1700 წ. ახლო - შეწირულების წიგნი ეფთვიმი ფაღავასი ხოფის ღვთისმშობლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი დაკარგულია. ს. კაკაბაძეს ხელთ ჰქონია საბუთის დაზიანებული დედანი ბიჭვინტის საბუთები - N 044. იგი მიუთითებს, რომ ტექსტი აღადგინა პეტერბურგის აზიურ მუზეუმში დაცული პირის მიხედვით.

გვაქვს პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ეჰა, დიდებულო ქალწულო, უვრცელესო ცათაო და უწმიდესო ზეცისა მხედრობათაო, და ყოვლისა სოფლისა სიმტკიცეო და ზღუდეო, ჴელისაღმპყრობელო და მლხინებელო ქრისტეანეთაო, შემიწყალენ და სახიერ მექმენ ღმრთისმშობელო, რამეთუ დედასა ღმრთისასა შემოგწირეთ შენ, ცათა მობაძავსა ხოფისა ღმრთისმშობელსა მცირე ესე და კნინი შესაწირავი, შემოგწირეთ: ერთი კომლი კაცი, წალენჯიხელისაგან ვიყიდე როსტომია ამინათაი, მისი ძმა ურცხალაი მათის შვილებიანათ, მათის სახლის კაცით, მისის ეკკლესიითა, სახლ-კარითა, მიწა-მამულითა, შესავლითა და გამოსავლითა, ტყითა, წყლითა და ველითა, უძებრითა და საძებრითა, ყოვლისფერითა შემოგვიწირავს ხოფის ღმრთისმშობლისათვის, ჩუენ, მთავარეპისკოპოსმან ჴოფელმან ევთიმი ფაღავამ, ჩუენთვის სახსრად და სულისა ჩუენისა წარსამართებლად მას დღესა განკითხვისასა, რათა შემრთოს მარჯვენითა მათ ცხოვართა და განმაშოროს უხილავი იგი მტერი.

აწ, ვინცა და რამანც ძემან კაცისამან ეს ჩუენგან შეწირული გლეხი შენ გამოგწიროს, დიდმან, ანუ მცირემან, ან დადიანმან, ანუ დედოფალმან, ან ეფისკოპოზმან და ან თავადმან, ანუ აზნაურისშვილმან, ან გლეხმან, ამის დაშლად, ქცევად და გამოხმად ჴელჰყოს, მასამც რისხავს თავად დაუსაბამო ღმერთი და ყოველნი მისნი წმინდანი ზეცისანი და ქუეყანისანი, ჴორციელნი და უჴორცონი, მასამც ედების ცეცხლი გეენისა, კეთრი გეზისი, შიშთვილი იუდასი, მეხისტეხა დიოსკორესი, დანთქმა დათან და აბირონისი, ნურას ხსნითამც ნუ იქმნების ხსნა სულისა მისისა, ნურცა წირვითა, ნურცა ლოცვითა, ნურცა გლახაკთ მიცემითა. დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან დაამტკიცოს, მომშლელი ამისი ღმერთმან მოშალოს. ამინ, ამინ, ამინ.

ჴელიც მართლის გულით ჩაგვირთავს.


H-90/14-ის მიხედვით საბუთის დამწერია მდივანბეგი დავით მჩხეიძე

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთი უ თ ა რ ი ღ ო ა . ს. კაკაბაძე მას დაახლოებით 1700 წ. ახლო ხანებით ათარიღებს, თუმცა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე.

პუბლიკაცია[edit]