415 რგ მეფე ალექსანდრე და ათაბაგი ივანე კოხტისთავს შეიბნენ, მეფეს გაემარჯვა. ათაბაგი შეიპყრა, შეწყალებული გაუშვა.
1429 რიზ
1430 რიჱ შარუხ გამოჩნდა. და სარკინოზობა იყო, და ლორე აღიღეს.
1431 რით მეფე ალექსანდრე ამბერდს მოვიდა.
1432 რკ ალექსანდრე მეფემ ლორე აღიღო. ბარათიანთ გუჯარში სწერს, რომელი ბეთენიას არს, მეფემან ალექსანდრემ, ძემან მეფის გიორგისამან განჰყარნა სამნი ძმანი აბაში, გუგუნა და დავით.
1435 რკგ შარუხ მოვიდა, მეფემ ალექსანდრემ, ძე თჳსი დიმიტრი წარუვლინა ძღვნით. შეწყალებული გამოუშვა.
1437 რკე ალექსანდრე მეფე ყარაბაღს მოვიდა.
1440 რკჱ მოკუდა შარუხ და დაჯდა ჯანშა ყეენად.
1442 რლ გარდაიცვალა მეფე ალექსანდრე. და დაჯდა ძე მისი ვახტანგ მეფედ. ვახტანგ
1444 რლბ ჯაანშა ყეენი ახალციხეს მოადგა. მეფემან ვახტანგ ბრძო, უკუნიქცა ყეენი. და მოკუდა იოვანე ათაბაგი. დასვა მეფემან ვახტანგ ძე მისი აღბუღა ათაბაგად. კუალად მოკუდა ფანასკერტელის ქალი დედოფალი სითიხათუნ ვახტანგ მეფის ცოლი.
1445 რლგ მიიცვალა მეფე ვახტანგ. და დაჯდა ძმა მისი გიორგი მეფედ. გიორგი
1447 რლე აღბუღა ათაბაგი და ყვარყვარე შეიბნენ, ყვარყვარეს გაემარჯვა.
1449 რლზ ჩვენ მეფემან გიორგიმ, ძმამ მეფის ვახტანგისმან გიწყალობეთ, ინდიკტიონსა ე.
1451 რლთ მურადბეგის ორმოცდაათმან კატარღამან აფხაზეთი ცხომი და ზღვისპირნი მოაოჴრნეს. და მოკუდა აღბუღა ათაბაგი. დასვა გიორგი მეფემან ბიძა მისი ყვარყვარე ათაბაგად.
1452 რმ მეფის ალექსანდრეს ძე დიმიტრი ცხენმან მოკლა.
1453 რმა კოსტანტინეპოლი აღიღეს თათართ.
1454 რმბ ჩვენ მეფემან გიორგიმ ყოვლისა საქართველოსამან, რანისა, შარვანისა და შაანშისამან გიწყალობეთ, ინდიკტიონსა, იე.
1455 რმგ მოკუდა იმერთ ერისთავი დიმიტრი ძე ალექსანდრე მეფისა. დაჯდა ძე მისი ბაგრატ.
1462 რნ მეფე გიორგი და ბაგრატ შეიბნენ ჩიხორს. ბაგრატს გაემარჯვა. და განდგა ათაბაგიცა.
1463 რნა თავრიჟ გილაქ და თემურ მეფე გიორგის სძლეს, ქართლი სომხითი და საგანძური მეფისა მოაოჴრეს. და ყვარყვარე ათაბაგმან საათაბაგო დაიჭირა.
1465 რნგ ფანავარზედ ყვარყვარე ათაბაგმან მეფე გიორგი დაიჭირა
1466 რნდ მოკუდა ყვარყვარე ათაბაგი. დაჯდა ბაადურ ძე მისი, და ბაგრატ იმერთ მეფემ ქართლი დაიჭირა. კუალად განდგა დავით და ჱერ-კახნი დაიჭირა. მერე გიორგი მეფემ ქართლი დაიჭირა და ჱერ-კახნი. ბაგრატ იმერეთს წარვიდა, დავით დიდოეთს.
1468 რნე დაჯდა ყეენად უზუნ ასან.
1469 რნზ გარდაიცვალა გიორგი მეფე. და დაჯდა ძე მისი კოსტანტინე მეფედ. და ჱერ-კახთა ჩამოიყვანეს დავით, მეფე ყვეს. კოსტანტინე
1470 რნჱ მოკუდა დადიანი ლიპარიტ და დაჯდა ძე მისი შამანდავლე.
1471 რნთ მოკუდა დავით კახთ მეფე. დაჯდა ძე მისი გიორგი. და მეფემ ბაგრატ ქართლი დაიჭირა.
1472 რჲ უზუნასან ყეენი შევიდა საბერძნეთს და მოაოჴრნა.
1474 რჲბ მოკუდა შამანდავლე დადიანი, დაჯდა ბიძა მისი ვამიყ დადიანად.
1475 რჲგ მოკუდა ბაადურ ათაბაგი. დაჯდა მანუჩარ ძმა მისი.
1477 რჲე ბაგრატ მეფეს დადიანი ვამიყ უკუუდგა. უკუნიქცა ქართლიდამ ბაგრატ და შეიბნენ. ბაგრატს გაემარჯვა, და კუალად მოვიდა ქართლს უძლიერესად.
1478 რჲვ უზუნასან ყეენი მოვიდა, ქართლი და ერწო-თიანეთი მოსწყვიტა. კოსტანტინე ბარათიანით მივიდა მის თანა, ტფილისი მისცა. და ბაგრატ მეფე წარვიდა რაჭას. მუნ მოკუდა. დაჯდა ძე მისი ალექსანდრე.
1479 რჲზ კოსტანტინე მეფემ ტფილისი, გორი და ქართლი დაიჭირა. კუალად იმერეთი დაიჭირა.
1481 რჲთ მეფე კოსტანტინე ჯავახეთს მიუხდა, დადიანი თან ახლდა, მანუჩარ ათაბაგზე გაემარჯვა.
1482 რო მოკუდა ვამიყ დადიანი. დაჯდა ძე შამანდავლესი ლიპარიტ.
1483 როა მეფე კოსტანტინე და ყვარყვარე შეიბნენ, ყვარყვარეს გაემარჯვა. და მოკუდა გურიელი კახაბერ, დაჯდა გიორგი ძე მისი.
1484 რობ ალექსანდრემ ძემან ბაგრატ მეფისამან ქუთათისი აღიღო მეფედ დაჯდა.
1486 როდ იაყუბ ყეენი მოვიდა ახალციხეს და აწყვერი აღიღო. ტყვე ყო და მოსწყვიტნა, აწყვრიდამ გაუსია სპანი ქართლს, და დბანის ჴევში ბარათიანთ მოსწყვიტნეს. აწყვრის ღმრთის მშობელი მანუჩარ ათაბაგმან დაიჴსნა ვერცხლით, სეკდემბერს კე.
1487 როე კოსტანტინე მეფემან იმერეთი დაიჭირა. და მოკუდა ათაბაგი მანუჩარ. დაჯდა ყვარყვარე ძე აღბუღასი.
1488 როვ იაყუფ ყეენმან წარმოავლინა სპანი, მოვიდნენ იწყეს შენება აღჯაყალისა და ქაოზიანისა.
1489 როზ ალექსანდრე მეფემ იმერეთი დაიჭირა ქუთათისი აღიღო.
1490 როჱ წარმოავლინა კუალად ყეენმან სპანი და მოადგნენ ტფილისს, ბარათიანთ მოსწყვიდნენ.
1491 როთ მოკუდა სამცხეს დედის იმედი, წლისა ნდ, დეკემბერს იჱ.
1492 რპ მოკუდა კახთ მეფე გიორგი, და დაჯდა ალექსანდრე ძე მისი.
1494 რპბ ათაბაგმან ყვარყვარემ შურაგო შაქს, და ცეცხლის ჯვარზედ ქართველთა სძლო.
1495 რპგ ალექსანდრე მეფეს უშვა თამარ დედოფალმან ძე ბაგრატ. და შემდგომად დავით.
1496 რპდ გამოჩნდა შაისმაილ ძე შიხისა, და იწყო პყრობად ქუეყანისა. თათრულსა შა
1499 რპზ განძლიერდა შაისმაილ თათრულს შე
1500 რპჱ შაისმაილ ადრიბეჟანი დაიჭირა შირვანს მოვიდა. ალექსანდრემ კახთ მეფემ ძე თჳსი დიმიტრი მიაგება ძღვნითა. შეწყალებული გამოუშვა. და მოკუდა ყვარყვარე ათაბაგი. დაჯდა ძე მისი ქაიხოსრო. თათრულს შზ
1502 რჟ მოკუდა ქაიხოსრო ათაბაგი წლისა ნგ. მაისს . დაჯდა ძე მისი მზეჭაბუკ.
1505 რჟგ გარდაიცვალა მეფე კოსტანტინე. და დაჯდა ძე მისი დავით მეფედ. დავით
1509 რჟზ ალექსანდრე მეფემ ძემან ბაგრატისამან გორი დაიჭირა. და ჩიხთ იმერეთი მოარბივეს. უკუნიქცა ალექსანდრე იმერეთს. და შემდგომად დავით მეფემ დაიპყრა გორი.
