1574 წ. 03.14. - გაცვლილობის წიგნი ნიკოლაოზ კათალიკოსისა ვახტანგ ბატონიშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა; კითხვითა, მოწმობითა და ბრძანებითა მეფისა პატრონისა სუიმეონისითა და დედოფლისა პატრონისა ნესტანდარეჯანისითა.

ჩუენ, ქართლის კათალიკოზ-პატრიაქმან ნიკოლოზ და ყოველთავე მცხეთისშვილთა, მოგახსენეთ და მოგეცით თქუენ, პატრონიშვილსა პატრონსა ვახტანგს, ყურისუბნის სანაცლოდ მონასტერი და სოფელი ვირშა მისითა შესავლითა, რარიგადცა სუეტს ცხოველსა შემოსწირვია; წიასწყალს არჩვაძეები, ერისთავსა რომ შემოუწირავს, მითვე წესითა; ერეთს გილაშვილი მისითა მამულითა; ზაკუი მისითა მზღურითა; სათიხარი მისითა სამართლიანითა მზღურითა; ქორდს, რაც სუეტის ცხოვლისა ყოფილა მათითა სამართლიანითა; ტრძნის, რაც სუეტის ცხოვლისა ყოფილა, მისითა სამართლიანითა; ცოტა მეღურეკისი მისითა სამართლიანითა; მეღურეკისს ვენახი და სხვა, რაც საჩუენო იყო; ახალდაბას ფალავანდიშვილის შემოწირული საგლეხოები, რაც ვარდანს შემოუწირავს, მისითა სამართლიანითა; ყელქცეულს ვირშის შეწირულნი მიწანი, რარიგადცა აქამდი ჩუენ გუქონებია. ესე მოგუიბარებია და დაგუინებებია ყურისუბნის სანაცლოდ.

ღმერთმან და სუეტმა ცხოველმან გიბედნიეროს; ჩუენგან და კათოლიკე ეკლესიისაგან შენდობილნი იყუენით სოფელსა ამას და დაუსრულებელსა მას საუკუნესა, ამინ.

დაიწერა წიგნი ესე ქორონიკონსა სჲბ, თუეს მარტსა ათოთხმეტსა.

მინაწერები[edit]

XVII ს. ხელით

  • კათალიკოზის მამულის ნაცვალი წიგნი.
  • ქ. ზემო ქართლის სიგელი პატარა ლიახზედ

XIX ს. ხელით

საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი სჲბ (262), ანუ 1574 წლის 14 მარტი.

პუბლიკაცია[edit]