Jump to content

1484-1510 წწ. - სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა შერზადიშვილებისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა ღმრთისათა, ესე დაწერილი და სიგელი დაგიწერეთ და გიბოძეთ მეფეთა მეფემა ალექსანდრე[1] და ჩემთა დარბაისელთა ყოველთავე. ქართველთა, კახთა და მესხთა და ...ოთა და მეგრელთა და სრულა მრაჭველთა შუამდგომლობითა და მოწმობითა, შენ, შერაზადიშვილსა შალვასა და გიორგისა და ქველსა და ქავთარს, მას ჟამსა, ოდეს მე, ლეჯერასა ჩიკვილაძესა და ჩემსა შვილსა მარუშიანსა შემამაკვდა შერაზადაშვილი.

სტუმარსა თავზედა კაჭაძესა ცხენი წავართვიდა მაზედა შემომაკუდა შერაზადაშვილი ივანე მე, ლეჟერასა ჩიკვილაძესა. მაზედა დიდი მტერობა მოგვიყვა, მაზედა ჭარელიძეც გამიწყრა: თუ ჩემი აზნაურიშვილი შენგან მკვდარი არიო, მაზედა მომიხდი, დამწვი და დამკაფე და არა შემარჩინე კაცისა ნამრავლი.

მაზედა შუა შემოვიდნეს დარბაისელნი: იაშვილი ვარდან და გარაყანიძე გიორგი და ფურთუხიძე როსტევან და მანოელ კანაჩაძე და ნავროზა თულაშვილი.

ვქენით მოკითხული ძველსა სიგლისა. ძველსაცა აგრე ეწერა: ექვსა ოცჯერა ოცი ათასი და ათი ათასი ძველი თეთრი კირმანიული ეწერა სიგელსა შერაზადიშვილისა მისითა სანახშირითა.

მოგეც მე, ლეჟერამა ჩიკვილაძემა, შენა, შერაზადიშვილსა შალვას და გიორგისა და ქველსა და ქავთარსა სისხლათა ველეფასა საყდარი მისითა შესავალითა და მისითა სასაფლაოთა და მისითა ხატითა.

მოგეც შენ, შერაზადიშვილსა, მე, ლეჟერამა ჩიკვილაძემა. მოგეც კეკნაძე, გურკინაშვილი და გამრეკელაშვილი და მახარებლიშვილი და ზაქარიაშვილი და კუტუშიძე და ივანაძე; და გაღმა წინამხარსა ოქროძე და ფაქუეთასა - თახვაძე.

მოგეც შენა, შერაზადიშვილო, მე, ლეჟერამა ჩიკვილაძემა ცხრა გლეხი მისითა მამულითა; მოგეც ათი ტანი აბჯარი მისითა იარაღითა; მოგეც თექვსმეტი ცხენი და ჯორი და სამი ათასი და რვისა კაცისა საზიდავი ქვაბი, და ხარი და ზროხა მრავალი, რაც შენმა ავნაქმარმა არა გაკლო, შერაზადიშვილო, მე არა დამიკლია. მოსამართლემაც შემაძლებია, ყმანიც დავაღარიბე შენისა სიკვდილისათვინა, შერაზადიშვილო.

მე, ლეჟერასა ჩიკვილაძესა აღარა შემრჩა ერთისა ცხენისა მეტი და ერთისა იარაღისა მეტი. წელთა ჩალა შემოვირტყი. შენმა სიკვდილმა აგრე გამხადა, შერაზადიშვილო, ვინცა დაგაშაოს, ანუ შინა ჩამოგიხდეს, ანუ დაღი დაგასვასა, ანუ დაგატყვეოს, ანუ ცოლი მოგი..ნასა, ანუ ბატონთანა დაგასმინოს, ნახევარი სისხლი მან დაგიუროსა.

ვინცა უდაღოდ გერში გადინოს, ანუ მწყმსი გაგიცარცოს, ათასი მან დაგიუროს.

პირისა დასაუბნებად მამიცემია ვანსა ერთი საგლეხო და კორტანსა ჩიკვილაური ყანა.

დაუმტკიცესა და უბოძეთა სიგელი შერაზადაშვილსა მეფეთა მეფემან ალექსანდრე[2] და ჩემთა დარბაისელთა ყოველთა.

მე დამიწერა ვაჯბია ჭარელიძესა მირიანსა, ერისთავსა. ამისი მწერალი არის ვახტანგ თურამანიშვილი.


მეფეთა მეფე ალექსანდრე.


  1. ბაგრატ გადაშლილია და ჩაწერილია ალექსანდრე
  2. ბაგრატ გადაშლილია და ჩაწერილია ალექსანდრე

დათარიღება

[edit]
დარეჯან კლდიაშვილი

საბუთი უთარიღოა. ს.კაკაბაძის ვარაუდით საბუთის თავდაპირველი გამცემი შეიძლებოდა ყოფილიყო მეფე ბაგრატ VI (1455-1478), რომლის სახელი შემდგომ "ალექსანდრეთი" ჩაუსწორებიათ. მისი შეხედულებით, ალექსანდრეს მეფობის დროს (1484-1510) უნდა გადაეწერათ პირი (ს.კაკაბაძე,43-44), მაგრამ ასეთი განმარტება ვერ ხსნის მეფის სახელის გადასწორების ფაქტს.

საბუთში ერთადაა წარმოდგენილი სასისხლო განჩინება, შედგენილი კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით და სისხლის ნორმატიული აქტი. ამ ორი ტიპის საბუთის ერთ ტექსტში გაერთიანება, როგორც ჩანს, დაზარალებული მხარის სასარგებლოდ მიღებულ საგანგებო ზომებს ასახავს, რომელიც უნდა მიეღო გარდაცვლილის პატრონს ერისთავ მირიან ჭარელისძეს. უეჭველია, მირიან ჭარელისძე ალექსანდრე მეფის თანამედროვეა, რასაც მოწმობს სიგელის გამცემი მეფის სახელის გადასწორება "ალექსანდრედ". ამიტომ "კორპუსში" საბუთის გაცემის თარიღად მიჩნეულია ალექსანდრე იმერთა მეფის ზეობის (1484-1510) წლები.

პუბლიკაცია

[edit]