1510 რჟჱ მოკუდა მეფე ალექსანდრე და დედოფალი თამარი, და დაჯდა მეფედ ძე მათი ბაგრატ.
1511 რჟთ ავგიორგიმ მამა თჳსი მეფე ალექსანდრე მოკლა. და ძმას დიმიტრის თვალნი დასწვნა. თჳთ გამეფდა.
1512 მოვიდა სარასკირი, მზეჭაბუკ ათაბაგი მიეგება, იმერეთს ჩავიდნენ, თათართ ქუთაისი და გელათი დასწვეს. და ბაგრატს ვახტანგ ზედ გაემარჯვა მოხისს. კუალად მოკუდა გურიელი გიორგი და დაჯდა ძე მისი მამია. კუალად მოკუდა დადიანი ლიპარიტ, დაჯდა მამია.
1513 სა ავგიორგი შეიპყრა ძალისს ბაგრატ მეფის ძემ. ტყვე ყო, და ტყვეობაში მოკუდა ამავ წელს. და კახეთი დავით მეფემ დაიჭირა. სხვაში ეწერა, რომ ავგიორგ დავით მეფე შეიბნენ, დავითს გაემარჯვ(?), ავგიორგი დაიჭირა.
1516 სდ ათაბაგი დიდ მზეჭაბუკ მოკუდა. დაჯდა ძე მისი ყვარყვარე.
1518 სე ყეენი წარმოვიდა ქართლის ოჴრებად. დავით მეფემ ძე თჳსი რამაზ მიაგება, და დაიჴსნა ქართლი და საქრისტიანო ტყვეობა ოჴრებისაგან. და ავგიორგის ძემ ლევან კახეთი დაიჭირა.
1519 სზ გელათი საეპისკოპოზოდ ყვეს, საყვარელიძე მელქისადეკ დასვეს. და დავით მეფე ლევანს მოადგა მაღრანის ციხეში მყოფს.
1520 სჱ გამოვლეს ოსმალთ სამცხე, ქართლს ჩავიდნენ და დავით მეფემ მოსწყვიტნა. და მაღაროს ლევანისაგან იძლია დავით მეფე. კუალად შეიბნენ დავით მეფე და გურიელი მამია მოხის, და იძლია დავით მეფე.
1522 სი მოვიდა დევალ, სძლო დავით მეფესა. და მოსწყვიტნა ქართლი და სამცხე.
1523 სია ზეადიდნეს ღმერთმან მეფე დავით, ერგო გუგუნას და გერმანოზს. კუალად მოკუდა შაისმაილ. დაჯდა შასთამაზ ძე მისი ყეენად. თათრულს შლ
1524 სიბ დავით მ=ფე მონაზონ იქმნა. დაჯდა ძმა მისი გიორგი. მეორეს წელს მოკუდა დავით მეფე მონაზონი. გიორგი
1527 სიე ლევანს კახთ მეფეს თინათინ, გურიელის ქალმან, უშვა ძე ალექსანდრე.
1529 სიზ სულტან სულეიმან ხონთქარი ერევანზედ მოვიდა
1532 სკ მამია დადიანი და მამია გურიელი ჯიქეთს ჩაუხდენ, დადიანი მოკლეს, გურიელი დაიჭირეს. გურიელი მისმან ძემ როსტომ დაიხსნა. და დადიანად დაჯდა ლევან.
1534 სკბ მოკუდა გურიელი მამია დაჯდა ძე მისი როსტომ. კუალად გიორგი მეფე მონაზონ იქმნა. დაჯდა ლუარსაბ ძე დავითისა ლუარსაბ
1535 სკგ მეფემან იმერთამან მოიხსენა შური ათაბაგის მზეჭაბუკისა და მივიდა სამცხეს. და მურჯახეთს შეიბნენ მეფე ბაგრატ და ყვარყვარე ათაბაგი, ბაგრატს გაემარჯვა. ათაბაგი შეიპყრა, გელათს ტყვედ მოკუდა და სამცხე ბაგრატ დაიპყრა. ქაიხოსრო ყვარყვარეს ძე სტამბოლს წავიდა.
1536 სკდ მოვიდა შასთამაზ მოპარვით, ტფილოისს დაესხა და აღიღო, უკუნქცეული ყარაბაღს დადგა. მივიდა მასთან მეფე ბაგრატ, და წყალობით გამოუშვა. მუნავე ლევან კახთ მეფე, და პატივით გამოუშვა.
1539 სკზ სომეხნი შეიშალნენ აღვსებისაგან.
1541 სკთ ოსმალთა და ქაიხოსრო ათაბაგს შეება ბაგრატ მეფე. ბაგრატს გაემარჯვა.
1545 სლგ ლუარსაბ და ბაგრატ მეფემანი, ბასიანს სოხოისტაზედ ორს ფაშას და ქაიხოსრო ათაბაგს შეებნენ. ქართველთ დაუმარცხდათ. ქაიხოსრომ სამცხე დაიჭირა.
1546 სლდ ბაგრატ მეფე სამცხეს მოვიდა, ვეღარ დაიჭირა, და აწყვრისა ღვთის მშობელი ციხეჯვარს წაასვენა. კუალად დადიანი ლევან შეიპყრა ბაგრატ მეფემ, გელათს ტყვე-ყო.
1547 სლე ლუარსაბ, ლევან მეფეთა და მესხთა უწყეს სპარსთა რბევა და ოჴრება.
1548 სლვ შასთამაზ მოვიდა ყარაბაღს, მივიდა მასთან ლევან მეფე, შევიდნენ შირვანს, გულისტანი აღიღო, შირვანი დაიპყრა. მერე მოვიდა, ტფილისი აღიღო, ეზრახა ათაბაგს, ქალი ცოლად გამოართვა და წარვიდა. კუალად მოკუდა მეფე ბაგრატ. და დაჯდა ძე მისი გიორგი მეფედ იმერთა. თათრულსა შნე
1549 სლზ სულტან სულეიმან მოვიდა ადრიბეჟანზედ.
1550 სლჱ ოსმალთ ტაოს ქვეყანა დაიჭირეს და მანუჩარ დაიბადა.
1551 სლთ ოსმალთ დაიჭირეს არტანუჯი შასთამაზ
1552 სმ შაქის ციხე დაიჭირა არსიანამდე, ფანაკარი აღაშენეს, არტანიც დაიჭირეს სამცხეს ვერ გარდმოვიდნენ.
1553 სმა შასთამაზ ქართლი შემოვლო, ათაბაგი ქაიხოსრო მიეგება, ვარძია, თმოგვი, ვანისქვაბები, აწყვერი, ასპინძა და სრულიად სამცხის ციხენი აღიღო, ქაიხოსროს მოსცა აწყვრის ღმრთისმშობლითურთ, ყეენი სომხითს ჩავიდა, დახოცა იჯუ, შერმაზან და ვახუშტ დიასამიძე. და [ამოვან] თან წარიყვანა ტყვედ. და კუალად აწყურის ღმრთისმშობელი ტყვედ წარიყვანეს იმერეთს.
1556 სმდ მოვიდა სულტან სულეიმან. კარი აღაშენა, და ბასიანს დადგა. ამას მოუჴდა შასთამაზ, არტანს დადგა. შასთამაზის ძემ ისმაილ კარი აღიღო დააქცივა. ხონთქარი წარვიდა. ყეენი ქართლს ჩავიდა, ააოჴრა, ციხენი აღიღო, ატენის ციხიდამ გამოიყვანა დედა და დაჲ ლუარსაბ მეფისა, ტყვე წარიყვანა, ლუარსაბ მეფე გიორგი მეფეს ეხიზნა. დედისიმედის ძმანი, არჩილ, აშოთან და ვახტანგ აწყვერს მორჩნენ.
1558 სმვ გარისს ქართველთ გაემარჯვათ ყიზილბაშზედ, და მოკლეს მათ მეფე ლუარსაბ. გამეფედა ძე მისი სვიმონ. და ლევან მეფემ ძე თვისი იესე ყეენს წარუვლინა. კუალად მოკუდა გიორგი მეფისა ალექსანდრე. სვიმონ
1559 სმზ სვიმონ მეფემ ქორწილი ქნა, ლევან კახთ მეფის ქალს ნესტან-დარეჯანზედ.
1560 სმჱ სპარსთა შეიპყრეს მეფის კოსტანტინეს ძის ძე არჩილ დედაწულით და წარიყვანეს ყაზმინს.
1561 სმთ მეფე სვიმონ და ლევან მეფის ძე გიორგი, ძეგვს შავერდი სულთანს შეებნენ, შავერდის გაემარჯვა და მოკლეს გიორგი, ძე მეფის ლევანისა. და აშოთან მეფის კოსტანტინეს ძის ძე ფხოველთ მოკლეს. კუალად დაიბადა მეფის ბაგრატის ძის ძე, ბატონის კოსტანტინეს ძე როსტომ.
