ქ. სახელითა ღ(მრ)თისათა, სამგ{უ}ამოვნად ცნობილისა, ერთარსებისა, ერთუფლებისა და ერთღ(მრ)თ{ე}ებისა ღ(მრ)თისა მ(ა)მის, ღ(მრ)თისა ძისა და ღ(მრ)თისა სულისა წმიდისათა; ოხითა და შეწევნითა ყ(ოვლა)დ წმიდისა, უხრწნელისა, უმეტეს კურთხეულისა დედოფლისა ჩუენისა ღ(მრ)თისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისითა.
ძლიერებითა ცხოველსმყოფელისა და პატიოსნისა ჯუარისათა, ძელის ცხორებისათა, რომელსა ზედა განკუართულ იქმნა ჴორცითა ქ(რისტ)ე, ღ(მერ)თი ჩუენი, ჴსნისათუის ჩუენისა.
თანამოქმედება-მდგომარეობითა ურულოთა მცველ-მმართებელთა ცხორებისა ჩუენისათა, წ(ა)მის-ყოფითა აღმასრულებელთა ღ(მრ)თის ბ(რძანე)ბათათა, დიდთა მთავართა ზეცისა უჴორცოთათა, ცხრა არვეთა, ყოველთავე ზეცისა ძალთა.
ოხითა და შეწევნითა ყო{ვ}ელთა დედათა ნაშობთა უზენაესისა, უდაბნოსა ქადაგისა, წინამსრბოლისა, წინასწარმეტყუელისა და ნათლისმცემელისა ი(ოან)ესითა და თანამეტომისა მისისა, ძედ ქუხილისა წოდებულისა, ი(ოან)ე ღ(მრ)თისმეტყუელისა, საყუარელის მოწაფისა და ქალწულისათა.
ოხითა, შე(წ)ევნითა და თანამოქმედებითა პეტრე რიტორისა, სასუფეველისა კლიტეთ-მპყრობელისა პავლესა ცადმდე აღწევნულისა და არათქმულთა სიტყუათა მასმენელისა, ათორმეტთა მოციქულთა და სამეოცდაათ{ე}ულთა ქ(რისტ)ეს მოწაფეთათა, რომელთა მოძღურებითა მო{ი}ბადურნნეს ყო{ვ}ელნი კიდენი სოფლისანი.
თანამოქმედობა-მდგომარეობითა წ(მიდა)თა მოწამეთა: გი(ორ)გი, დიმიტრი, თევდორე, მერკუირი, პროკოპი და პანტელეიმონისითა და წმიდათა ქალწულთა მოწამეთა: თეკლა, ეკატირინა, ირინა, მარინა, ბარბარა და ყო{ვ}ელთა მობაძავთა მათთა, რომელნი დაიკლნეს ქრისტესთუის და სისხლთა დათხევითა გუირგუინოსან იქმნნეს; და წმიდათა მ(ა)მათა განშორებულთა, მეუდაბნოეთა, მესუეტეთა, მარტოდ მყოფთა ფიჩოსანთა, ქრისტეს ნების მყოფელთა და, რომელთა დააჯერეს ღმერთი სათნოთა ცხორებითა, რომელნი საუკუნითგან სათნო-ეყუნეს უფალსა ჩუენსა იესოს ქრისტესა და კუალადცა სათნო-ყოფად არიან ყ(ოველ)თა ღ(მრ)თისა წ(მიდა)თა ზეცისა და ქუეყანისათა.
ოხითა, შეწევნითა და შუამდგომლობითა სუეტისა ცხოველისა და კუართისა საუფლოსა, მირონისა ღ(მერ)თმყოფელისათა, ჩუენ, ქ(რისტ)ეს ღ(მრ)თის მიერ კურთხეულმან, ქართლისა კ(ათალიკო)ზ-პატრიარქმან დორეთეოზ, ვიგულე და ვიგულსმოდგინე და და ვენუკე მეფეთ-მეფესა გი(ორ)გის . მოგუიბოძა და მოგვყიდა სურამის პირსა სოფელი ნიტრია დიდის ფასითა, აზნაურნი იქ მსახლობელნი მარგუელაშვილნი დეკანოზნი, ერთი კუამლი ზამთარაძე, ერთი კუამლი კიკნაძე, ერთი საგლეხო ძაბირაული, ერთი საგლეხო ქინთირეული; გლეხნი დავასახლე ზედა.
