Jump to content

1523 წ. - შეწირულების წიგნი თაყა ამილახორისა შიომღვიმისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


"მე, ზევდგინისძემან ამილახორმან თაყამან, და თანამეცხედრემან ჩუენმან ფანასკერტელისა ასულმან ულუმპია, და ჩემმან ძმამან აღნიამან და ძეთა ჩუენთა: მონაზონმან თომა, ბარზი, ავთანდილ, ფარემუზ და იოთამ" ჩვენი შვილის ბეჟანის გარდაცვალების გამო შევსწირეთ შიომღვიმეს: კასპში ბედიანური ვენახი, მოურავისა და სპადარიანის ვენახებს შორის; აგრეთვე ჯეჯიკურული გუთნისთავი და ტფილის-ქალაქს ვაჭარი ახუსებაშვილი გულისადები და დავაწესეთ აღაპი ჩვენი შვილის საფლავზე.

"დაიწერა მტკიცე ესე სიგელი ქორონიკონს სია, ხელითა ფრიად ცოდვილისა გიორგი ჭარმაულისითა".

საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი სია, ანუ 1523 წელი.

პუბლიკაცია

[edit]