1562 სნ იმერთ მეფემ გიორგიმ და ათაბაგმან ზავ-ყვეს. აწყვრისა ღმრთისმშობელი მოსცა ათაბაგსა.
1563 სნა გიორგი მეფემ მოიყვანა ყაბართოდამ ჩერქეზის ბატონის ქალი რუსუდან ცოლად.
1564 სნბ წარვიდა მეფის სვიმონის ძმა დავით შასთამაზთან გაპარვით. კუალად მოკუდა გურიელი როსტომ, დასვა გიორგი მეფემ ძე მისი გიორგი. და ყვარყვარემ ქორწილი ქმნა, მარეხ დადიანის ქალზედ.
1565 სნგ ყვარყვარემ მოიყვანა მარეხ სამცხეს. და დაიბადა გიორგი მეფის ძე ბაგრატ.
1566 სნდ მოკლეს ხომთქარი ფრანგთა, და დაჯდა სელიმ.
1567 სნე დიღვამს შეიბნენ სვიმონ მეფე და დაუთხან, სვიმონ მეფეს გაემარჯვა. დაუთხან
1568 სნვ სამადლოზე შეიბნენ სვიმონ მეფე და დაუთხან, სვიმონ მეფეს გაემარჯვა. კუალად გიორგი მეფეს უღალატა ვახტანგის ძის ძემ ხოსრომ, იანეთს. დაესხნენ, ჭილაძე ვარაზა, ლიპარიტიანი და დადიანი ოდიშარით თან ახლდენ, ვერრა ავნეს.
1569 სნზ სომხითს ფარცხის შეიპყრეს სპარსთა სვიმონ მეფე, და ალამუტს ტყვედ ყვეს.
1570 სნჱ ქაიხოსრო ათაბაგი წარვიდა ყაზმინს შასთამაზთან.
1571 სნთ მზეჭაბუკ ქაიხოსრო ათაბაგის ძემ ქორწილი ქნა გურიელის ქალს როდამზედ.
1572 სჲ არჩილის ძმის ვახტანგის ძე ბაგრატ დაიბადა. და ნადირობაში ცხენმან მოკლა ლევან დადიანი. და დაჯდა ძე მისი გიორგი. კუალად მოკუდა ქაიხოსრო ათაბაგის ძე მზეჭაბუკ.
1573 სჲა მოკუდა ქაიხოსრო ათაბაგი ყაზმინს. და აქ დაჯდა ძე მისი ყვარყვარე ათაბაგად. კუალად იშვა ძე გიორგი მეფისა ლევან. კუალად წარგზავნეს ყაზმინიდამ შირაზს არჩილ. კუალად მეფის გიორგის ძემ ბაგრატ ქორწილი ქნა ლევან დადიანის ქალზედ.
1574 სჲბ მოკუდა ლევან კახთ მეფე, დაჯდა ძე მისი ალექსანდრე. კუალად მოკუდა ხონთქარი სულტან მურად. კუალად ყიზილბაშთ სამცხე და უმეტესად ოცხე მოსწყვიტნეს.
1576 სჲდ მოკუდა შასთამაზ. დაჯდა ისმაილ ძე მისი ყეენად. ამან მოიყვანა სვიმონ მეფე ალამუტიდამ. და არჩილ ცოლშვილით და ტყვით შირაზიდამ. თათრულს შპდ
1577 სჲე შაისმაილ მოკუდა ოკდონბერში. დაჯდა ძმა მისი ხუდაბანდა. და დაიბადა გიორგი დადიანის ძე ლევან. თათრულს შპე
1578 სჲვ გამოჩნდა კუდიანი ვარსკვლავი. და გამოვიდა ლალაფაშა, აგვისტოს . მესხთ ციხენი მისცნეს. და მანუჩარც მივიდა. ციხენი შესძღვნა. ტფილის ჩავიდა, დაუთხან თფილისი მოსწვა, გაეცალა. ლალაფაშასთან მოვიდა ვახტანგ მუხრანბატონი და მოიყვანა ამილახვარი ბარძიმ, და ქსნის ერისთავი ელიზბარ, და დაიხსნა ქართლი ტყვეობა-ოჴრებისაგან. ფაშამ თვისნი მამულნი მისცა და მეოთხე დღეს გაუტევა. კუალად წარავლინა სპანი ლალა ფაშამ იმერეთს, დახვდენ იმერნი მთაზედ, მოსწყვიტნეს და აოტნეს. აქ დაესწრა არჩილის ძე ერეკლე. მრავალი ოსმალნი მოსწყვიტნა. ია ჴმალი და ისარი მოხვდა ერეკლეს ჯაჭვ-მუზარადი ვერ გაუტეხეს, და აზნაურნი მოსწყვიტეს. წარვიდა ლალა-ფაშა შირვანს. ალექსანდრე კახთ მეფე მოეგება და თან წაჰყვა. ოკდონბერში სვიმონ მეფე მოვიდა, არჩილ თან მოიყვანა და მრავალნი ტყვენი. დაუთხან სტამბოლს წავიდა. კუალად მოკუდა კათალიკოზი აფხაზთა ევდემოზ. და დედოფალი რუსუდან და ძე მისი ბაგრატ. კუალად სვიმონ მეფემ არჩილის ძმა ვახტანგ შეიპყრა და კეხვის ციხეში ტყვე ყო. კუალად წარმოავლინა მირმარი ლალაფაშამ მანუჩართან. და ქართლს გაუსია. ქართლს ვერ ჩავიდენ. სადგერი დაარბივეს, ეკლესიის განძი წარხდა. კუალად წარმოავლინა სანჯახი, ჩაუხდენ, ქართლი მოარბივეს. სვიმონივე
1579 სჲზ მანუჩარ ათაბაგი აზრუმს წაიყვანეს.
1580 სჲჱ მოვიდა კბ წლის ტყვე ლევან მეფის ძე იესე ყეენიდამ. და დაესხა დიღვამს სვიმონ მეფეს ალექსანდრე მეფე კახთა. კუალად წარიყვანეს ყვარყვარე სტამბოლს, ხონთქარს ფალავანი შეეჭიდა, ყვარყვარეს დაეცა. ქრისტეანობით ათაბაგობა მოეცა და მოვიდა. კუალად მოკვდა ძე ბაგრატისა და ძმა არჩილისა ვახტანგ. კუალად ოკდომბერს იე ყვარყვარე და ბექა ლორეს მოუხდენ და მოარბივეს.
1581 სჲთ ჩაუხდა მეფე გიორგი ქართლს, დადიან-გურიელი თან ახლდენ, გაღმა გამოღმართი სრულ დაწვეს. სვიმონ მეფეს ფაშაზედ გაემარჯვა.
1582 სო სვიმონ მეფე ლორეს მიუხდა. ქვაბები აიღო. კუალად მოკუდა ყვარყვარე, მანუჩარ გა[ა]თაბაგდა. და მანუჩარ ათაბაგს ოსმალთ უღალატეს, მანუჩარს გაემარჯვა. და მოვიდა სვიმონ მეფესთან, სვიმონ ასული თჳსი ელენე მისცა და აქორწინა. კუალად მოკუდა გიორგი დადიანი, დაჯდა ძმა მისი მამია.
1583 სოა ტფილისი აღიღო ოსმალთაგან სვიმონ მეფემ. კუალად გურიას დასვეს ვახტანგ გურიელად, გიორგი განაძეს. და გიორგი მეფემ დაიჭირა ძმა თჳსი კონსტანტინე შვილით და პატიმარყო.
1584 სობ მოიყვანა მანუჩარ ათაბაგმან ცოლი თჳსი, სვიმონ მეფის ასული, სამცხეს.
1585 სოგ ოსმან ფაშა მოვიდა თავრისზედ. და მოკუდა მეფე გიორგი. დაჯდა ძე მისი ლევან მეფედ. და კოსტანტინემ მისმან ბიძამ არგვეთი დაიჭირა. თათრულს შჟგ
1586 სოდ სპარსთ შეიპყრეს შახუდაბანდა. შააბაზ დასვეს წლისა. ლევან მეფემ მოიყვანა ცოლი ლევან დადიანის ასული მარეხ, ქნა ქორწილი. თათრულ შჟე
1587 სოე შააბაზ განჯას მოვიდა. აღაშენა. ლევან მეფემ გაილაშკრა აღდგომას უკან, რიონს გაღმართი კოსტანტინეს ბიძას მისსა აქუნდა სკანდის ციხით, სულ წაართვა მას, საუფლისწულო მისცა. კუალად მოკუდა გურიელი ვახტანგ, გიორგივე გაგურიელდა.
1588 სოვ სვიმონ მეფემ სამცხე დალაშკრა. კუალად შეიბნენ სვიმონ და ლევან მეფენი გოფანთოს, სვიმონს გაემარჯვა.
