1479 წ. I.24. - შეწირულების სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Ad-1838

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ორისავე ტახტისა ჩუენისამან, მტკიცედ ფლობით-მპყრობელისა, მეფეთა-მეფისა გიორგისა ძემან მეფემან ალექსანდრე, პატრონმან დედუფალთა-დედუფალმან, დედამან ჩუენმან ნესტანდარეჯან, და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედუფალმან ანა ვიგულეთ და ვიგულსმოდგინეთ, რათამცა თქუენ, განმანათლებელსა ქრისტეანეთასა, დედაქალაქსა მცხეთასა საყდარსა, მუნ შინა ღმრთივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა და კუართსა საუფლოსა და მირონსა ღმერთ-მყოფელსა ყოველთა ქრისტიანეთასა, გკადრეთ და მოგახსენეთ კათოლიკე საყდარსა კახეთს, ვეჯინისა პირთა, სოფელი ახალშენი და თორღიანი მისითა მზღვრითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, სათიბითა, სახნავითა, სანადიროთა, ჭალითა და სათევზითა და მისითა შესავლითა და გამოსავლითა სამართლიანითა. რათაცა ჩუენთვის უმსახურებია, აგრევე თქუენთუის მომიხსენებია, და გუიმკუიდრებია და დაგუიმტკიცებია კახეთს, ვეჯინისა პირთა, სოფელი ახალშენი მისითა მზღურითა და სამართლიანითა, მთითა, ბარითა, ტყითა, სანადიროთა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა და სახნავითა, მისითა შესავლითა და გამოსავლითა ერთობ ყუელათა...

და აჰა თქუენ... ქართლისა კათალიკოზო დავით, რაგუარაცა ჩუენგან ასრე დამტკიცებულსა და განთავისუფლებულსა მართებს, აგრე დამტკიცებულქმნედ ღმრთისა მიერ მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა, ნუმცა დაგუაკლდების და დავიწყებულ ვიქმნებით ლოცვათა და ვედრებათა შინა თქუენთა...

დაიწერა მტკიცე ესე უქცეველი გუჯარი ინდიგტიონსა მეფობისა ჩუენისასა , ქორონიკონსა რნიზ, თუესა იანვარსა კდ, ხელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა იათორიძისა ვარსიმესითა.

ესე ჩუენგან მტკიცედ და სამკუიდროდ მოხსენებული სოფელი ახალშენი არცა ვიზედა გაცემული ყოფილა მისთა დღეთა შიგან, რაგუარაცა ჩუენი კახეთისა უკუნისამდის ჩუენი სიმაგრე პანკისისა ციხე არა გაგუიცემია, აგრე ჩუენი საპანკისო სახასო ახალშენი თქუენთვის გუიკადრებია და მოგუიხსენებია ჩემთუის სათავისოდ ნაბოძვარი და საავჟანდედ მიცემული მოგუიხსენებია.



მინაწერი (XVII ს. ხელით) შავი მელნით გადახაზული შვიდ სტრიქონიანი გვიანდელი ტექსტის თავში:

ქ. ესე ქვემო წერილი შეცთენით დაეწერათ და ჩვენ, კათალიკოზმან პატრონმან იოვანემ ისე მოვშალეთ. ცილს ნურავინ დასწამებთ.


საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი რნიზ, კახეთის მეფე ალექსანდრე I-ის მეფობის ინდიკტიონი, იანვრის კგ, ანუ 1479 წლის 23 იანვარი.

პუბლიკაცია[edit]