1488-1492 წწ. - ერთგულების წიგნი გერასიმე კუმურდოელისა ევაგრე კათალიკოსისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ესე პირი და წიგნი და პირი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზსა ევაგრის, მე, კუმურდოელ მთავარეპისკოპოზმან გერასიმე, მას ჟამსა, ოდეს პატრონმან მზეჭაბუკ შემიწყალა და კუმურდოსა საყდარი და ხელი მიბოძა და თქუენს წინაშე საკურთხევლად გამოგუგზავნნა და თქუენ შემიწყალეთ და მაკურთხეთ.

აწ, დღესითგან წაღმა ჩემად დღედ სიკუდილამდე ვიყო თქუენი და თქუენისა საყდრისა ერთგული და მეფეთა მლოცველი და ყოველთა წირვათა და ლოცვათა შინა თქუენ მოგიხსენებდეთ.

ვინცა თქუენგან უჯუარო და შეუნდობელნი იყუნენ, ჩუენგანცა უჯუარო და შეუნდობელი იყოს. თქუენთა შეუნდობელთა ეფისკოპოზთა გუერდით ჟამი არა ვწიროთ, ვარძიისა და მისისა შესავლისა დიაკონი არა ვაკურთხოთ, და არცა მათსა სამწყსოსა დავეცილოთ. ვისცა უეყრებოდეთ, ჩუენგანც შეუნდობელნი იყუნენ და ვისცა სწყალობდეთ, ჩუენცა მისი მლოცველნი ვიყუნეთ...

თუ ათაბაგმან ყუარყუარე და მათთა შვილთა მაწყუერლობა და ანუ სხუა რამე ხელი გუაძლიოს და დაგუპატიჯოს კურთხევისა მიზეზით, სხუა ხელი არა გამოვართუა და არცარა ვინდომო თქუენად დაუმოწმებლად და შეუნდობლად. თქუენისა საყდრისა მტერისა მტერნი ვიყუნეთ და ერთგულთა მოყუარენი, წლითი-წლად მეძღუნენი და მოსამსახურენი.

და თუ ესე ასრე არა გაგითაოთ, ღმერთმან, მამამან, ძემან და წმინდამან სულმან და იმა საშინელმან ხატმან კუმურდოსამან. და, რასაცა მიზეზისათუის ესე აღთქმა გიტყუოთ და არა გაგითაოთ, თქუენისა კურთხევისა წილ წყევასა ქუეშე ვიყუნეთ ღმრთისა და მისთა წმიდათასა...

დამტკიცება:

მე მთავარეფისკოპოზი კუმურდოელი გერასიმე ამა დაწერილისა გამთავებელი ვარ. ამა ზემოწერილთა მადლმან.

საბუთის დათარიღება და პერსონალია[edit]

საბუთის ყველა გამოცემაში დათარიღებულია 1500-1503 წლებით და მიჩნეულია, რომ საბუთი შედგენილია ქაიხოსრო ათაბაგის გარდაცვალების (1500 წ. 6 მაისი) შემდგომ, მისი ძმის მზეჭაბუკის რეგენტობისას. საბუთის მიმღები კათალიკოსი ევაგრე მოხსენიებულია კონსტანტინე მეფის 1488 წლის სიგელში, 1492 წელს კი კათალიკოსად უკვე აბრაამ აბალაკია. ამ წინააღმდეგობის ასახსნელად, მიღებულია, რომ ევაგრე კათოლიკოსი ორჯერ განაგებდა ქართულ ეკლესიას: პირველად 1488-1492 წლებში, ხოლო მეორედ 1500-1503 წლებში (1503 წ. მაისში კათოლიკოსად უკვე დოროთეოსი ჩანს). ევაგრეს მეორედ გაკათალიკოსობის საბუთად მხოლოდ წინამდებარე საბუთი და მასში მზეჭაბუკის მოხსენიებაა მიჩნეული.
საბუთის გამომცემლებს მიაჩნიათ, რომ მასში მოხსენიებული ყვარყვარე ათაბაგი ქაიხოსროს შვილი ნავ-ყვარყვარეა, რომელიც მზეჭაბუკის მმართველობის დროს ნომინალურ ათაბაგად ითვლებოდა, მაგრამ საბუთის ფრაზა "თუ ათაბაგმან ყუარყუარე და მათთა შვილთა მაწყუერლობა და ანუ სხუა რამე ხელი გუაძლიოს", ალბათ ძნელად შეიძლება შეეფერებოდეს ჯერ კიდევ ბავშვ ქაიხოსროს ძე ნავ-ყვარყვარეს.
ჩვენი აზრით ევაგრეს კათალიკოსობა 1488-1492 წლებით შემოიფარგლება და საბუთიც ამ წლებშია გაცემული. ამ დროისათვის ყვარყვარე II უკვე 70 წელსაა გადაცილებული და სამცხის მმართველობაში, ალბათ, უკვე აქტიურად არიან ჩაბმული მისი ვაჟები, განსაკუთრებით კი ძალაუფლებისმოყვარე მზეჭაბუკი, რომელიც გარკვეული მოსაზრებით მის მიერ კუმურდოელად დადგენილ გერასიმეს ქართლის კათალიკოსთან აგზავნის დასამტკიცებლად. გერასიმე პირობას აძლევს კათალიკოსს, რომ მის უკითხავად ყვარყვარე ათაბაგისა თუ მისი ვაჟების მიერ შეთავაზებულ მაწყვერლობას ან სხვა სახელოს არ მიიღებს.
ამგვარად, ჩვენი აზრით საბუთი გაცემულია 1488-1492 წლებში, მასში მოხსენიებულია სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II და მისი ვაჟი მზეჭაბუკი, რომელიც აქტიურადაა ჩართული სამთავროს მმართველობაში და მის მიერ დანიშნულ გერასიმე კუმურდოელს აგზავნის ევაგრე კათალიკოსთან დასამტკიცებლად.

საბუთის პუბლიკაციები[edit]