1590 რ-ში 1589 სოჱ ლევან მეფე და დადიანი მამია შეიბნენ, დადიანმან მეფე დაიჭირა, შხეთის ციხეში დააბა და მუნ მოკუდა. მეფედ დასვეს როსტომი, კოსტანტინეს ძე. კუალად მოკუდა დადიანი მამია, დაჯდა მანუჩარ. ამან მოიყვანა ალექსანდრე კახთ მეფის ქალი და იქორწინა. კუალად გიორგი გურიელმან ქუთათისი აღიღო, მოიყვანა თეიმურაზის ძე ბაგრატ, ქუთაისი მისცა, თჳსი ძე მამია მოუყენა. კუალად მოიყვანა ურუმნი, ჩიჯავაძეს ციხე წართვა, სხვა ჩიჯავაძე დასვა. კუალად მოვიდა სვიმონ მეფე. ქუთაისი აღიღო, ბაგრატ ქართლს წაიყვანა, კუალად მოვიდა სვიმონ მეფე ოფიშკვითს დაუმარცხდა. და გამეფედა როსტომ. სვიმონ მეფემ ლორე აღიღო. ოსმალნი მოსწყვიტნა.
1591 სოთ აფხაზნი მოუხდენ გურიას, გურიელის ძემ მამიამ მოსწყვიტნა. უშვა მანუჩარ დადიანს კახბატონის ასულმან ძე ლევან, და შობაზედ მოკუდა ქალი იგი.
1592 სპ მანუჩარ დადიანმან იქორწინა ვახტანგ გურიელის ქვრივზედ.
1597 სპე როსტომ მეფემ მოიყვანა ათაბაგის ქალი თინათინ დედოფლად და იქორწინა.
1599 სპზ ცხრა თვეს გორს ადგა სვიმონ მეფე, აღიღო გორი და ოსმალნი უვნოდ განუტევა.
1600 სპჱ სვიმონ მეფე შეიპყრეს ოსმალთა და წარიყვანეს. გამეფედა ძე მისი გიორგი. მოკუდა გიორგი გურიელი. დაჯდა ძე მისი მამია გურიელად. გიორგი
1601 სპთ გიორგი მეფემ აღიღო, თავისთჳს დაიჭირა.
1602 სჟ გიორგი მეფე და ალექსანდრე მეფე კახთა, ერევანს მოდგომილს შააბაზთან მივიდნენ. თათრულს ჩიბ
1603 სჟა ალექსანდრე მეფის ძემ დავით გიორგი, ძმა თჳსი, დაიჭირა. და მამა პატიმარყო. თვით გაბატონდა. კუალად მოკუდა მეფე გიორგი, ძე მისი ლუარსაბ მეფე იქმნა. ლუარსაბ
1604 სჟბ მანუჩარ დადიანის ძე ლევან კახეთიდამ მიიყვანეს მამასთან ოდიშს.
1605 სჟგ მოკუდა მეფე როსტომ. ძმა მისი გიორგი მეფე იქმნა. მოკლა ძემან მისმან კოსტანტინემ, მამა ალექსანდრე მეფე და ძმა თჳსი გიორგი. შემდგომად მოკლეს კახთა კოსტანტინეცა. ამავ წელს მოვიდა ბატონი თეიმურაზ კახეთს და გამეფდა.
1606 სჟდ შააბაზ განჯა აღიღო, და შამახია დაიჭირა. და დაიბადა მამია გურიელის ძე სვიმონ.
1609 სჟზ მეფეს ლუარსაბს თათარხანზედ გაემარჯვა, მოსწყვიტნა. და გურიელმან მამიამ აჭარა დაიჭირა, ოსმალნი მოსწყვიტნა.
1610 სჟჱ მოკუდა დედოფალი თინათინ, როსტომ მეფის ცოლი. კუალად მოკუდა ბატონის თეიმურაზის ცოლი ანნა.
1611 სჟთ ნადირობაში ცხენმან მოკლა დადიანი მანუჩარ. და დაჯდა ძე მისი ლევან დადიანად. და წარვიდა ყეენთან ბატონი თეიმურაზ მგლოვარე.
1612 ბატონმან თეიმურაზ ქორწილი ქნა ლუარსაბ მეფის დას ხვარაშანზედ
1614 ტბ მოკუდა მანუჩარ ათაბაგი, დაჯდა ძე მისი მანუჩარვე ათაბაგად
1615 ტგ შააბაზ განჯას მოვიდა, თეიმურაზ დედა და ძენი წარუვლინა, და ალიყულიხანის გაქცევას უკან შემოვიდა კახეთს და ქართლს. ლუარსაბ და თეიმურაზ იმერეთს წარვიდენ. მერე ლუარსაბ მეფე წარიყვანა. თათრულს ჩკდ
1616 ტდ თეიმურაზ კახეთი დაიჭირა, შააბაზ მოვიდა ტფილის. დაუთხანის ძე ბაგრატ მეფედ დასვა, გაბრუნდა. კახეთი აჰყარა. წარიყვანა სრულიად. თეიმურაზ იმერეთს წარვიდა. ბაგრატ
1618 ტვ გურიელის მამიას ქალზედ იქორწინა მეფის გიორგის ძემ ალექსანდრემ.
1619 ტზ მოკუდა ბაგრატ, რომელი დაუტევა შააბაზ მეფედ. და ჩვენ ძემან მეფის ბაგრატისამ სვიმონ და დედამან ჩვენმან ანნამ გიწყალობეთ.
1620 ტჱ ბატონი თეიმურაზ სტამბოლს წარვიდა, და შააბაზ ძენი მისნი გამოასაჭურისნა.
1621 ტთ სვიმონ, მამია გურიელის ძემ, ქორწილი ქნა ლევან დადიანის დას მარიამზედ.
1622 ტი შააბაზ მეფე ლუარსაბ მოაშთობინა მშვილდის საბლით გულაბყალაბს.
1623 ტია ყარჩიხან და მოურავი მოვიდენ, სვიმონ მეფედ დასვეს ტფილისს, მუხრანს კახნი მოსწყვიტნეს. მერმე მოურავმან ყარჩიხან მოკლა, სპანი სრულიად მოსწყვიტნა. და ბატონი თეიმურაზ კახეთ მოიყვანეს. კუალად გიორგი მეფე და ლევან დადიანი გოჭორაურზედ შეიბნენ და დადიანს გაემარჯვა. სვიმონ
1624 ტიბ ყორჩიბაში მოვიდა, მანუჩარ ათაბაგი ურუმთაგან ლტოლვილი ქართველთან მოვიდა, და მარაბდის ომი ქნა, ქართველთ დაუმარცხდათ. ყიზილბაშთ არშიდამ ქალ გამოიყვანეს და წარვიდა ყორჩიბაში. სვიმონ მეფედ დაუტევა ტფილისს. ბატონი თეიმურაზ კახეთს მოვიდა. ქეთევან დედოფალი აწამეს შირაზს. თათრულს ჩლდ
1625 ტიგ დაჯდა ათაბაგად საფარ ფაშა. და მოკლა მამია გურიელი ძემან თჳსმან სვიმონ და თჳთ გაგურიელდა.
1626 ტიდ ბაზალეთს შეიბნენ თეიმურაზ და მოურავი, ბატონს თეიმურაზს გაემარჯვა.
1628 ტივ მოკუდა შააბაზ. დაჯდა შასეფი ყეენად, შვილიშვილი შააბაზისა. თათრულს ჩლჱ
1629 ტიზ ზურაბ ერისთავმან სვიმონ მეფე გამოიტყუა, მოკლა, ბატონი თეიმურაზ მოიყვანა, ბატონმა თეიმურაზ ზურაბ ერისთავი მოკლა. დუშეთიდამ წამოიყვანა ასული თვისი და ალექსანდრეს, გიორგი მეფის ძეს, მისცა და აქორწინა ქინძარას მცირე ეკლესიასა შინა.
1634 ტკბ მოვიდა როსტომ მეფე ტფილის, თეიმურაზ იმერეთს წავიდა. და ყიზილბაშთ გორის ციხე აღაშენეს. როსტომ
1635 ტკგ მოკლა როსტომ მეფემ ერისთავი დათუნა, დუშეთს შეუხდა და დაუმარცხდა. კუალად მოკუდა საფარ ფაშა. დაჯდა ძე მისი უსუფ ათაბაგად.
1636 ტკდ ერევანი აღიღო მურად ხონთქარმან. და ბატონი თეიმურაზ მოვიდა დუშეთს ზაალ ერისთავთან.
1638 ტკვ როსტომ მეფემ მოიყვანა ლევან დადიანის და მარიამ და ქმნა ქორწილი. და ლევან დადიანმან გიორგი მეფე დაიჭირა და ტყვედ წარიყვანა, და მისმან ძემ ალექსანდრემ დაიჴსნა.
1639 ტკზ ბატონმა თეიმურაზ ჯახეთი დაიჭირა. კუალად მოკუდა გიორგი მეფე. ალექსანდრე, ძე მისი, გამეფედა იმერეთს.
1640 ტკჱ ბატონს თეიმურაზს დიდოეთს დაუნარცხდა.
1642 ტლ მოკუდა შასეფი. დაჯდა ძე მისი შააბაზ. თათრულს ჩნბ
1643 ტლა როსტომ მეფეს მაღაროს ბატონმა თეიმურაზ დაუმარცხა.
