სერგი ჯიქია - ხონთქრის მიერ დიდი მოურავისადმი გაცემული სიგელი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search



ნაშრომები საქართველოს ისტორიაში





სტატიის სათაური:

სერგი ჯიქია - ხონთქრის მიერ დიდი მოურავისადმი გაცემული სიგელი

კრებული:

ენიმკის მოამბე - ტომი XIII - 1942 წ. - (გვ.233-242)

რესურსები ინტერნეტში:http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/4973
სტატიის შინაარსი

ნაშრომში გამოქვეყნებულია ფერიდუნ ბეგის - "სულთნების მიმოწერის კრებულში" შეტანილი ქართლის მპყრობელის მოურავ-ხანისადმი გაცემული უზენაესი წყალობის წიგნის პირი.

სერგი ჯიქიას ამ სტატიაში მოჰყავს დოკუმენტის თურქული ტექსტი მის ქართულ თარგმანთან და მცირე შესავალ წერილთან ერთად. ავტორი წერილს მიაკუთვნებს მარტყოფის აჯანყების მომდევნო ხანას, როდესაც გიორგი სააკაძემ აიღო თბილისი, განჯა და ყარაბაღს შეესია. ამასთან ერთად დიდმა მოურავმა ოსმალეთის გამოყენებაც სცადა ყიზილბაშთა წინააღდეგ და ანატოლიაში მყოფ ოსმალთა დიდვეზირსა და მთავარსარდალ ჰაფიზ-ფაშას დელეგაცია აახლა თავისი ვაჟის ავთანდილის მეთაურობით, მაგრამ რადგან სარდალმა თვითონ ვერ შესძლო გადაწყვეტილების მიღება, გიორგი სააკაძემ ახლა უკვე ოსმალეთის სულთანს გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღუწერა საქართველოში არსებული ვითარება.

სწორედ გიორგი სააკაძის მიმართვის პასუხადაა დაწერილი მურად IV-ის წერილი დიდი მოურავისადმი.

სერგი ჯიქია ამ წერილსაც და მარტყოფის აჯანყებასაც 1624 წლით ათარიღებს, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ მარტყოფის ბრძოლის 1625 წლით დათარიღების მიღებულ ვერსიას.