ბატონი კათალიკოზი და ბარათაშვილი გერმანოზ ყორანთის და რატევანის სამზღუარზედ ირჩოდეს. მოვედით ჩუენ, მეფე პატრონი ლუარსაბ, ფალავანდიშვილი ფეშანგი, მაჩაბელი ქობულ, ფავნელიშვილი თმოგუელი, გაბაშვილი სამადავლე და წითელაშვილი გიორგი.
მათი სასარჩლო ალაგი თავით ბოლომდის დავიარეთ და გავსინჯეთ. პირველად დიდის ბარათასგან შეწირული იყო და სიგელი ბატონს კათალიკოზსა ჰქონდა და იმა სიგელშიგა ასრე ეწერა, ვითა: "ყორანთა მისითა სამართლიანითა მზღურითა ასე გაგისამზღურეთ და დაგანებეთ, დისველი ძველითგანვე გასამზღვრული იყო და მოლიო შემოუვლის რატევანის ჭალით, რასაც საწიქუილო და ზემო მუხანი გამოიტანენ, მას ქვემოთ და წისქუილნიცა თქუენ დაგრჩეს".
ჩვენ მივდეგით ზედა, ვერცა ძველი საზღუარი შევიტყვეთ და ვერცა მახსოვარი კაცი ვიპოვეთ. ბატონი კათალიკოზი ზემოთ ირჩოდა და გერმანოზ ქუემოთ. გერმანოზ ხელიც დასდუა, ვითა: "ნაწისქუილევი ესე ყოფილა".
ჩვემ მისი ასრე გავაჩინეთ: წარსდგეს გერმანოზ ერთით შვილითა და ოთხით მისით აზნაურიშვილითა და ექუსით მემკუიდრით გლეხითა - ანდრიელი და თაფნელი, ასრე დაიფიცოს: "როდეს ჩუენმან გუარის კაცმან დიდმან ბარათა მცხეთას ყორანთა შესწირა, სამზღუარნი და წისქუილნი სიგელშიგა რომ სწერია, და ეს არის სამზღუარი. ამას იქით შეუწირავს და ამას ზემოთ არ არის შეწირული".
საცა ჩამოიაროს და დაიფიცოს გერმანოზ, დარჩეს რატევანსა და დაესხნას ბატონი კათალიკოზი. და რაიც ვერ დაიფიცოს, დარჩეს ყორანთასა და დაესხნას გერმანოზ. საჩვენო განაჩენი ეს არის, ამის მეტი არ არის.