.ძუელითგან ყ(ოვლა)დწმიდის ეკლესია იყო დაქცეული, დაძველებული, ვიმუშაკე და ავიღე საფუძველითურ{თ}. ახალი საფუძველი გავსთხარე, აღვაშენე მონასტერი ესე კარგი სახელსა ზედა სიონისასა, დიდი და პატიოსანი, რომელსა თვალნი ყ(ოველ)თა ქრისტიანეთანი ხედვენ. საფუძველი რომ ჩავსხენ, მოვიდა მაჰმადის მოსახელე შაჰ-თამაზ ყეენი, გულისწყრომით მკსინვარე, ამოსწყუიტა და ააოჴრა ქართლის ქუეყანა. ეს ყუალაი მეფობასა პატრონის ლუარსაფისსა. განგრძელდა გულისწყრომა და მკსინვარება მისი ოც წელ საქართველოზედა. ეწამა ღ(მრ)თისმოყუარე მეფე ჩუენი ბატონი ლუარსაფ და დასთხია მისი პატიოსანი სისხლი ქ(რისტ)ესთუის .
ასეთს დროს ვაშენეთ მონასტერი ესე დიდის ჭირითა და რუდუნებითა, რომე მოგუიჴდებოდეს თარეშნი აგარიანთა. და აგჰ[უ]ყრიდეს წაკარტებსა გალატოზები და ტყეშიგ ჩავცვინდებოდით ყუალანი.
შემდგომად ჟამისა ამის, იპრიანა ღ(მერ)თ(მა)ნ და დაჯდა მეფედ ბატონი სუიმონ და დადვა თავი და სული ღ(მრ)თისათვის და საქრისტიანოსათვის და დატყოვდა, დაყო ცხრა წელიწადი ტყუეობასა. მიიყუანეს შა{ჰ}-თამაზს წინაშე და ნახა ღ(მერ)თმან მისი გულის სიმართლე და ქრისტიანობა და მანცა დიდად პატივსცა.
გარდაჰჴდეს ჟამნი რაოდენნიმე, და წარჴდეს და მოკუდა შაჰ-თამაზ ყეენი. მოხედა მოწყალებამან ღ(მრ)თისამან და მოვიდა მეფეთმეფე ბატონი სუიმონ ტყუეობიდაღმან. ცოტაოდენნი საფასე მანც გაუჩინა მონასტერსა, მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მისისანი.
მოვიდეს კიდევ ურუმნი და, რაც ძალა ჰქონდა, განწირულის ლაშქრით წინა აღუდგა. ჩემი ეკლესია დამიწვეს და სოფელი ამიოჴრეს.
კიდევე ვერ უგულებებელს ვყავა ჩემი ნაშრომი, მივჰყავ ჴელი და აღვასრულე ეკლესია შენობითა, დავასვენე ხატი ყ(ოვლა)დ წმიდისა სიონისა ღ(მრ)თისმშობელი , შემკული თვალითა და მარგალიტითა და ნაწილითა სასწაულთმოქმედი; კიდევე სხუა დიდი ხატი, დახატული მაცხოვრისა, კარიანი; კიდევ სხუა ხატი ყ(ოვლა)დ წმიდისა ნაწილითა სავსე; კიდევე სხვა ხატი ჯვარცმისა, ნაწილიანი, სავსე; წვრილი ხატები კიდევე ხუთი-ექუსი; კიდევე ძელი ცხორებისა წინას|60აძღოლი, თვალით შემკობილი; ბარძიმ-ფეშხუმი და კამარა ვერცხლისა; პერექლები ორი-სამი ჴელი, ოქრომკედით შეკერული; წიგნები, რაც ერთს მონასტერს მოუნდების, ყუალა კარგი და პატიოსანი.