1647 ტლე მოკუდა უსუფ ფაშა. დაჯდა ძე მისი როსტომ ათაბაგად.
1648 ტლვ ბატონს თეიმურაზს უღლისს დაუმარცხდა. და მაღაროს ძე მისი დათუნა მოკლეს. თათრულს ჩნჱ
1650 ტლჱ ალექსანდრე მეფესთან რუსთ ჴელმწიფის ელჩნი მოვიდნენ ქუთათისს. ბატონი თეიმურაზ იქ იყო.
1653 ტმა ვახტანგ მუხრანის ბატონის ძე თეიმურაზისა ქართლის გამგე იქმნა.
1654 ტმბ ბატონისშვილი მამუკა ალექსანდრე მეფის ძმა მოკუდა ოდიშს თვალ დამწვარი.
1656 ტმდ ბატონი თეიმურაზ რუსეთს წარვიდა. კუალად მცხეთის გუნბათი ჩამოვარდა. როსტომ მეფემ აღაშენა.
1657 ტმე მოკუდა ლევან დადიანი. დაჯდა ლიპარიტ. და ალექსანდრე მეფე ჩაუხდა. ოდიში მოსტყვევნა, ლიპარიტ განაძო, ვამიყ ლიპარტიანი დადიანად დასვა. უნაგირას აქეთი თჳთან დაიჭირა.
1658 ტმვ ბანძას ალექსანდრე მეფეს შეებნენ დადიან-გურიელი, ფარად ფაშა, ქართველნი საციციანო ბარათიანნი. მეფეს ალექსანდრეს გაემარჯვა, ვამიყ დადიანად დასვა. დემეტრე გურიელად. ლიპარიტ დადიანი და ქაიხოსრო გურიელი სტამბოლს წავიდნენ. კუალად მოკუდა როსტომ მეფე, დაჯდა ვახტანგ მეფედ ქართლისად. ვახტანგ
1659 ტმზ კახეთს დასვეს სალიმხან, და ზაალ ერისთავმან კახეთს ელნი მოსწყვიტნა. კუალად მოკუდა როსტომ ფაშა, დაჯდა ძე მისი სალიმ ათაბაგად. კუალად მოვიდა ბატონი თეიმურაზ რუსეთიდამ იმერეთს.
1660 ტმჱ მოკუდა ალექსანდრე მეფე, დაჯდა ძე მისი ბაგრატ. დედინაცვალმან მისმან დარეჯან ძმის წული თჳსი ცოლად შეირთო. და თვის უკან თვალნი დასწვა ბაგრატს. მან ვახტანგ შეირთო და გამეფდა. მერე ასლან ფაშა ჩამოვიდა, დარეჯან და ვახტანგ წარიყვანა, ბაგრატ დასვა. კუალად მოკლეს ზაალ ერისთავი მაის იგ კვირას. კუალად მოკუდა კათალიკოზი ქრისტეფორე. დაჯდა დომენტი, ძე ქაიხოსროსი. .:
1661 ტმთ შანაოზ მეფემ იმერეთი დაიჭირა, ოდიში მოსტყვევნა, დადიანად ლევან დასვა, ქუთაის ძე თვისი არჩილ აკურთხა, მეფედ დასვა. ბატონი თეიმურაზ ტფილის წარმოგზავნა და იმერეთიდამ მოსულმან ყეენთან წარავლინა.
1662 ტნ მოვიდა ძის ძე ბატონის თეიმურაზისა რუსეთიდამ ერეკლე თუშეთს, და კახეთს ეკირთებოდა.
1663 ტნა ვახტანგ მეფემ ძე თჳსი არჩილ იმერეთიდამ წარიყვანა. და იმერეთს ბაგრატ წარგზავნა და მეფედ ყვეს. ერეკლე თუშეთს განაძო, კახეთი თჳთ დაიპყრა. კუალად მოკუდა ბატონი თეიმურაზ ასტარაბათს. კუალად შეიბნენ ბაგრატ და ლევან დადიანი, მეფეს გაემარჯვა. დადიანი დაიჭირა, ცოლი წაართვა, თჳთ შეირთო. დაჲ თვისი გოშაძის ნაცოლარი მას შერთო ცოლად.
1664 ტნბ შანაოზ მეფე თორღას მოადგა. კუალად არჩილ კახეთს მოვიდა მეფედ. კუალად ბატონი თეიმურაზ ალავერდს დაფლეს.
1666 ტნდ მოკუდა ჩხეიძე კათალიკოზი სვიმონ, დაჯდა საყვარელიძე ევდემოზ აფხაზთა. კუალად სეხნია ჩხეიძემ ქუთაის ციხე აღიღო, ოსმალთ მისცა.
1667 ტნე მოკუდა შააბაზ. დაჯდა ძე მისი შასულეიმან. კუალად არჩილ მოიყვანა სამცხიდამ ბატონი თეიმურაზის ძის დავითის ასული ქეთევან და იქორწინა ტფილისს. კუალად ბეჟან ლორთქიფანიძემ ქუთაისის ციხე აღიღო, ოსმალნი მოსწყვიტნა.
1668 ტნვ დარეჯან დედოფალმან ოსმალნი ჩამოიყვანა, მრავალი სულნი მოსწყვიდნეს, ხატნი და ჯვარნი შემუსრნეს, დადიან-გურიელი თან ახლდნენ, დარეჯან მეფედ დასვეს, თჳთ წარვიდენ. ბაგრატ მეფე ქართლს წარვიდა. მერე მოკლეს იმერთა დარეჯან და ვახტანგ. გურიელი დემეტრე მეფედ ყვეს. კუალად შეიპყრეს გურიელი, თვალნი დასწვეს. და გურიას დაჯდა გიორგი.
1669 ტნზ სთხოეს შანაოზ მეფეს იმერთ ბაგრატ მეფე და მეფედ ყვეს. მერე სახლთხუცესი ჩხეიძე სეხნია, სრულიად იმერელნი დადიანითურთ მეფეს შეებნენ. მეფეს რაჭა-ლეჩხუმელით გაემარჯვა.
1671 ტნთ ქუთაის სრულიად იმერნი დადიანითურთ მეფეს დაესხნენ. მეფე რაჭას გაეცალა, ისინი გეგუთს დადგნენ, იმერეთს არბევდენ. მეფე რაჭა-ლეჩხუმით ჩამოვიდა, ქუთაის შეიბნენ, მეფეს გაემარჯვა, დადიანი დაიჭირა, შეწყალებული გაუშვა.
1672 ტჲ ფაშა და ბაგრატ მეფე ქუთაის შეიბნენ. ფაშას გაემარჯვა, ბაგრატ მეფე შეიპყრა.
1674 ტჲბ ბაგრატ მეფემ ქუთაის ციხე აღიღო. კუალად ყეენისაგან მოწოდებული ერეკლე ბატონის თეიმურაზის ძის ძე კახეთს მოვიდა.
1675 ტჲგ წარვიდა არჩილ მეფე იმერეთის დასაჭერად. კუალად წარვიდა შანაოზ მეფე ყეენთან. და გარდაიცვალა ხოსკაროს. კუალად გარდაიცვალა კათალიკოზი ქართლისა დომენტი. კუალად წარვიდა ძე შანაოზ მეფისა გიორგი ყეენთან სამეფოდ.
1676 ტჲდ მოვიდა გიორგი მეფედ ყეენიდამ იანვარს. დასვა კათალიკოზად ნიკოლაოზ. კუალად ბაგრატ მეფეს უშვა თამარ ძე გიორგი. გიორგი
1677 ტჲე ბეჟანხან კახბატონად მოვიდა. კუალად ბაგრატ მეფემ გიორგი გურიელს მისცა ასული თჳსი დარეჯან ცოლად.
1678 ტჲვ არჩილ იმერეთი დაიჭირა, ბაგრატ გურიას წავიდა. მიიცვალა თუთა ბატონიშვილი, გურიელის ქალი, მეფის ძის ლევანის ცოლი.
1679 ტჲზ აჯიალიხან თავრეზს მოვიდა. კუალად ჩამოვიდა აზრუმის ფაშა იმერეთს, არჩილ განაძო. ბაგრატვე დასვა. მერე მოკლა აზრუმის ფაშამ, ახალციხის ფაშა ასლან კვაკჭირს და წარვიდა.
1680 ტჲჱ მოკუდა დადიანი ლევან. კუალად ათაბაგად დაჯდა ძე ასლანისა უსუფ. მეფის ძემ ლევან იქორწინა თინათინზედ.
1681 ტჲთ ფაიქომიდამ მეფე არჩილ რუსეთს წარვიდა. კუალად მოკუდა ბაგრატ მეფე. და გამეფედა იმერეთს გიორგი გურიელი.
1682 ტო მარიამ დედოფალი მიიცვალა. კუალად წარგზავნა ძე ბაგრატისა, ალექსანდრე, გიორგი მეფემან სამეფოდ ახალციხეს.
