... ესე მტკიცე, უცვალებელი და უკუნისამდე საბოლოვოდ ჟამთა გასათავებელი ნასყიდობისა წიგნი და სიგელი მოგეცით ჩუენ, თურქისტან და ჩუენთა შვილთა: გიორგი, ესტატე და ზაქარია და სახლისა ჩუენისა მომავალთა ყოველთავე, თქუენ, პატრონსა იესეს და თქუენსა შვილსა შალვას, ივანეს და შერმაზანს და მომავალთა სახლისა თქუენისა ყოველთავე, მას ჟამსა, როდეს მოგყიდეთ მამული ჩვენი მკვიდრი მამული მუხანი ხევის პირისაკე და ავიღეთ ფასი სრული, რომლითაცა ჩვენი გული შესჯერდებოდა.
არის სამზღუარი ზემოთ სოლოღიანთა სამზღურამდი და ქუემოთ ზევის პირსა, ცოტა თელა დგას, იქიმდი. ასრე რომე, ამ თელას ქუემოთ სხუა ხე აღარა დგას ერთის ტირიფის მეტი, რასაცა თელა გაიტანს. შუა მინდორშიგა ერთი წითელი ქვა თუითან მელიქ შაველი ჩასუა, რასაცა ის წითელი ქვა გაიტანს მარაბდითაკე ზეით ბეგზედა ტაგნაგეთის სამზღურამდი.
მოგყიდეთ თქუენ, პატრონსა იესეს და თქუენსა შვილსა შალვას, ივანეს და შერმაზანს და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე ჩუენ, თურქისტან და ჩუენთა შვილთა: გიორგი, ესტატე და ზაქარია და ავიღეთ ფასი სრული, რომლითაცა ჩვენი გული შესჯერდებოდა.
გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან მუხანი ხევის პირსა, ყოვლის კაცისაგან უცილებლად და ხელშეუვლად...
არიან ამისნი მოწმენი: სოლაღაშვილი ზალდასტან, მელიქ შაველი, ვაშლოვნელი გამგებელი ბაბულაი და მისი ძმა ალავერანაშვილი გარსუაი, ერტისს - ოქრიასაშვილი უსეინა, ხუციშვილი მახარებელი, იორდანაი, მეკარიშვილი ხატისა, დიდებელი ჩაჩხიპარასშვილი ამირანაი, ზაზიაშვილი ყანდუაი.
დაიწერა სიგელი ესე ნებითა და შეწევნითა ღმრთისაითა, ქორონიკონსა სმვ, ხელითა მეტეხლიშვილისა ერაჯისითა.