კიდევე შევსწირე ზინდისი გ(იორ)გის მეფისაგან მოსყიდული ძვირფასად, იჩქიტიძე მახარებელი, ისპანა და მისი შვილებითა, და შიო და მისი შვილი გიორგი, ჟამისაძე დ ა ჩინჩალაძე მისით მიწა-წყლითა, წისქუილითა და სამართლიანის მზღვრითა.
კიდევე სურამს შემიწირავს, ისიც გი(ორ)გის მეფისაგან მოსყიდული ძვირ ფასად: ჯინჭარაძე დათვია, მახაძე და ცხელელაშვილი დათვია მათით მამულითა, მიწა-წყლითა და სამართლიანის მზღვარითა.
კიდევე ჯინჭარაული და წურაული ზუარი, ზოგი აშენებული იყო და ზოგი მე ავა8შენე; კიდევე სამი ხოდაბუნნი მიწანი ოსიაურს, გასამძღვრული არის ნატბევშია; კიდევე ნასყიდი მიწები, შუაველას ერთი ხოდაბუნი, - ეს ყუალა გი(ორ)გი მეფისაგან მოსყიდული და მოქრთამებული არის, საუკუნომცა არს ჴსენება და კურთხევა მისი.
აწ, ამას შიგან გარდაჰჴდეს ჟამნი რაოდენნიმე. ბატონი გამოეცვალა სურამსა, მოვიდა მეფეთ-მეფის, ბატონის სვიმონის პირმშო ძე, ღ(მრ)თისაგან შეყუარებული და საღ(მრ)თო-საკაცობომდი ზნე-სრული, მათცა დავენუკე მამულსა, რათამცა შეეწირნეს ნიტრიას მონასტრისა და სიონისა [ღ(მრ)თის]მშობელისათვის.
ისმინა აჯა და მოჴსენება ჩემი, გამოიღო მისის ქრისტესმოყუარის გულისაგან და შესწირა მისად სადღეგრძელოდ და სასულიეროდ: ზე-სურამს ბურთიაშვილნი, ორნი განაყოფნი, მათის შვილებითა და მომავლითა; კუართისას ტუკაძე როსტევანი მისის შვილებითა და მომავლითა; კიდევე კუართისას ბაწუნწელაშვილი დათვიაი, საზვერლისეულის მამულითა; კიდევე ზე-სურამს გვერეხაშვილი იოვანე მისის შვილებითა და მომავლითა; კიდევე შიშნაშვილი ბეჟიტა , მისი ღვინიასეულის მამულითა და მისის შვილებითა და მომავლითა; შინდარას სვიმონა და მისნი შვილნი და მომავალნი ბუილაურის მამულითა მთლად; კიდევე შინდარას მარგუელაშვილი ზარასპი, მისის შვილითა და მომავლითა და მესხიურის მამულითა მრთლად; ოსეურს მალიძე შოშიტაი მისის შვილითა და მომავლითა; ძელძვინას ჩუმათელიძე ჩაისარაი და მისი ძმა მათის შვილითა და მომავლითა; ცედანს კოროპაძე მამისაი [ . . .] აი, მათი შვილნი და მომავალნი; წიფას გლეხნი ქურდაძეები, [მათის შვილითა და მომავლითა] ჟამიერაშვილნი მათის შვილითა და მომავლითა, ინდუა ქურდაძე, მისნი შვილნი, სვიმონი[ძე . . . ], ბლიაძე და მათნი შვილნი;
ამის ფეშქაშად მიმირთმევია ერთი მძიმე სირმით შეკერული ომფორი, შემკული თვალითა და მარგალიტითა და მისის თორმეტის საუფლოთა, ერთი საჴელმწიფო სურა და ერთი ნალბაქი ვერცხლისა, ერთი ნალბაქი კიდევ ვერცხლისა, ერთი ჯამი ვერცხლისა, ერთი დოსტაქანი, ერთი სირაჯული ორხოო, ერთი კარგი ნაქსოვი.
