ესე პირი და წიგნი და პირი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზსა ევაგრის, მე, კუმურდოელ მთავარეპისკოპოზმან გერასიმე, მას ჟამსა, ოდეს პატრონმან მზეჭაბუკ შემიწყალა და კუმურდოსა საყდარი და ხელი მიბოძა და თქუენს წინაშე საკურთხევლად გამოგუგზავნნა და თქუენ შემიწყალეთ და მაკურთხეთ.
აწ, დღესითგან წაღმა ჩემად დღედ სიკუდილამდე ვიყო თქუენი და თქუენისა საყდრისა ერთგული და მეფეთა მლოცველი და ყოველთა წირვათა და ლოცვათა შინა თქუენ მოგიხსენებდეთ.
ვინცა თქუენგან უჯუარო და შეუნდობელნი იყუნენ, ჩუენგანცა უჯუარო და შეუნდობელი იყოს. თქუენთა შეუნდობელთა ეფისკოპოზთა გუერდით ჟამი არა ვწიროთ, ვარძიისა და მისისა შესავლისა დიაკონი არა ვაკურთხოთ, და არცა მათსა სამწყსოსა დავეცილოთ. ვისცა უეყრებოდეთ, ჩუენგანც შეუნდობელნი იყუნენ და ვისცა სწყალობდეთ, ჩუენცა მისი მლოცველნი ვიყუნეთ...
თუ ათაბაგმან ყუარყუარე და მათთა შვილთა მაწყუერლობა და ანუ სხუა რამე ხელი გუაძლიოს და დაგუპატიჯოს კურთხევისა მიზეზით, სხუა ხელი არა გამოვართუა და არცარა ვინდომო თქუენად დაუმოწმებლად და შეუნდობლად. თქუენისა საყდრისა მტერისა მტერნი ვიყუნეთ და ერთგულთა მოყუარენი, წლითი-წლად მეძღუნენი და მოსამსახურენი.
და თუ ესე ასრე არა გაგითაოთ, ღმერთმან, მამამან, ძემან და წმინდამან სულმან და იმა საშინელმან ხატმან კუმურდოსამან. და, რასაცა მიზეზისათუის ესე აღთქმა გიტყუოთ და არა გაგითაოთ, თქუენისა კურთხევისა წილ წყევასა ქუეშე ვიყუნეთ ღმრთისა და მისთა წმიდათასა...
დამტკიცება:
მე მთავარეფისკოპოზი კუმურდოელი გერასიმე ამა დაწერილისა გამთავებელი ვარ. ამა ზემოწერილთა მადლმან.