1577 წ. 01.05. - მალის ამოკვეთის წიგნი ალექსანდრე მეფისა დავით ჯორჯაძისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: 1448-540

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 62


ქ. ნებითა ღმრთისათა ჩუენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიან აფხაზთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშა და შარვანშა და ყოვლისა ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთისა თუით ხელმწიფედ მპყრობელ-მქონებელმან, ღმრთივ-გუირგუინოსანმან და ღმრთივ-დამყარებულმან და ღმრთისა მიერ წარმართებულმან, ძლიერმან და უძლეველმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა-დედოფალმან პატრონმან თინათინ, ძეთა ჩუენთა საყუარელთა და პირმშოთა: პატრონმან ერეკლე, პატრონმან დავით, პატრონმან გიორგი, კოსტანტინე და როსტომ ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი, შეუშლელი და შეუცვალებელი, სამკუიდრო და საბოლოო წიგნი და მტკიცე სიგელი ესე ამისად ნიშნად გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა, ერდგულად და თავდადებით ნამსახურთა ყმათა, თავადთა... ჯორჯასძეთა ენისელთ მოურავს დავითს, ბაზიერთ-უხუცესს ბებურს, სანჯარს და როშნევანს, ერთობილთა თქუენთა გუართა და ნათესავთა, შვილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა ოდეს იქნა და ბედნიერი ხელმწიფე მამა ჩუენი პატრონი ლეონ ამიერ სოფლით გარდახდა და ჩუენსა და ძმისწულთა ჩუენთა შუა მეფობისა და პატრონობისა საქმეზედა საცილობელი საქმე ჩამოგუივარდა, ომი და ბრძოლა მოჰხდა. იპრიანა მოწყალემა და მოსამართლემა ღმერთმან, ჩუენ გაგუემარჯვა, მეფობა და პატრონობა დაგურჩა.

მაშინ ჩუენცა შეგიწყალეთ და სამსახურისა და გუერც-მოდგომისა მუქფად ვინცა ჩუენ გუიახლა მას და, ვინცა ძმისწულთა ჩუენთა იახლა, მასცა, მით რომე მათი ყმა და მამული ყუელა უკლებლად ჩუენ გუიახლა და ერთგულად ჩუენს გაბატონებასა მოიიჭირვეს, რარიგაცა მართებდა, ისრე გუერცსაცა მოგუიდგეს. ჩუენის გულისათუის რომელიმე მაკუდა და რომელიმე დაიკოდა და მათის გულისათუის და გუერც-მოდგომისათუის ჩუენ მისად სამუქფოდ წყალობა დაგმართეთ.

ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ და ერთობილთა თქუენთა ყმათა მკუიდრთა და ახლად-მსახლობელთა, მსახურთა და მოყალნეთა ყოველთავე მალი ამოუკუეთეთ, ჩუენად სადღეგრძელოდ, მეფობისა ჩუენისა წარსამართებლად და ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად, ასრე და ამა პირსა ზედან, რომე:

დღეს და დღეისის წაღმა ჩუენსა საბატონოში საცა თქუენი ყმა ესახლოს: ქართუელი, ანუ სომეხი, ანუ ურია, გლახა თუ მდიდარი, მამულიანი თუ უმამულო, მალი აღარსადა აღარა ეთხოვებოდეს და მალის გამოსაღებსა და სათხოვარზედა აღარაფერი მიზეზი გამოსაღები და სათხოვარი არა დაედებოდეს-რა, არც ჩუენგან და არცა შემდგომად ჩუენსა კუალად სხუათა მეფე-მეპატრონეთა და დედოფალთაგან.

არა მოგეშალოსთ არცა ჟამთა და ხანთა გამოსულისა და შეუცულილობისათვის და არცა მეფისა ანუ დედოფლისა გამოცულილობისათუის, არას საქმისა და მიზეზისათუის არა.

აწე, ვინცა და რამანც გუარმან კაცმა ხელყოს და იკადროს ჩუენ მიერ ბრძანებულისა და დამტკიცებულისა ამისა შლად და არდამტკიცებად, რისხავსმცა დაუსაბამო-დაუსრულებელი ღმერთი...

..........................

აწე გქონდესთ და გიბედნიეროსთ ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შინა. ბრძანება ნიშნად გუიბოძებია.

დაიწერა წიგნი და მტკიცე სიგელი ესეს თუესა იენვარსა , ქორონიკონსა სჲე (1577 წ.), ხელითა კარისა მდივნისა ჩუენისა მათარსისითა.

ალექსანდრე ვამტკიცებ ნებითა ღმრთისათა.

პუბლიკაცია და ლიტერატურა[edit]