Sd-0732

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

Sd-732

დედანი საბუთისა 1508 წ. 05.01. - ნასყიდობის წიგნი ქავთარასძისა პატრონ ნესტარჯანისადმი

საბუთის აღწერილობა[edit]

  1. ნასყიდობის წიგნი ათაბაგის მეუღლის ნესტანჯარისა, 75x16,5 სანტ., დაწერილია ეტრატზე მრგვალის მხედრული ხელით. ნიშნებათ ნახმარია ორ-ორი წერტილი. ორივე მხარე ეტრატისა თავიდან ბოლომდი ილინცურად შემოჭრილია და ამიტომ ტექსტის ორივე მხარეს სტრიქონებისა ცოტ-ცოტა აკლია. - [1909 - თაყაიშვილი -II - გვ.399]
  2. ხეც Sd-732; დედანი. ბაცი ფერის რბილი ეტრატი, ზომა: 72x14x10,12. ერთმანეთზე თეთრი აბრეშუმის ძაფით გადაკერებული ორი კეფი. I - 42, II - 30. დაზიანება: ეტრატის ორივე კიდე, როგორც ჩანს, გრაგნილისებურ მდგომარეობაში დანესტიანდა, რის გამოც დაზიანებული ადგილები ჩამოუჭრიათ. ამის შედეგია საბუთის კიდეების ზიგზაგისებური ფორმა. ჩამონაჭერ ადგილებში მოყოლილია სტრიქონების დასაწყისი და დამაბოლოებელი გრაფემები. მელანი გახუნებული შავი; ხელი მკაფიო, კალიგრაფიული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. verso-ზე მოთავსებულია საბუთის ძველი სააღრიცხვო ნომრები № 2, 408. განსხვავებული მელნით № 43 - [2016 - კორპუსი - IV - გვ.