1675 წ. - შეწირულების განახლების წიგნი ლევან III დადიანისა ბიჭვინთის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი 1448-2225 იგივე ბიჭვინთის საბუთები - N 007.

პირი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


(ძალიან ვრცელი საღვთისმეტყველო შესავლის შემდეგ, რომელსაც უკავია I კეფი და II კეფი ნაწილობრივ)

... შენდამი მსასოებელთა, მე, მოწყინელთა მათ, ცვა-ფარვათა შეწეუნა-წარმართებათა თქვენთა მიერ, ჩვენ, სრულისა ოდიშისა და აფხაზეთისა მპყრობელ-მქონებელმან დადიანმან პატრონმან ლევან და თანამეცხედრემან ჩვენმან, მეფეთ-მეფისა ასულმან, დედოფალმან პატრონმან თინათინ და პირმშომან ძემან ჩვენმან მანუჩარ და ძეთა ჩვენთა და მომავალთა ყოველთავე.

ვიგულეთ და ვიგულსმოდგინეთ და მობრძანდით თქვენ, კათალიკოზი ბატონი დავით, დაგველაპარაკენით და ძველთაგანცა ხობი ბიჭვინტისა ღმრთისმშობლის შეწირული ყოფილიყო და ჟამთა ვითარებისაგან გამოხმოდა. აწე საკანონო საქმე დაგვედვა, ნათესავის სისჴლში გავერიეთ და მობრძანდით თქვენ, კათალიკოზი ბატონი დავით ნემსაძე და ჭყონდიდელ-ცაგერელი ბატონი გაბრიელ, როგორითაცა ჩვენი ერთგული იყვენით, იმისთანა საქმე გვირჩიეთ და ჩვენის სულის სახსრად, საოხად და ცოდვათა ჩვენთა აღსახოცელად და ძეთა ჩვენთა მანუჩარის აღსაზრდელად და ჴელმწიფობისა ჩვენისა წარსამართებლად.

ასრე რომე, ჩვენს ბატონობაშიდა მრავალი საკანონო საქმე იქნა და შემოგვიწირაუს მცირე ესე და კნინი შესაწირავი: ხოფი ორის სასახლითა სხულებითა და ხორგითა, სულა მათის შესავლითა და გამოსავლითა, უძებრითა და საძებრითა, მისის ყოვლისფერის სამართლიანის საქმითა. ხორგას სამი ნავი ვაჭარი თუ მოვიდეს, ერთი ბაძარგანი ვაჭარი სახობოს კაცისას დადგებოდეს და სჴვა, რომელიც სარგოის ყოს, ხოფისა ღმრთისმშობლის შეწირული ყველა ისრევ შეგვიწირავს.

შეიწირე მცირე ესე შესაწირავი შენ, შვიდ ცათა უმაღლესი ქერაბინთა უზეშთაესო ბიჭვინტისა და ღმრთისშობელო, ასე რომე კათალიკოზს ოდიშს ერთი საყდარი ასეთი არ ქონდა, რომე დღესასწაული გარდაეხადა. ხან ერთს ეფისკოფოს ჩაუდგებოდენ შინ და ხან მეორეს. ებისკოპოსები მწეთ გარჯით იყვნენ და ამისთვის შევსწირეთ, რომე როდისაც კათალიკოზი ოდიშს მობრძანდებოდეს ხატსა, ჯვარსა და ომფორსა იქ დაასვენებდეს და სასაფლაოთაც ის შეგვიწირავს, იქ გაიკეთებდენ და გაგაჩინეთ ამისთვის ვინცავინ კათალიკოზი იყოთ და ოდიშს ბრძანდებოდეთ ხარების დღეს ჟამს გვიწრევდეს ჩვენის სულის საოხად და სახსრად, კარს გაღებულს აღაპს გვიზემდით. თუ იმ დღეს ოდიშს ვერ დაესწრათ ამ თორმეტს საუფლოს დღეში იმ საყდარს ჟამს გვიწირეუდით, რათა არა განვარდეთ სასუფევლისაგან. ესე მამული, საყდარი და სასახლე ასრე გარიგებით ბატონის კათალიკოზის დავითისთვის მიგვიბარებია.

აწე, ვინცა და რამანცა ძემან კაცისამან, დიდმან, ანუ მცირემან, დადიანმან, ანუ დედოფალმან, ანუ კათალიკოზმან, ანუ სხვა ვინმე ბატონმან ამისად შლად, ქცევად და გამოხმად ჴელყოს, რისხუს თავად დაუსაბამო ღმერთი და მხოლოდშობილი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთის და სული წმიდა ცხოველმყოფელი, მამისაგან გამოსრული .... (წყევლა)

დამამტკიცებელნი ამისი ღმერთმან აკურთხოს და წმიდამან ბიჭვიტისა ღმრთისმშობელმა, და მშლელნი და მქცეველნი ამისნი წყეულ და შეჩვენებულმცა არის აწდა უკუნისამდე, ამინ.

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორანიკონსა სამას სამოც და სამსა.

(ძალიან მკრთალი, ოდნავ გასარჩევი მელნით, სიგელის ხელითვე წერია შემდეგ)
არის ამისი მოწამე ჭყოინდელ-ცაგერელი ბატონი გაბრიელ, ჩიქუანი კაცია, ბეჟანი ღოღაბერიძე, კარის ჩვენის მესტუმრე ოთარი მელია.

ხვეული ხელრთვა ისეთივე მკრთალი მელნით : ლევან, თინათინ.

v-ზე სხვა ხელით: ქ. ხობის შეწირულების დავთარი.

მრგვალი ბეჭდით ორთავიანი არწივის ლეგენდით.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთი თ ა რ ი ღ ი ა ნ ი ა : ქორონიკონი სამასსამოცდასამსა (363) /1675/.

პუბლიკაცია[edit]