Jump to content

1506 წ. - შეწირულების წიგნი აბაშ ბარათაშვილისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: დაკარგულია

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქვეყნდება თ. ჟორდანიას პუბლიკაციის მიხედვით. ქართლის კათალიკოს დოროთეოსს სიგელს აძლევენ აბაშ და დავით ბარათაშვილები "მას ჟამსა, ოდეს ციციშვილს ქალი მივეცით და თქუენ გამოგუენახენით (ნათესაობისა და უჯერობის გამო)... საკანონოდ... შემოგწირეთ [მცხეთას] ორი კუამლი ქალაქს ავეტიზაშვილნი"...

ქორონიკონს რჟდ.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

[edit]
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი რჟდ (194) ანუ 1506 წელი.
თ. ჟორდანიას აზრით ამ აბაშსა და მის ძმისწულ დავითზე არის შეთხზული დავით რექტორის "ლექსთა კრებაში" მოყვანილი ლექსი:
"ქ. ბარათაშვილ აბაშიშვილებს ორს ძმასზედ თქმული შაირი:"
"ქ. წინას შებმაში მოვიდენ დავით, მერე აბაშია;
თითოს ხელი სამკლავეში ამოეყოთ კაბაშია,
თითოს ოთხი თავი მოაქვს; შეიქმნება რვა ბაშია!
და ჩემიმც მტერი დაესწრება იმათ ომსა შებმაშია!

საბუთის პუბლიკაციები

[edit]