ვიტალი ჩოჩიევი - იმერეთის სამეფო და ოსმალეთი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search



ნაშრომები საქართველოს ისტორიაში





სტატიის სათაური:

ვიტალი ჩოჩიევი - იმერეთის სამეფოს და ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVII საუკუნის მეორე ნახევარში

კრებული:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები - ტ.250 (აღმოსავლეთმცოდნეობა) - 1985 წ. - (გვ.105-124)

რესურსები ინტერნეტში:

http://digitallibrary.tsu.ge/book/!2017/n31/shromebi_t250/index.html#/104

სტატიის შინაარსი

ნაშრომში გამოქვეყნებულია ფერიდუნ ბეგის - "სულთნების მიმოწერის კრებულში" შეტანილი 1658-1659 წწ. ოსმალეთის დიდი ვეზირის ქოფრულუ მეჰმედ ფაშას (1656-1661) წერილი იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს (1639-1660).

ეს დოკუმენტი დაწერილია 1658 წელს ან ცოტა გვიან. მისი ავტორია ოსმალეთის დიდი ვეზირი ქოფრულუ მეჰმედ-ფაშა, რომელსაც ეს თანამდებობა 1656-1661 წლებში ეკავა, ხოლო წერილის ადრესატია იმერეთის მეფე ალექსანდრე III (1639-1660).

წერილში მოთხრობილი ამბები ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ დას. საქართველოში გაჩაღებულ ფეოდალურ ომებს გულისხმობს:

1657 წ. ალექსანდრე III შეიჭრა ოდიშში, განდევნა ლევან დადიანის ძმა ლიპარიტი და დადიანად დასვა ლევანის გერი - ვამიყი.

ლიპარიტმა ქაიხოსრო გურიელთან და ახალციხის ფაშა როსტომთან ერთად სცადა ოდიშის დაბრუნება, მაგრამ 1658 წელს ბანძასთან მომხდარ ომში ალექსანდრემ სძლია მათ და გურიაც დაიქვემდებარა, სადაც თავისი კაცი - დემეტრე დასვა გურიელად.

გაძევებული ლიპარიტ დადიანი და ქაიხოსრო გურიელი სტამბოლს გაიქცნენ და სულთანს სთხოვეს დახმარება.

სწორედ ამ ამბების გამოხმაურებაა აღნიშნული წერილი.