1683 ტოა მიიცვალა თამარ დედოფალი, მეფის გიორგის ცოლი. და იმერეთს ალექსანდრე გამეფედა. კუალად მოკუდა იმერთ დედოფალი თამარ მუხრანბატონის ქალი. კუალად ბეჟან-ხან წარვიდა, სხვა ხანი მოვიდა კახბატონად.
1684 ტობ როკითს ალექსანდრე მეფეს გაემარჯვა. მოკლეს გიორგი გურიელი. და გაგურიელდა მალაქია, ძმა გიორგისა.
1685 ტოგ დაჯდა გურიელად ქაიხოსრო გიორგის ძე. მალაქია ახალციხეს წარვიდა.
1687 ტოე გიორგი მეფემ კოჟორზედ ქორწილი ქნა მიქელაძის ქალს ხვარაშანზედ. კუალად ალექსანდრე მეფემ რაჭა დალაშკრა.
1688 ტოვ კახბატონად მოვიდა აბაზყულიხან. გიორგი მეფემ ძე თჳსი ბაგრატ და ძმა ლევან ყეენთან წარგზავნა. და გაზაფხულს შეუხდა დუშეთს, დაუმარცხდა. ამას ზაფხულსვე მოვიდა ერეკლე ტფილის მეფედ. გიორგი მეფე რაჭას წარვიდა. კუალად ამავ შემოდგომას მოვიდა რაჭას არჩილ მეფე რუსეთიდამ. ერეკლე
1689 ტოზ ოსმალთ მოკლეს ქაიხოსრო გურიელი. მალაქია გააგურიელეს, მერე მამია ძე გიორგისა.
1690 ტოჱ მოკუდა უსუფ ფაშა, დაჯდა ძმა მისი სალიმ ათაბაგად. და კუალად არჩილ იმერეთს გამეფდა. კუალად გოდოგნის ომი იქნა. არჩილს გაემარჯვა. ალექსანდრე ქართლს წავიდა.
1691 ტოთ გიორგი მეფემ ახალციხიდამ გამოლტოლვილმან ქართლი დაიჭირა. ერეკლე მეფე ტფილის ციხეში შევიდა. კუალად ფაშამ ალექსანდრე ჩაიყვანა იმერეთს, გაამეფა. არჩილ რაჭიდამ ქართლს ჩავიდა, და ქუთაის ეკლესია ყოვლად წმინდა შემუსრეს ოსმალთ. კუალად ალექსანდრე მეფემ გიორგი აბაშიძის ქალი თამარ შეირთო ცოლად. კუალად ქართველთ დაუმარცხდათ ნინოწმიდას, მოკლეს ბარძიმ მდივანბეგი. გიორგივე
1692 ტპ მოკუდა შასულეიმან, დაჯდა ძე მისი შასულთან უსეინ. კუალად შეიპყრეს არჩილ მეფე ჩერქეზთა.
1694 ტპბ გიორგი მეფე მცხეთას დადგა, ერეკლე მეფე ჯვარს, ერეკლეს მოეშველა აბაზყულიხან, და ბრძოდენ ერთმანეთს. კუალად მოკუდა თამარ, მეფის ქალი, გივი ამილახორის ცოლი.
1695 ტპგ ხვარაშან დედოფალი გიორგი მეფის ცოლი მიიცვალა. კუალად მისცა ყეენმან ქალბალიხანს კახეთი და სარდლობა. მოვიდა ივლისში ერეკლე მეფითურთ, და დადგა თრიალეთს. და გიორგი მეფე კლდეკარზედ. იმერთ შეიპყრეს ალექსანდრე მეფე, მოსცეს გიორგი მეფეს. მოაშთვეს რუისს და დაფლეს მუნვე. და არჩილ იმერეთს გამეფედა. ოკდონბერში გიორგი მეფეს კლდეკარს დაუმარცხდა, იმერეთს წარვიდა. ერეკლე მეფემ ქართლი დაიჭირა. კუალად ამავ ზამთარს შეუხდენ კახნი ჭარს, დაუმარცხდათ და მოსწყვიდნეს ლეკთა მრავალნი.
1696 ტპდ წარვიდა გიორგი მეფე იმერეთიდამ ყეენთან ისპაანს. შემდგომად არჩილ განაძეს იმერთ. გიორგი დასვეს მეფედ, გოჩიად წოდებული. კუალად მოკუდა რაჭის ერისთავი პაპუნა, დაჯდა ძე მისი შოშიტა ერისთვად. ერეკლევე
1698 ტპე ჩამოიყვანეს ოსეთიდამ არჩილ იმერეთს მეფედ ყვეს, გოჩია განაძეს. შემოდგომაზედ ფაშამ ჩამოიყვანა ძე ალექსანდრე მეფისა სვიმონ. მეფედ დასვა. და არჩილ მეფე დვალეთს წარვიდა.
1700 ტპჱ არჩილ მეფე რუსეთს წარვიდა დვალეთიდამ. კუალად მოკუდა კათალიკოზი იოვანე დიასამიძე. დასვა ერეკლე მეფემ ძმის წული მისი ევდემოზ კათალიკოზად.
1701 ტპთ იმერთ მოკლეს სვიმონ მეფე. მამია გურიელი გამეფეს. კუალად მისცეს ვახტანგ ბატონიშვილს საუფლისწულო, და მოვიდა შემოდგომაზედ, სურამს დადგა. კუალად წარვიდა გურიელი გურიას, და აბაშიძე გიორგი განაგებდა იმერეთს. კუალად მოკუდა სალიმ ფაშა, და დაჯდა ძე უსუფ ფაშისა ისაყ ათაბაგად.
1703 ტჟა მისცეს გიორგი მეფეს ქართლი, და მოვიდა ძმა მისი ლევან ივლისში, ერეკლე მეფეს ყულარაღასობა და კახეთი მისცეს, მაისში ისპაანს წარვიდა. კუალად მოვიდა იმანყულიხან ძე ერეკლე მეფისა კახბატონად. კუალად ჩამოვიდა მარიამობის თვეში სარასკარი იმერეთს. დაუტევა მეფედ ძე ალექსანდრე მეფის გიორგი, და წარვიდა. გიორგივე
1704 ტჟბ ლევან წარვიდა ისპაანს სეკდემბერს. ვახტანგ ძე თჳსი გამგედ დაუტევა და იესე ძე თვისი თან წარიყვანა.
1705 ტჟგ დომენტი ძე ლევანისა და ძმა ვახტანგისა ქართლის კათალიკოზად დასვეს. კუალად გარდაადგინეს ისაყფაშა და დასვეს ასლან ძე სალიმ ფაშისა ათაბაგად.
1706 ტჟდ იმანყულიხან შეუხდა ჭარს. დაუმარცხდა. მრავალნი კახნი მოსწყვიტეს ლეკთა.
1707 ტჟე კათალიკოზი დომეტი ისპაანს წარვიდა ყეენთან. უკუდგნენ იმერნი აბაშიძისაგან, გიორგი ძე ალექსანდრესი გაამეფეს.
1708 ტჟვ კათალიკოზი დომეტი მოვიდა ისპაანიდამ. კუალად გარდაადგინეს ასლან ფაშა. დასვეს ისაყვე ათაბაგად.
1709 ტჟზ მოკლეს გიორგი მეფე ყანდაარს. მისცეს ქართლი და სპასალარობა ქაიხოსროს ძესა ლევანისასა. კუალად მოკუდა მაისში ლევან ისპაანს. კუალად გაემარჯვა გიორგი მეფეს ფარცხანაყანევს, კაცხისა და ნავარძეთის ციხე აღიღო, მერე რაჭა დალაშქრა. ქაიხოსრო
1710 ტჟჱ მოკუდა ერეკლე მეფე ისპაანს. კუალად მოკუდა თეიმურაზ ბატონიშვილი ძმა ვახტანგისა დეკემბერს . კუალად მოკუდა ალექსანდრე ძე არჩილ მეფისა რიგას.
1711 ტჟთ იმანყულიხან იანვარში წარვიდა ისპაანს. ვახტანგ ოსეთი დალაშკრა აგვისტოში. და გიორგი მეფემ აგვისტოში რაჭა დალაშკრა. ოკდომბერს განაძეს გიორგი ქართლში, და გურიელი მამია დასვეს მეფედ. კუალად მოკლეს მეფე ქაიხოსრო ოკდონბერს კვ ყანდაარს.
1712 ვახტანგ მეფემ თებერვალში ქორწილი უყო თეიმურაზს, ერეკლე მეფის ძეს, თამარს თჳს ქალზე. და ვახუშტი აბაშიძეს ანუკაზედ. და თჳთ წარვიდა ისპაანს აპრილს კგ. კუალად მოკუდა არჩილ მეფე მოსკოვს. კუალად ჩხარის ომი იქმნა, მეფე გიორგის გაემარჯვა ივნისში, გურიელი რაჭას წავიდა. კუალად დაიბადა აგვისტოს გიორგი, ძე ვახტანგ მეფისა, გორს. ვახტანგ
1713 უა დიდი მკლობა იყო და ჟამი მომსრველი. ნოემბერში შეიბნენ ქუთაის გიორგი მეფე და გურიელი მამია. გურიელს გაემარჯვა.
