Jump to content

1580 წ. 07.02. - მამულის წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა დოლენჯი თულაშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქართული ტექსტი

ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან სვიმეონ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა ყმათა თულაშვილთა დოლენჯის და შენთა შვილთა და შენთა ძმისწულთა.

მას ჟამსა, ოდეს წყალობა გიყავით და გიბოძეთ ჩუენგან წყალობად ნაბოძები თქუენი სამართლიანი სოფელი ზრბითი, სოფელი აწუფისი და სოფელი ღვევი მათითა სამართლიანითა სამძღურითა მთით ბარამდე, უკლებლად თქუენთვის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბძანებთ ალგეთის პირისა და ვერის ხევისა მოურავნო და მელიქნო, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ, მერმე, ორი წილი სამართლიანი მამული დოლენჯისაა და მისთა შვილთა და მისთა ძმისწულთათვის გუიბოძებია და თქუენცა დაანებეთ და ნუ ეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქორონიკონს სჲჱ, მკათათვეს ორსა, ხელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრის აღათანგელის ძისა ნავროზისითა.

  • სვიმონის ხელრთვა
სპარსული ტექსტი

სულტან მაჰმუდ ხან მირზა ... ჩემი სიტყვა

ამჟამად მაღალი ყურადღებისა და კეთილგანწყობის გამო ბედნიერებით მოსილი დოლენჯი-აღა თულაშვილისა და მისი შვილების: რუბენ-აღას, სიავუშ-აღას, ზაქარიას და ხსენებული დოლენჯის ძმისწულების: გოსთაჰემის, ნოვრუზის, ოსიყმას, ბეჟანის და ბახუტას მიმართ და ქვემოთ მოხსენებული სოფლების... უძლურთა და ღარიბთა კეთილდღეობისათვის, ჩვენ ვიცანით მათ საკუთრებად და ვუწყალობეთ მათ, ხარის წლის დასაწყისიდან, ქვემოთ მოხსენებული სოფლები:

საბარათიანოს სოფელი აწუფისი - ამ სოფლის ოთხი დანგი;

საბარათიანოს სოფელი ზრბითი - ამ სოფლის ოთხი დანგი;

ვერისხევის სოფელი ღვევი - ამ სოფლის ოთხი დანგი.

როცა მაღალი დივანის მუმეიზები და მოხელეები მოახდენენ ხსენებული სოფლების გადასახდელის განხილვა-შემოწმებას, იმ ადგილების მალუჯათს, გამოსაღებს და სხვა გადასახადებს, მუსტოფი მათ ჯამაგირად გაატარებს სახასო დავთრებში თიულის წესით. ხსენებული ადგილების ქეთხუდებმა, მელიქებმა, გლეხებმა და მიწათმოქმედებმა მოხსენებული პირები უნდა იცნონ აღნიშნული ადგილების თიულდარებად და თავიანთი სახელმწიფო გადასახადები, სახელმწიფო გადასახადების შემოწმების შემდეგ მათ გადასცენ და როცა ეს დიდებული სიგელი მაღალი ბეჭდით აღიჭურვება - ერწმუნონ მას.

დაიწერა ჯომადი I თვეს 989 წელს.

  • სვიმონის ბეჭედი

საბუთის დათარიღება

[edit]
ქორონიკონი სჲჱ (268), ანუ 1580 წლის 2 ივლისი. ჰიჯრის 989 წლის I ჯუმადა არის 1581 წლის 13 ივნისი - 12 ივლისი

პუბლიკაცია

[edit]