1491 წ. VIII.20. - შეწირულების წიგნი კონსტანტინე მეფისა მთის წმიდა გიორგისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი

საბუთი წარმოადგენს მინაწერს მთის წმინდა გიორგის მონასტრისადმი ბაგრატ მეფის შეწირულების წიგნისა, რომლითაც კონსტანტინე მეფე მთის წმინდა გიორგის მინასტრიდან ულაყის გამოღებას აუქმებს და სამაგიეროდ ითხოვს აღაპის დაწესებას.

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა ღმრთისა, ჩუენ, მეფეთა მეფემან კონსტანტინე და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმა თამარ, და ძეთა ჩუენთა, პირმშომან დავით, გიორგი და ბაგრატ, ესე ახლად მტკიცე და უცუალებელი ნიშანი მოგახსენეთ თქუენ, მთისა მთავარმოწამეს წმიდასა გიორგის, მას ჟამსა, ოდეს მოკითხული ვქენით და ძუელითგან ულაყის გამოღება არ გჭირვებოდა. აწ, ახლად ჩუენცა ულაყი ამოუკუეთეთ ასრე და ამა პირსა ზედა, რომე გიორგობას დღეს ორით ხუცითა, ორით ცხურითა, თქუენით პურ-ღუნითა აღაპს გარდაიხდიდეთ, ნებითა ღმრთისათა ჩუენად სადღეგრძელოდ, გასამარჯუებელად და საუკუნედ შემწედ.

აწ, ვინცა ესე ჩუენი ნიშანი მოშალოს, ჩუენისამცა ცოდვის სანაცვლოდ განიკითხვის მას დიდსა დღესა განკითხვისასა და დამამტკიცებელნი აკურთხნეს ღმერთმან.

გქონდეს ნიშანი ესე და არაოდეს მოგეშალოს. რაგინდარა დაჭირება იყოს, თქუენ ულაყი არავინა გთხოვოს.

დაიწერა ნიშანი ესე ქკნს როთ თვესა აგვისტოსასა ხელითა კარისა ჩუენისა მწიგნობარ მუშრიბის და მესტუ[მრისა] თავაქალაშვილისა სადათიერისათა.

(კონსტანტინე მეფის და თამარ დედოფლის ხელრთვა)

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი როთ (189), ანუ 1491 წ. 20 აგვისტო.

საბუთის პუბლიკაცია[edit]

1913 - სარგის კაკაბაძე - ბაგრატ, უცნობი მე-XIV საუკუნის რაჭა-არაგვეთის მფლობელი[edit]

1924 - სარგის კაკაბაძე - განჩინება მთის გიორგის ყმათა სისხლის შესახებ - საისტორიო მოამბე - 1924 - II - გვ.247-254[edit]

1982 - С.С.Какабадзе - Грузинские документы IX—XV вв. - Москва - 1982 - გვ.93-101[edit]

2009 - ჟღენტი ნიკოლოზ - მთის წმ. გიორგის სიგელის პიროვნებები - ქრისტიანობის კვლევები - II - გვ.94-97[edit]

2011 - ჟღენტი ნიკოლოზ - მთის წმ. გიორგის სიგელის ტექსტი - ისტორიის ინსტიტუტის შრომები - IV - გვ.205-208[edit]

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 112[edit]

ლიტერატურა[edit]