1714 უბ იანვარს მოკუდა გურიელი მამია ღვანკითს. გურიას დასვეს ძე მისი გიორგი. მაისში გიორგი მეფემ იმერეთი დაიჭირა. სეკდენბერში მოვიდა მეფის ვახტანგის ძმა იესე ტფილის მეფედ.
1715 უგ იმანყულიხან მოვიდა ისპაანიდამ კახეთს. კუალად ლეკთ მდევარნი კახნი მოსწყვიტნეს მთავარნი კგ. და შემოდგომაზედ ქორწილი ქნა იესე მეფემ მარტყოფს, ერეკლე მეფის ქალს ელენეზედ. კუალად გიორგი მეფემ დადიანი გიორგი გარდააგდო. დასვა დადიანად ძე მისი ბეჟან. კუალად შეიპყრა ბეჟან მამა თჳსი დადიანი გიორგი. კუალად წარავლინა იესე მეფემან სპასპეტი ლუარსაბ საბარათიანოს დროშით ლეკზედ. მაღაროს ბოლოს დაუნარცხდათ, და მრავალნი ქართველნი და კახნი მოსწყვიტესლეკთ ჭარელთა. იესე
1716 უდ მოკუდა დედოფალი ანნა, ცოლი ერეკლე მეფისა, გაზაფხულს. კუალად აგვისტოში მისცეს მეფე ვახტანგს ქართლი და სპასალრობა. სეკდენბერში მოვიდა ძე მეფის ვახტანგის ბაქარ მცხეთას, იესე კახეთს წავიდა. კუალად გარდაადგინეს ისაყ ფაშა, დასვეს ასლანვე ათაბაგად. ეს ჩაიყვანეს იმერთ, და შეიბნენ გიორგი მეფე და ასლან ფაშა სვიმონეთს. ფაშას გაემარჯვა, მეფე ქართლს წარვიდა. ვახტანგ
1717 უე გიორგი მეფე წარვიდა სტამბოლს. კუალად ივლისში ლეკთ ბოლნისები მოარბივეს, მოსტყვევნნეს, მიეწივნენ მდევრად მცირედნი ქართველნი ნაზარას სოფლის ბოლოს, ქართველთ დაუმარცხდათ.
1719 უზ მოვიდა მეფე ვახტანგ აგვისტოში ტფილის. კუალად მოვიდა გიორგი მეფე სტანბოლიდამ, ჩამოიყვანა ოსმალნი და დაიჭირა იმერეთი. კდ დეკენბერში საფურცლეს მეფე ვახტანგ და იმანყულიხან შეიყარნენ.
1720 უჱ წარავლინა მეფემ ვახტანგ სპანი ლეკზედ საშველად იმანყული ხანთან. კუალად მოკლეს იმერთ გიორგი მეფე თებერვალს კზ. და აღიღო ციხე კაცხისა ერისთავმან შოშიტამ და გამოიღო საგანძური მისი.
1721 უთ მეფე ვახტანგ მივიდა მაღაროს დიდის ლაშკრით ლეკზე თებერვალში, მაისში მოკუდა იმანყულიხან კახბატონი. კუალად ფაშამ ჩაიყვანა ალექსანდრე გიორგი მეფის ძე მეფედ იმერეთს.
1722 უი ყეენმან მამადყულიხანს მარტში მისცა კახეთი და მოვიდა ყაზახში. კუალად ავღანნი მოადგნენ ისპაანს აპრილში. მაისში წარვიდა მეფე ვახტანგ განჯას და განარინა ლეკთაგან. კუალად გამოვიდა რუსეთის ჴელმწიფე დიდი პეტრე დარუბანდს. აგვისტოში, დაიპყრა. კუალად მეორედ წარვიდა მეფე ვახტანგ განჯას სეკდემბერში. კუალად მოკუდა აბაშიძე გიორგი ტფილის ოკდონბერს იე. ამავ ოკდონბერში აღიღეს ავღანთ ისპაანი. და პატიმარყვეს შასულთან უსეინ.
1723 უია მისცეს მამადყულიხანს ქართლი. მოვიდა იანვარში ავლაბარს. თაბორზე დაუმარცხდა აპრილს ივ. ლტოლვილი მივიდა ლეკში. მაის დაუმარცხდა მეფე ვახტანგს და აღიღეს ლეკთ ტფილისი. ივლისში მიეგებნენ ბაქარ და იესე სარასკარს, და ჩამოვიდა ოსმალი. ყურყუთას მიეგება მამადყულიხან სარასკარს. მისცა ციხე ტფილისისა. სარასკარმან ქართლი ბაქარს მისცა. მამადყულიხან შეიპყრა. სეკდენბერში ოსმალთ მარტყოფი მოსტყვევნეს. ოკდონბერს სარასკარი განჯას წარვიდა, უქმი მოიქცა.
1724 უიბ მეფე ვახტანგ წარვიდა რუსეთს ივლის იე. ოკდონბერში მოიყვანეს ქართველთ მამადყულიხან კახთ სპითა, ზედაველაზედ ოსმალთ და იესე მეფეს შეებნენ. ოსმალთ გაემარჯვათ. მრავალნი სულნი ქართველნი და კახნი მოსწყვიტნეს. კუალად ამავ ივნისში რაჭის ერისთავი შოშიტა ალექსანდრე მეფეს მიუხდა, მეფე სკანდის ციხეში მორჩა.
1725 უიგ ალექსანდრე მეფემ რაჭა დალაშკრა. ოსმალთ ქართლი აღწერეს, ხარკი დასდვეს.
1726 უიდ მოკუდა გიორგი გურიელი. დაჯდა ძე მისი მამია. კუალად მოადგნენ მეფე ალექსანდრე და ბეჟან დადიანი შორაპანს, ლევან აბაშიძის ციხეს. აღიღეს. მისცეს ზურაბ აბაშიძეს. კუალად გამოვიდა მეფე ვახტანგ სეკდენბერში გილანს რუსეთიდამ.
1727 უიე მოკუდა იესე მეფე ტფილისს ოსმალობაში.
1728 უივ მოკლეს ბეჟან დადიანი ოსმალთა. ძე მისი ოტია გადადიანდა. კუალად მეფე ვახტანგ გილანიდამ მოსკოვს მივიდა.
1729 უიზ მოკლეს მამადყულიხან ოსმალთა ბეჟანბაღს. კუალად სომეხნი შეიშალნენ აღვსებისაგან. და თეიმურაზ ფშავს წარვიდა.
1730 უიჱ მოადგა მეფე შორაპანს. შეამჭირვა. მოიყვანა ზურაბ აბაშიძემ ოსმალნი და მისცა მათ შურითა ლევანისათა.
1731 უით ჩამოიყვანეს თეიმურაზ კახთ ფშავიდამ, დაემორჩილნენ. მოკუდა შოშიტა ერისთავი. დაჯდა ძე მისი გრიგოლ.
1732 უკ შეირთო მეფე ალექსანდრემ აბაშიძის ლევანის ქალი. და ასული თჳსი, დადიანის ქალის ნაშობი, მისცა გურიელს მამიას ცოლად.
1733 უკა ფაშამ ალექსანდრე მეფე წარიყვანა იმერთ სპითა. გამოეპარა აფხაზეთიდამ და მოვიდა იმერეთს.
1734 უკბ ჩიხორს მეფე ალექსანდრეს შეებნენ დადიანი ოტია, რაჭის ერისთავი გრიგოლ, აბაშიძე დავით. მეფეს გაემარჯვა და დადიანი დაიჭირა. კუალად მეფე ვახტანგ დარუბანდს გამოვიდა. კუალად მოვიდა თამაზხან, შამახია აღიღო, სულხავი შემუსრა. მერე განჯას მოადგა. მუნ მივიდა თეიმურაზ სრულიად კახით. შემდგომად ქართველნი. ორთავ ჯარი მოსცა. წარმოგზავნა. შეუძღვნენ კახნი ჭარში და შემუსრეს ჭარი. და ქართველნი და ყიზილბაშნი ბრძოდენ ტფილის მუნ მყოფს ფაშას.
1735 უკგ თამაზხანს ერევანს სარასკარს ქოფრულზედ გაემარჯვა. მისცეს რუსთ დარუბანდი, და ოსმალთ ტფილისი, განჯა და ერევანი. კუალად მეფე ვახტანგ აშტარხანს გავიდა. კუალად ტფილისს მომავალს თამაზ ხანს გაეპარნენ თეიმურაზ და ქართველნი. თამაზხან ტფილისიდამ გაუსია ჯარი და აჰყარა ქართველნი მრავალი სული, წარავლინა ხორასანს. იმერელთ წარუვლინა დესპანი, გაჰპარსეს და გაჰყიდეს. მერმე ჩავლო კახეთი. აჰყარა მუნც სული მრავალი. მივიდა დარუბანდს. მერმე მუღანჩოლში დადგა.
1736 უკდ თამაზხან გახელმწიფდა მარტს მუღანჩოლში. კუალად იწოდავე ნადირშა.
