Jump to content

1660-1675 წწ. - პირობის წიგნი ტყვის გაუსყიდველობაზე ავალიშვილებისა დომენტი კათალიკოსისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დაკარგულია დედანი და ძველი პირი - სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 115.

გვაქვს 1848 წ. პირიდან გადაღებული პირი E-073/27, ამჟამად დაცული პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში

საბუთის შინაარსი

[edit]

გიორგი ავალიშვილი და მისი ძმები ზაალი და ზურაბი პირობის წიგნსა და ფიცს აძლევენ ბატონიშვილ კათალიკოსს "ასრე რომე არც გავყიდოთ ჩუენ ტყუე, არც ტყვის საქმეში გავერივნეთ, არც გავასყიდვინოთ ჩუენს აზნაურიშვილსა და მსახურს. თუ ჩუენ ტყვის საქმეში გავერივნეთ ან თათარს მივსცეთ..., შაჰნავაზ ხელმწიფემ თავის შეცოდებად მოგვკითხოს".

საბუთის ასლს ჰქონია სათაური: ავალიშვილებისაგან.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთი უთარიღოა და თარიღდება დომენტი კათალიკოზის ზეობის წლებით 1660-1675 წწ.

საბუთის პერსონალია

[edit]

პუბლიკაცია

[edit]