დავით ფალავანდიშვილი, მისი ძმები ირაკლი და ბეჟანი, მათი აზნაურები ავთანდილ შალბელიქიშვილი და გარსევან სამაღანაშვილი, აგრეთვე ყველა ლაშხი, ნადირაძე და ერთობით მსახურები და აზნაურები პირობის წიგნსა და ფიცს აძლევენ ამილახორიშვილს ნიკოლოზ კათალიკოსს ტყვის გაუსყიდველობის თაობაზე: "ასე და ამა პირსა ზედა, რომე ამოჰკუეთეთ ტყვის გასყიდვა".
საბუთის ასლს ჰქონია სათაური: ფალავანდიშვილების საფიცარი.