1638 წ. 07.02. - მორდლის სარგოს წყალობის წიგნი როსტომ მეფისა მანუჩარ თუმანიშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი Hd-14602

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 73


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა ჩუენ, ქართლისა და კახეთის ორისავ ტახტის მპყრობელმან მეფეთ-მეფემან პატრონმან როსტომ, ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი, ყოვლის კაცისაგან მოუსარჩლელი და მოუდევარი წყალობისა და სარგოს წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთგულთა და მრავალფერად წესისაებრ თავდადებით ერთგულად გულით მისანდოსა და ხუაშიადის შემნახავს ყმასა თუმანიშვილს, ჩუენის ბეჭდის შემნახავს მურდარს პატრონს მანუჩარს, მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და საბეჭდავის სარგოს წყალობას დაგუიაჯენით.

ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, მოკითხული ვქენით და შეგიწყალეთ და გიბოძეთ საბეჭდავის სარგო:

თუ სოფელს გავსცემდეთ, კუამლის თავს თუითოს მარჩილს აიღებდე; გლეხის სითარხნეზედ ორი მარჩილი; მსახურის ჯამაგირზედ თუმნის თავს ერთი საური; ინამზედ თუმნის თავს თუითო აბაზი; ჰამსალაზედ თუმნის თავს ორი შაური; თათრის საბალახეზედ ოცი მარჩილი; თათრის პირის თავზედ ათი ცხუარი; კოდის პურის წიგნზედ კაცის თავს თითო მარჩილი; ფუშტუქუს სამოურაოზედ ოცი მარჩილი; საბალახეზედ კიდევ თასილდარის თავს თუითო მარჩილი; ზარაბხანის წიგნზედ ოცი მარჩილი. ვინც იჯარდარი იყოს, თუმნის თავს ერთ შაურს აიღებდე; გილანის თასილდარიდამე ხუთი მარჩილი; ვისაც ანგარიში გამოართვან და მუფასა დაუწერონ, თუმნის თავს თუითო ფული; საურის თასილდარზედ, რაც მესაურეს ერგოს, თუმნის თავს თითო აბაზი.

ეს ამგუარად გაგუიჩენია და გაგუირიგებია და წყალობად გუიბოძებია, უნაკლულოდ აიღებდეთ.

უზედაესთა მოგახსენებთ და უქუედაესთა გიბრძანებთ, კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სხუანო მოსაქმენო, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს სიგელშიგან ეწეროს; ნურაოდეს ნუ შეუშლით და ნუ შეეცილებით, თუინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

უზედაესთა მოგახსენებთ და უქუედაესთა გიბრძანებთ, ვისაც ჩუენგან წყალობა დაგემართოს, რარიგადაც ამ ჩუენს ნაბძანებში ეწეროს, ნურაკაცი სარგოს ნუ დაუჭერთ და ნურც დააკლებთ.

დაიწერა ბრძანება, წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა ტკვ (1638), მკათათვესა ბ, ხელითა ჩუენისა სალაროს მუშრიფის გორელის ფირალისითა.

პუბლიკაცია და ლიტერატურა[edit]