1737 უკე გორს ყიზილბაშთ მიიტყუეს თეიმურაზ და ქართველნი, შეიპყრეს და წარავლინეს ისაანს შანადირის წინაშე. კუალად გარდაიცვალა მეფე ვახტანგ აშტარხანს მარტს კზ, კუალად გარდადგინდა ისაყფაშა. და დასვა ძე თჳსი უსუფ ფაშა ათაბაგად.
1738 უკვ მოკლა ღალატით ალექსანდრე მეფემ დავით ძე ზურაბ აბაშიძისა და წერეთელი პაპუნა. და უკუდგნენ დადიანი, ერისთავი და ზურაბ. კუალად მოვიდა თეიმურაზ ყანდაარიდამ კახეთს. კუალად შანშე ერისთავს მოუხდა ხანი, განაძო, და წარვიდა იმერეთს დედაწულითურთ. მერე წარვიდა რუსეთს. კუალად ალექსანდრე მეფემ წარგზავნა დესპანად რუსეთს ქუთათელი ტიმოთე არმაღანითა.
1739 უკზ სპასალარი შანადირის ძმა შეუხდა ადრიბეჟანისა და ქართველთ-კახთ სპითა ჭარს. შემუსრა და მოაოჴრა სრულიად. მერე მოკლეს ლეკთ სპასალარი და ივლტოდე სრულიად სპანი. ლეკთ მოსწყვიტნეს მრავალნი სულნი. კუალად რუსეთიდამ მოსრულმან შანშე ერისთავმან მოიყვანა ლეკნი, მოადგა ანანურს, გამოიყვანა ბარძიმ ერისთავი და მოსწყვიდნა სრულიად სახლეულით მათით. და ზოგნი გამოსწვნა კოშკთა შინა. კუალად ალექსანდრე მეფემ შანშესაგან ჩაიყვანა ლეკნი იმერეთს, ჩავიდა ოდიშს და შემუსრნა ციხენი. კუალად შანადირის ძემ მოკლა შასთამაზ და ძე მისი და მოსწყდა თესლი შიხთა მათ.
1740 უკჱ მოუხდა დადიანი ოტია ალექსანდრე მეფეს ოდიშარ-აფხაზითა. მეფე გაეცალა. მან მოსწვა ვარციხე და იმერეთი. კუალად მოკუდა სვიმონ ბატონიშვილი პეტრებუხს იანვარს კზ. კუალად მოკუდა დარეჯან ბატონიშვილი მოსკოვს სეკდენბერს კდ. კუალად მიიცვალა დედოფალი რუსუდან მოსკოვს სეკდენბერს .
1741 უკთ შანადირ მოვიდა ინდოეთიდამ. არდაველს მიეგება თეიმურაზ, წარმოავლინა სპითა და შეუხდენ ჭარს, შემუსრეს, მოსწვეს და მოსტყვევნეს. შანადირ მოადგა დაღისტანს ლეკთა. დარუბანდს მივიდნენ თეიმურაზ კახით და ქართველნი და კათალიკოზი დომეტი. კუალად იმერთ ჩაიყვანეს ოსმალნი, ალექსანდრე მეფე განაძეს ქართლს. გიორგი, ძმა მისი, მეფედ დასვეს. კუალად შანშე განაძეს და ოსმალთ პყრობილი მოსცეს შანშე შანადირს, ხოლო შაჰნადირმან ხორასანს წარგზავნა. კუალად შანადირის ბრძანებით ფაშამ ალექსანდრევე დასვა მეფედ. კუალად მიიცვალა კათალიკოზი დომეტი ტფილის. დასვეს კათალიკოზად ხერხეულიძე ნიკოლაოზ.
1742 ულ ალექსანდრე მეფემ მოკლა დედინაცვალი თჳსი თამარ, გურიელის მამიას ქალი. და მოსწყვიტნა გიორგის მიმდგომნი, ზოგი დაჰყიდნა. კუალად უკუდგა გივი ამილახორი, და მეფე ბაქარ მოვიდა აშტარხანს. ხოლო სანადირ ადგა დაღისტანს წელს და წარვიდა სპარსეთად. კუალად დიდი ძვრა იყო, დაიქცა ალავერდის ეკლესია და ხოდაშნის ციხე. კუალად გივი აოჴრებდა ქვეყანას ლეკით. კუალად ბაქარ უკუნიქცა მოსკოვსვე. კუალად მოკუდა კათალიკოზი აფხაზთა გრიგოლ, დაჯდა გერმანე.
1743 ულა ბეჟან არაგვის ერისთავი მოკლეს ყმათა და მიერთნენ თეიმურაზს. კუალად თეიმურაზ შეიპყრა ყეენის შვილად წოდებული და წარუვლინა შანადირს. ამისთჳს მოსცა არაგვის საერისთო და დაიპყრა მან. კუალად გეგუთს მოვიდნენ დადიანი და ერისთავი გრიგოლ ალექსანდრე მეფეზედ. მეფეს გაემარჯვა. მოკლეს გრიგოლ, რაჭის ერისთავი. დაჯდა ძმა მისი ვახტანგ ერისთავად.
1744 ულბ ქართლს ჩამოვიდენ ოსმალნი. მივიდა გივი ამილახორი მათთან. თეიმურაზს ყიზილბაშ-ქართველთ, გორს მდგომთ, მოადგნენ. და არაგვზე ერეკლემ დაუმარცხათ ოსმალთ და ესენიც ივლტოდენ. გამოვიდენ გორიდამ და აღიღეს ალაფი მათი. გაქცეული უსუფ ფაშა მოკუდა აწყვერს. და მიიღო ათაბაგობა კუალად ისაყ ფაშამვე. ამისთჳს მოსცა შანადირ თეიმურაზს ქართლი და კახეთი ერეკლეს ძესა მისსა. მოკლა კათალიკოზი ნიკოლაოზ ხერხეულიძე თაზიშვილმან. და დასვეს კათალიკოზად ანტონი ძე იესე მეფისა.
1745 ულგ მოადგა გივს ამილახორს თეიმურაზ ყიზილბაშ-ქართველით სურამს ციხეში მყოფს. გამოიყვანეს გივი და წარუგზავნეს შანადირს. კუალად მოუხდა ალექსანდრე მეფე ლევან აბაშიძეს და ბრძოდნენ.
1746 ულდ მოკუდა დედოფალი თამარ მეფის ვახტანგის ქალი, და დაჲ მისი ანუკა. თეიმურაზ იე უკან შეირთო ქვრივი ქაიხოსრო ციციშვილისა, ბეჟან თაქალთოიანის ქალი. კუალად განაძეს მეფე ალექსანდრე და მივიდა დადიანს ოტიასთან.
1747 ულე შეაგდო შანადირ ქართლს, კახეთს ათასი თუმანი. ამის სახვეწრად წარვიდა თეიმურაზ მისთან. არამედ მაისში მოკლეს შანადირ ყიზილბაშთა და დასვეს ძმის წული მისი ადილშა.
1748 ულვ უკუდგნენ ერეკლესაგან ალავერდი და ბარათიანნი. მოიყვანეს ყიზილბაშნი. სალალაკზედ ერეკლეს გაემარჯვა. მერე აღიღო ციხე ტფილისისა, განაძო მუნიდამ ყიზილბაშნი და შემუსრა ზღუდე ციხე ტფილის შორისი.
1749 ულზ მოკლეს შაადილ, და შემოდგომაზედ მოვიდა თეიმურაზ ტფილის. მეფემ ალექსანდრემ ოსმალი ჩამოიყვანა იმერეთს.
1750 ულჱ მოკუდა მეფე ბაქარ მოსკოვს თებერვალს. მოვიდა გივი ამილახორი მრავლის საქონლით ქართლს.
1751 ულთ თეიმურაზ-ერეკლეს ქართველთ და კახთ ჭარში მიმსვლელთ დაუმარცხდათ აჯიჩალაბისა და ჭარელთაგან კაკს. და მოსწყვიტეს მრავალი სული, და მოიშთო ალაზანში. კუალად გაემარჯვა ერეკლეს აზათხანზედ ერევანს.
1752 უმ თეიმურაზს-ერეკლეს ქართველთ და კახთ დაუმარცხდათ განჯას აჯიჩალაბისაგან. და მოსწყდა მრავალი სული კუალად. განძარცვა ხახულის ღმრთის მშობელი და მის ძლით ამ დიდმარხვას მარტში მოკუდა ალექსანდრე მეფე. დაჯდა ძე მისი სოლომონ მეფედ. კუალად თეიმურაზ წარგზავნა დესპანად ტფილელი ამილახორის შვილი ათანასე რუსეთს არმაღამითა.
1753 უმა მეფე სოლომონ განაძეს იმერთა. მან ფაშა ჩამოიყვანა და დაიპყრა კვალად იმერეთი.
1755 უმგ შეუთქვეს კახთ ანტონის კათალიკოზს ფრანგობა მტერობით. და განაძეს. კუალად რომის ბერნი კაპუჩინნი ქართლიდან.


ცხორება ეგრისისა, აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი