1505-1519 წწ. - მამულის შეწირულობის წიგნი ნასყიდა ბანცაძისა გელათის მონასტრისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


გელათის ღვთისმშობელს, მოძღვართ-მოძღვარ ილარიონს და წინამძღვარ აბაშიძე მელქიზედეკს შეწირულების წიგნს აძლევენ ბანცაძე ნასყიდა და მისი შვილები ახალბედა, მამისბედა და გრიგოლი და სწირავენ მთხლარაში დასთვეაძისაგან ნასყიდ მამულის ბეგარას - ხუთ თეთრს, ერთ ნაოთხალ ღომს და ორ ათიან ღვინოს.

საბუთის მოწმეები არიან: "პატრონი ჩუენი სარგის მხეციძე და შვილნი მისნი: გიორგი, ქაიხოსრო და ჯანგაზ, ზურაბ და ფირალი; მამიზბედი ჯანიაშვილი, ნაცუვალი გაბრიელ, ქრისტეშია ჯანიაშვილი და მისი ძმისწული მიქელ, სრულადა ქალაქნი რანიმ თივაქრთილაძე, ხელოსანი მინდობაი არაბიძე, გერმანე ლობიოძე, იოსებ კანდელაკი".

"ესე წიგნი მე, იგის ეზდაველიძესა დამიწერია და მოწამეცა ვარ ამა დაწერილისა".

საბუთის დათარიღება[edit]

იმის გამო, რომ წინამძღვარი ილარიონი გარდაიცვალა 1519 წელს, ხოლო 1505 წელს გელათის წინამძღვრად იყო მანასე, სარგის კაკაბაძე საბუთს 1505-1519 წლებით ათარიღებს.

პუბლიკაცია[edit]