მცხეთის საბუთები № 056
Appearance
საბუთის აღწერილობა
[edit]დაკარგულია
დედანი საბუთისა 1399 წ. VII.9. - სიგელი გიორგი მეფისა სვეტიცხოვლისადმი
აღწერილობა: ნუსხა იგ: [13]
- ფონდი 1451 - Книга гуджаров - I - მცხეთ. საბ. № 56, გვ.7
- ფონდი 1451 - IV - გუჯართა აღწერილობის დავთარი - მცხ. საბ. № 56, გვ.8: "წერილსა ამას აქვს თავი მოხეული და დასაწყისის სტრიქონის რაოდენიმე ლექსი ამოხეული არის. 3 სტრიქონში სახელი გიორგი არის გამართული და იმავ სტრიქონის ბოლოს თვით შეწირული მამული არის გამართული, სადაც ყოფილა ციხე ბდავი, ხოლო აწ არავითარისადმე მაცხადი, გარნა გამართული ესრეთ: ციხე ხოლო 1819 წლის შემდგარისასა შინა აღწერილ არს ნათლად ციხე ბდავი და მასთანვე გამართულ არს ლექსნი ესე: თქნი მკვიდრი მამული ციხდ. ხელჩართული არს გიორგი მეფე. მეორეს გვერდიდამ სრულებ ქაღალდი აქვს გაკრული და დასასრულის მესამე სტრიქონის ზემოთ ჩაწერილ არს მითვე მელნითა და მითვე ხელითა სახელი ესე ელიოზ"."
- 1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.202: მცხეთის გუჯარი N 56 (:იგ:), ქაღალდზე მხედრულად დაწერილი
- 1913 - სარგის კაკაბაძე - ალექსანდრე დიდის გენეალოგია- გვ.11: "№ 56, თავი აკლია, ქაღალდზე 28 × 29".