Qd-01673
დედანი საბუთისა 1580 წ. 07.02. - მამულის წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა დოლენჯი თულაშვილისადმი
საბუთის აღწერილობა
[edit]დ ე დ ა ნ ი: ხეც, Qd-1673; ქაღალდი, ზომა: 31,7 x 14,5; დაზიანება: მარჯვენა მხარეს მთელ სიგრძეზე დაუყვება ზიგზაგისებური ნახევები, რაშიც მოყოლილია სტრიქონთა დაბოლოებები. იგივე მხარე დაფარულია მოყავისფრო ნადებით, ზედა ნაწილში ეტყობა ყავისფერი წებოს გამონაჟონი. მარჯვენა კიდე გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. საბუთის დაზიანების გამო სპარსული ტექსტის რამდენიმე სტრიქონის ბოლო დაკარგულია. ყავისფერი მელანი, პირველი სტრიქონი სინგურით. ხელი მწიგნობრული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი - ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; საბუთი ორენოვანია - ქართულ-სპარსული. სპარსული ტექსტი, შესრულებული ძნელად ამოსაკითხი ხვეული ხელით, მოთავსებულია verso-ზე. ამავე გვერდზე განივად მოუთავსებიათ რუსული მმართველობის სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლის თანახმად საბუთი რეგისტრაციაში გაუტარებიათ 1820 წლის 19 ნოემბერს.