ეს რაც მამული და გლეხნი დამიწერია, ყუელა ჩემის მოღვაწებითა და წირვით მიშოვნია და მიყიდია. ამისთა თანა პატიოსანი თვალთშეუდგამი მონასტერი ამიშენებია.
ჩემს ექსორიობაშია კახთ მეფის, ბატონის ლეონის წყალობა და მის შვილთა ბევრი მოვიდა ჩემზედა, საუკუნომცა არს ჴსენება და კურთხევა მათი.
აწ ესე, რაც ამ ს{ი}გელში დამიწერია, შემიწ[ი]რავს ნიტრიას წმიდისა მონასტრისათვის და მას შინა აღმართებულისა ხატისა სიონისა ღ(მრ)თისმშობლისათვის, ჩემთვის და ჩემის სახლისათვის სასაფლაოდ, სამამულოდ და სამკუიდროდ ამიშენებია.
მრავალნი ჭირნი და იწროებანი მამითმენია, ღ(მერ)თ(მა)ნ უწყის, არავინ მემართლების, რაც ამ სიგელში დამიწერია, ამის მოშლასა და გაცუდებასა, ამისთვის რომე, დიდად მიღვწია და ღვაწლით ამიშენებია. თქუენ, წმიდანო ქართლისა და აფხაზეთისა კ(ათალიკო)ზნო და მათნო სამწყსონო, წ(მ)იდანო ებისკოპოზნო, თქუენცა ასრე წყევა-კრულობით დამიმტკიცეთ თქუენის საყდრისა და თქუენის კურთხეულის პირით.
კრულ-წყეულ და შეჩუენებულ იყოს, ვინც მოშალოს და გამოაჴუას ეს ჩემნ{ი} ნასყიდნი და ნაღუაწნი მამულნი. ვინცა და რამანცა ადამის მონათესავემან კაცმან, ანუ ჴელმწიფემან, ანუ უფლისწულმან, ანუ თავადმან, ანუ აზნაურმან, ანუ დიდმან და ანუ მცირემან შეცუალოს, შე-მცა-იცვალების სჯულისაგან ქრისტიანეთასა, რისხავსმცა მამა, ძე და სული წმიდა და ამა ზემო წერილთა წმიდათა მადლი; შე-მცა-ედების კეთრი გეეზისი, შიშთვილი იუდასი, დანთქმა დათან და აბირონისი, მეხ-დატეხილობა დიოსკორესი, ანასსა და კაიაფას თანამცა არს მკუიდრობა მისი. კრულ-წყეულ და შეჩუენებულმცა იქნების თორმეტთ მოცი[ქ]ულთ მადლითა; კრულ-წყეულმც იქნების ოთხთ პატრიარქთ მადლითა; მეასდარვესა ფსალმუნსა წყევას ქუეშე იყოს ნაწილი მისი, კრულმცა არის შვიდთა კრებათაგან, ჩემთამცა ცოდვათათვის იგი განიკითხვის დღესა მას საშინელს ქრისტეს მეორედ მოსლვასა, დღესა მას დიდსა განკითხვისასა.
ამისნი დამამტკიცებელნი ღ(მერ)თ(მა)ნ აკურთხნეს და წ(მ)იდამან ღ(მრ)თისმშობელმან. მშლელნი და მქცეველნი კრულ, წყეულ და შეჩუენებულ იყოს ამ სოფელსა, მას საუკუნეს; ქრისტეს მეუფის უტყუელის პირითა და ყ(ოვლა)დ წმიდის ღ(მრ)თისმშობლის პირითა კრულ, წყეულ და შეჩუენებულ იყო{ს}.
უზის ჯვარი და ხვეული ხელრთვა: ქ. კათალიკოზი